16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
23:27 ორშ. 15 სექტემბერი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს თამამად შეგიძლიათ ძალები საქმიანობის ახალ სფეროში მოსინჯოთ. თუ იგრძნობთ, რომ ეს თქვენი საქმეა, იმოქმედეთ. ძველ მეგობრებთან დაგეგმილი შეხვედრა სასიამოვნო ატმოსფეროში ჩაივლის და დღის განმავლობაში დაგროვილი დაღლილობის მოხსნაში დაგეხმარებათ. ვერძებს ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში ხმამაღალ საუბარსა და უსასრულო პრეტენზიებს მოერიდოთ. თქვენ ეჭვიანობის მიზეზი არასდროს გქონიათ და არც ახლა გაქვთ. უსაფუძვლო ბრალდებებით მხოლოდ საყვარელ ადამიანს გაანაწყენებთ.
კურო
ახალი დღე მიზნის მისაღწევად უამრავ შესაძლებლობას გთავაზობთ. მოიცილეთ ყველაფერი, რაც წინსვლაში ხელს გიშლით. ეს დღეები ხელსაყრელია ისეთი სერიოზული ცვლილებისთვის, როგორიცაა რემონტი ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. სასურველია, რომ საღამოს ახლობლებს, განსაკუთრებით ოჯახის უმცროს წევრებს მეტი დრო დაუთმოთ. თქვენმა მოზღვავებულმა ამბიციებმა და მუდმივად საკუთარი სიმართლის მტკიცებამ შეიძლება სამწუხარო შედეგებამდე მიგიყვანოთ. ეცადეთ, თავის ხელში აყვანა და დროულად გაჩუმება ისწავლოთ, რათა ზედმეტი არაფერი წამოგცდეთ.
ტყუპები
შედეგებმა, რომლებსაც ამ დღეს პროფესიულ საქმიანობაში მიაღწევთ, შეიძლება ყველაზე თამამ მოლოდინებსაც კი გადააჭარბოს. სახლთან დაკავშირებული საქმიანობა შეიძლება თქვენთვის ერთგვარ მედიტაციად იქცეს. ვარსკვლავები გირჩევენ, საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. თუ აგარაკი ან სოფლის სახლი გაქვთ, რამდენიმე დღის იქ გატარება სტრესისა და დაღლილობისგან გათავისუფლებისთვის საუკეთესო საშუალება იქნება.
კირჩხიბი
სასიამოვნო დღის მოლოდინი შესანიშნავ განწყობას გიქმნით. საღამოს ახლობლებთან დაგეგმილი შეხვედრა კიდევ მეტი პოზიტივით გავსებთ, თუმცა ნუ დაივიწყებთ ჩასაფრებული ადამიანების შესახებ, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ თქვენთვის ხაფანგის დაგებას. ამ დღეს ელოდეთ პროვოკაციას ადამიანისგან, რომელიც თქვენ ან თქვენი მეუღლის წარსულს უკავშირდება. ვარსკვლავების რჩევით, ყველაზე კარგი, რასაც ამ სიტუაციაში გააკეთებთ, არაფრის კეთებაა. პროვოკაციაზე საუკეთესო პასუხი მისი უგულებელყოფაა.
ლომი
ეს დღე ყველა შესაძლებლობას გაძლევთ, რომ სირთულეების მიუხედავად, დაგეგმილ საქმეებს წარმატებით გაუმკლავდეთ. დროა, ჩანაფიქრის განხორციელებისთვის თანამოაზრეები იპოვოთ ან დახმარება გავლენიან ადამიანს სთხოვოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ თქვენი შიში უსაფუძვლოა და საჭირო ფინანსურ მხარდაჭერას უპრობლემოდ მიიღებთ. მომავალში ამ ადამიანში არა მხოლოდ გამოცდილ და საიმედო პარტნიორს, არამედ კარგ და ერთგულ მეგობარსაც შეიძენთ.
ქალწული
თუ ადრე ადგებით და არ იზარმაცებთ, ნებისმიერ პრობლემას სწრაფად და მარტივად გადაჭრით. ეცადეთ ეს შესაძლებლობა გონივრულად გამოიყენოთ და იმ საკითხების მოგვარებაზე იზრუნოთ, რომლებისთვისაც ადრე დრო, ენერგია ან სურვილი არ გყოფნიდათ. ელოდეთ ახალ ადამიანებთან შეხვედრებს, რომლებიც შეიძლება თქვენს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩნენ.
ხელსაყრელი დღეა გარეგნობაზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად. თუ დიდი ხანია, ვარცხნილობის ან თმის ფერის შეცვლაზე ოცნებობთ, დროა ოსტატთან ვიზიტზე ჩაეწეროთ.
სასწორი
უმჯობესია მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა სამომავლოდ გადადოთ — ამ დღეს კარგად გააზრებული და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ. შესაძლოა, ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება დასჭირდეს და ეცადეთ იმედი არ გაუცრუოთ. ახლობლებთან ურთიერთობაში უხეშობას და აგრესიულ მოქმედებებს მოერიდეთ. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გასეირნება დაგროვილი დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.
მორიელი
სამყარო ახალ შესაძლებლობებს გთავაზობთ. გირჩევთ, გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში თქვენს ძლიერ მხარეებს ნუ გაამხელთ და ეცადეთ პირდაპირ კითხვებს თავი აარიდოთ. სავარაუდოდ, საღამოს იმ სირთულეების გადაჭრას მიუძღვნით, რომლებიც ახლობელ ადამიანს აწუხებს – თქვენი მხარდაჭერის გარეშე ძალიან გაუჭირდება. ამ დღეს მგზავრობის დროს მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ. თუ შესაძლებელია, გირჩევთ მანქანის მართვაზე უარი თქვით.
მშვილდოსანი
დღის პირველ ნახევარში გაუთვალისწინებელი საქმეები გამოჩნდება, რომლებიც დიდ დროს წაგართმევთ.
თუ ისეთი განცდა გაქვთ, რომ თქვენ წინააღმდეგ რაღაც ცუდი იგეგმება, დიდი ალბათობით, ინტუიცია არ გატყუებთ. შესაძლოა, კონკურენტის ან უბრალოდ, არაკეთილგანწყობილი ადამიანის მიერ დაგებულმა მახემ ბევრი პრობლემა შეგიქმნათ, მაგრამ შეგიძლიათ ეს სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ შემოაბრუნოთ და შექმნილი მდგომარეობიდან ღირსეულად გამოხვიდეთ. ეცადეთ თავშეკავება გამოიჩინოთ, უხეშობას უხეშობით არ უპასუხოთ და არავინ შეურაცხყოთ.
თხის რქა
ამ დღეს შეიძლება სამსახურში დამატებითი პასუხისმგებლობა დაგაკისრონ, რაც უსიამოვნო სიურპრიზი იქნება.
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ არ დათანხმდნეთ გარიგებებს ისეთ ადამიანებთან, რომლებიც დროით და გარემოებებით არ არიან გამოცდილი. მოძებნეთ შესაძლებლობა, რომ ეს საქმეები რამდენიმე დღით გადაიტანოთ და მოსალოდნელი შედეგები კიდევ ერთხელ გაიაზროთ.
მერწყული
თქვენი ცოდნა და უნარები არა მარტო თქვენ, თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც კარგ სამსახურს გაუწევს. მერწყულებო, ზედმეტად ნუ ენდობით ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს, მათ შეუძლიათ თქვენი ინფორმაცია თქვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენონ.
სამუშაოს მიმართ თქვენი მიდგომა ბევრისთვის მაგალითია. პასუხისმგებლობის მქონე და შრომისმოყვარე თანამშრომელი ხართ, თუმცა ეს ფინანსურად სათანადოდ არ ფასდება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დროა, სამუშაო ადგილის შეცვლაზე იფიქროთ.
თევზები
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე სახლში გაატაროთ. ოჯახის წევრებთან ნებისმიერი ერთობლივი საქმიანობა სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. თუ შესაძლებლობა გექნებათ, აუცილებლად ისარგებლეთ აგარაკზე გასვლის შანსით. ოჯახის ერთ-ერთ წევრს შეიძლება პრობლემა შეექმნას, რომლის მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ. არ არის გამორიცხული, რომ საღამოს იმ ადამიანებთან ურთიერთობა მოგიწიოთ, რომლებმაც იმედი გაგიცრუეს და გული გატკინეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან