დღის ჰოროსკოპი

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:39 შაბ. 13 სექტემბერი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

სამწუხაროდ, თქვენს გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებმაც შეიძლება თქვენს საქმეებში ჩარევა და თქვენი დაზარალება სცადონ. ფხიზლად იყავით და ნუ ენდობით იმ ადამიანებს, რომლებშიც ოდესღაც ეჭვი გეპარებოდათ. რჩევისთვის უმჯობესია ძველ, სანდო მეგობრებს მიმართოთ, რომლებიც გასაჭირში არასოდეს მიგატოვებენ. ახალი ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს. ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.

კურო

დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მოერიდოთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც თქვენში ნდობას არ იწვევენ. შესაძლოა, ნეგატიური ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდეთ, რომელიც ნაჩქარევ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანთ, ის კი მომავალში უარყოფით შედეგებს გამოიწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად, ვარსკვლავების რჩევას ნუ უგულებელყოფთ.

ტყუპები

ეს დღე შესაძლებელს გახდის იმას, რაც ცოტა ხნის წინ მიუღწეველი და დაუძლეველი ჩანდა. ახლობელი ადამიანისგან მოსალოდნელია მატერიალური დახმარება. დროს და ენერგიას ტყუილად ნუ გაფანტავთ - ეცადეთ ყურადღება თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილოთ.
სავარაუდოდ, მომხიბვლელ წინადადებას მიიღებთ, მაგრამ იცოდეთ, რომ მოჩვენებითი მიმზიდველობის მიღმა ბევრი პრობლემა იმალება და შეთავაზების მიღების შემთხვევაში მათთან გამკლავება მოგიწევთ.

კირჩხიბი

უკვე იმ ზღვართან ხართ, როცა საკუთარი საქმიანობა უნდა გააანალიზოთ, დასკვნები გამოიტანოთ, გაკვეთილი აითვისოთ და გზა გააგრძელოთ. დროა, ახალი მიზნები დაგეგმოთ. გირჩევთ, ამ საკითხს სერიოზულად მიუდგეთ და საკუთარ თავს ფიქრის დრო მისცეთ. თუ ეჭვებმა შეგაწუხათ, რჩევა ახლობლებს სთხოვეთ – ისინი სიამოვნებით დაგეხმარებიან. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ემოციებმა შეიძლება გონება დაგიბინდოთ. ეცადეთ, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და დაუფიქრებელი ნაბიჯები არ გადადგათ.

ლომი

ამ დღეს მოერიდეთ საქმეს, რომელიც რისკთან ან ავანტიურასთან არის დაკავშირებული. შესაძლოა, ახალი პარტნიორებისგან საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას – თუ ეჭვს ან ყოყმანს იგრძნობთ, ჯობია შეთავაზებაზე უარი თქვათ ან გადაწყვეტილების მიღება სამომავლოდ გადადოთ. ფულთან სიფრთხილე გამოიჩინეთ. დაბრუნებული ხურდა ნელა და ყურადღებით გადათვალეთ, ნივთები და ძვირფასეულობა უყურადღებოდ არ დატოვოთ. ამ დღეს თავი შეიკავეთ ქონებასთან დაკავშირებული გარიგების დადებისგან.

ქალწული

გირჩევთ, ეს დღე მთლიანად საკუთარ თავს, ოჯახსა და საოჯახო საქმეებს დაუთმოთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ შვებულება აიღეთ დაა ცოტა ხნით სამუშაო პრობლემებისგან გათავისუფლდით. დღის მეორე ნახევარი სასურველია, რომ სუფთა ჰაერზე გაატაროთ – ახლა თქვენთვის ახლობლების გარემოცვაში დასვენება აუცილებელია. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. პრობლემების ასაცილებლად, ექიმების რჩევების გათვალისწინება და მავნე ჩვევებზე უარის თქმა მოგიწევთ.

სასწორი

დღეს თქვენთვის სწორი არჩევანის გაკეთება ძნელი იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, ახალი საქმის დაწყებისგან თავი შეიკავოთ, რადგან სასურველი შედეგის მიღება გაგიჭირდებათ. დღის საუკეთესო დასასრული იქნება დიდი ხნის უნახავ ნათესავებთან შეხვედრა. თუ ურთიერთობებში დაძაბულობას ან სიცივეს გრძნობთ, სწორედ ახლაა დრო, რომ თქვენს ურთიერთობაში სიცხადე შეიტანოთ.

მორიელი

ახალი დღე დიდი ხნის ნანატრ მოვლენებს გპირდებათ, რაც მომავალში თქვენი გეგმების განხორციელებით დასრულდება. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნოთ. თუ არაკეთილგანწყობილ ადამიანებთან დაპირისპირება მოგიხდათ, მათი სიტყვები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. ამ დღეს სასურველია, რომ აქტიური ქმედებისგან თავი შეიკავოთ – ინიციატივამ, რომელიც თქვენგან წამოვა, შეიძლება მიმდინარე საქმეებს ავნოს.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილი ხართ და საკუთარი მიღწევები გეამაყებათ. თქვენი იდეები ყურადღებას მიიქცევს და გავლენიანი ადამიანებისგან დადებით შეფასებას მიიღებს, რაც მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. საღამოს შესაძლოა, თავი შეუძლოდ იგრძნოთ და სამუშაოს გაგრძელება ვეღარ შეძლოთ. სანერვიულო არაფერია. უბრალოდ, ძალები სწორად ვერ გაითვალისწინეთ და დასვენების საჭიროებას ძალიან დიდხანს უგულებელჰყოფდით.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა საქმიანი კავშირების დამყარებისთვის. შესაძლოა, იპოვოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ბიზნესპროექტებს დააფინანსებს და მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უფრო თბილი და ნდობით სავსე გახდება. თუ დიდი ხანია, ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადატანას ცდილობთ, უფრო შესაფერის დროს ვერ იპოვით. ეცადეთ, დაგროვილი სტრესი და გაღიზიანება ახლობლებზე არ გადაიტანოთ – ისინი ამას არ იმსახურებენ.

მერწყული

ემოციური მდგომარეობა მიმდინარე მოვლენების გონივრულად შეფასებაში ხელს გიშლით — შესაძლებელია, შეცდომა დაუშვათ ან არასწორი დასკვნები გამოიტანოთ, რაც სავალალო შედეგამდე მიგიყვანთ. ეცადეთ, სიბრძნე და თავშეკავება გამოიჩინოთ, რათა არსებული ვითარება არ გაამწვავოთ. ნუ დათანხმდებით ახალ პროექტებს მანამდე, სანამ დაწყებულ საქმეებს არ დაასრულებთ. ამ დღეს ნათესავებთან მტკივნეული თემების განხილვას მოერიდეთ - მცირე კამათი შეიძლება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს.

თევზები

სავარაუდოდ, ეს დღე მშვიდად, მოსაწყენადაც კი ჩაივლის. გამორიცხული არ არის, რომ ხელმძღვანელობას შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით თქვენთან კითხვები გაუჩნდეს, თუმცა თქვენი არგუმენტები საკმაოდ დამაჯერებელია და ვერსიების ადგილს არ ტოვებს. შეეცადეთ ფული ეკონომიურად ხარჯოთ, რადგან უახლოეს ხანებში გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სასარგებლოა თუ არა? — 5 მითი გაყინუ...

5 მითი გაყინულ პროდუქტებზე

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge