დღის ჰოროსკოპი

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

funtime

22:44 ოთხ. 14 აპრილი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ალბათ, დილას საშინაო საქმეები ან ოჯახური პრობლემები დიდ დროს წაგართმევთ. შესაძლებელია, თქვენმა ამპარტავნებამ ან თანამოსაუბრისადმი უპატივცემულობამ კონფლიქტი გამოიწვიოს, რომელიც თქვენს სასარგებლოდ არ გადაწყდება. საღამოს სასარგებლოა აქტიური დასვენება, გართობა და სუფთა ჰაერზე სეირნობა.

კურო

ამ დღეს ვარსკვლავები ბრძენ და გაწონასწორებულ ადამიანებს მფარველობენ. ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს იღბლიანი დღე ელით. მოსალოდნელია მიზნის მიღწევა ან საქმეში მნიშვნელოვანი პროგრესი. სასიყვარულო ურთიერთობებში წარმატება გელით. მარტოხელა კურო ქალებმა შეიძლება, გაიცნონ ადამიანი, რომელიც მათ ცხოვრებას შეცვლის.

ტყუპები

ტყუილი, პარტნიორულ ურთიერთობაში უწესო ქცევა ან ეჭვიანობა შეიძლება დაუფიქრებელი მოქმედებების მიზეზი გახდეს. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისგან, რომელიც სიზუსტეს მოითხოვს. გირჩევთ, საიდუმლოდ შეინახოთ საკუთარი იდეები და გეგმები - შეიძლება არაკეთილმოსურნე ადამიანების ინტრიგებმა წარმატებაში ხელი შეგიშალოთ. გამორიცხული არ არის, რომ საგანგაშო ინფორმაცია მიიღოთ, მაგრამ პრობლემებზე დროული რეაგირება კრიზისის დაძლევაში დაგეხმარებათ. ერიდეთ ხმაურიან წვეულებებს და ალკოჰოლურ სასმელებს.

კირჩხიბი

გირჩევთ, გრძნობების გამოვლენის დროს მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი რეალური ფინანსური მდგომარეობა ძალიან განსხვავდება თქვენივე წარმოდგენებისგან. დღეს შეიძლება პარტნიორებთან და ნათესავებთან ურთიერთობის პრობლემას შეეჯახოთ.

ლომი

სავარაუდოდ, დაძაბული მუშაობა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება, ხოლო სიჯიუტე ან ზედმეტი პირდაპირობა გარშემომყოფებთან ურთიერთობაზე იმოქმედებს. ოჯახური საქმეები ან საყოფაცხოვრებო პრობლემები დიდ დროს წაგართმევენ, თუმცა პლანეტების არახელსაყრელი განლაგების გამო, თქვენი ტიტანური ძალისხმევა და ახლობლების მხარდაჭერაც კი შედეგს ვერ გამოიღებს. უარი თქვით აზარტულ თამაშებზე - იღბალი თქვენ მხარეს არ არის.

ქალწული

სერიოზული პროვოკაციებისა და კონფლიქტების დღეა. მოსალოდნელია ურთიერთობების გარკვევა. წინა დღეების დაღლილობა თავს იჩენს. უკიდურესი სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინეთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში, რათა მათი თავმოყვარეობა არ დააზარალოთ და ეჭვები არ აღძრათ. საღამო სუფთა ჰაერზე დასვენებას ან აგარაკზე მუშაობას დაუთმეთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენების, გართობისა და ბავშვის ჩასახვისთვის. მოსალოდნელია ძველი ვალების დაბრუნება. სასიცოცხლო პოტენციალის ზრდამ შეიძლება თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები გამოიწვიოს. ნებისმიერი კოლექტიური მოქმედება წარმატებული იქნება. თქვენმა კომუნიკაბელურობამ, პიროვნულმა ხიბლმა და არაორდინალურმა მსჯელობამ შეიძლება, მომავალ ფინანსურ წარმატებას საფუძველი ჩაუყაროს.

მორიელი

ყოველმხრივ ხელსაყრელი დღე იქნება, თუკი წინა დღის პრობლემებს წარმატებით გაუმკლავდებით. დროა, ოჯახმა ერთობლივი შვებულება დაგეგმოთ. მოგზაურობა რომანტიკულ შეხვედრებს გპირდებათ, თუმცა სასურველია, ახლო ნათესავებს თქვენი ახალი ურთიერთობის შესახებ არაფერი უამბოთ.

მშვილდოსანი

რთული დღე გელით. ტყუილებმა, პარტნიორულ ურთიერთობებში უწესო მოქცევამ და ეჭვებმა შეიძლება მკვეთრი, დაუფიქრებელი ნაბიჯები გამოიწვიოს. გირჩევთ, თანდაყოლილი ტაქტისა და დიპლომატიური ნიჭის დახმარებით მოსალოდნელი კონფლიქტების თავიდან აცილება სცადოთ. პირად ცხოვრებაში იმედგაცრუება გამორიცხული არ არის.

თხის რქა

სერიოზული პროვოკაციებისა და კონფლიქტების დღეა. მოსალოდნელია ურთიერთობების გარკვევა გარშემო მყოფ ადამიანებთან. ეცადეთ, კრიტიკული შენიშვნები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. ნებისმიერ ურთიოერთობაში სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ, რათა ვიღაცის თავმოყვარეობა არ შელახოთ და ეჭვები არ გამოიწვიოთ.

მერწყული

არახელსაყრელი დღეა სხვადასხვა სახის გარიგების ან მოლაპარაკებისთვის. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ცდუებებს და ილუზიებს ერიდოთ. სასიცოცხლო პოტენციალი დაბალია, ამიტომ თქვენს ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. ხანდაზმულ ადამიანებში მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება, თავის ტკივილი. წინა ღამის სიზმარი შეიძლება ერთი თვის განმავლობაში ახდეს.

თევზი

ეს დღე თანაგრძნობისა და დახმარების სიმბოლოა. სამსახურში ეცადეთ, მიღწეული პოზიციები შეინარჩუნოთ. თავი შეიკავეთ ფინანსური ოპერაციებისა და ყიდვა-გაყიდვისგან. გირჩევთ, ეს დღე ოჯახურ საქმეებს და უფროსი თაობის ნათესავებს დაუთმოთ - მათ თქვენი ზრუნვა და ყურადღება სჭირდებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge