დღის ჰოროსკოპი

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:02 სამ. 10 მაისი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეს დღე ხელსაყრელია თვითგანათლებისა და ზოგადი მსოფლმხედველობის გაფართოებისთვის. მეგობრის რჩევა გაითვალისწინეთ - ის პირადი ცხოვრების რომელიღაც პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.

კურო

ბიზნესის სფეროში დასაქმებულ კუროებს ეს დღე წარმატებას მოუტანს, თუმცა ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. ახლობლები საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებიან. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ტყუპები

უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში პრობლემები გელით - მშობლებს თქვენი გადაწყვეტილება არ მოსწონთ და მათ დარწმუნებას აზრი არ აქვს. არ არის გამორიცხული, რომ უახლოესმა ადამიანმა იმედი გაგიცრუოთ. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიკატებთან ურთიერთობის დროს.

კირჩხიბი

ძლიერი ნებისყოფა უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. მთელი ყურადღება საყვარელ ადამიანებზე გაქვთ გადატანილი და დროის უმეტეს ნაწილს მათზე ზრუნვას უთმობთ. თუ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას გეგმავთ, ეცადეთ, დაფიქრებით იმოქმედოთ, რათა ღია ცის ქვეშ არ დარჩეთ. სავარაუდოდ, ახალი სიყვარული გელით.

ლომი

ეს დღე თამამი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს მანამ, სანამ ძველ საქმეს არ დაასრულებთ. დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი გამოიწვიოს. თქვენი ახალი ნაცნობობა, დიდი ალბათობით, მეგობრობაში გადაიზრდება.

ქალწული

გირჩევთ, ამ დღეს საქმიანი შეხვედრები არ დაგეგმოთ. გავლენიანი ადამიანები დაწინაურებაში დაგეხმარებიან. უცნაურია, მაგრამ რაც უფრო რთულია თქვენი დავალება, მით უკეთ უმკლავდებით. ეცადეთ, საღამოს კარგად დაისვენოთ. სასურველია, რომ ძილის წინ, დაძაბულობის მოსახსნელად, თბილი აბაზანა მიიღოთ.

სასწორი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ყველაფერი, რაც ამ დღეს მოხდება, სარგებელს მოგიტანთ. ბინის გარემონტება გსურთ, მაგრამ ოჯახი გეწინააღმდეგებათ, რაც ხანგრძლივ დებატებსა გამოიწვევს.

მორიელი

მოერიდეთ უფროსებთან კამათს. თუ მანქანას მართავთ, ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მშვილდოსანი

საუკეთესო დღეა მივლინებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. თქვენი სიტყვები ყველასთვის გასაგები და დამაჯერებელია. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგიტანთ. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიასთან ურთიერთობის დროს.

თხის რქა

პლანეტების განლაგება დაწყებული საქმის მიმდინარეობას ხელს უშლის. სამსახურში საკუთარი ნიჭისა და უნარების მაქსიმალურად გამოვლენას შეძლებთ და შესაძლოა, პრემიაც დაიმსახუროთ. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთის შეძენას, რომელმაც შეიძლება, იმედი გაგგიცრუოთ. სავარაუდოდ, ახალი რომანტიკული კავშირი გელით.

მერწყული

გირჩევთ მოდუნდეთ და დაისვენოთ, რადგან თქვენი აქტიურობა სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. სამაგიეროდ, საპირისპირო სქესთან ურთიერთობა წარმატებული იქნება და დაუვიწყარ წუთებს გაჩუქებთ.

თევზები

გეგმების განხორციელების დროს არ დაივიწყოთ ისინი, ვინც რთულ დროს დაგეხმარათ. ხანმოკლე სამსახურებრივმა რომანმა შეიძლება, კოლეგებისა და უფროსების მხრიდან დაუფარავი მტრობა გამოიწვიოს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge