სასარგებლოა თუ არა? — 5 მითი გაყინულ პროდუქტებზე
18:00 შაბ. 13 სექტემბერი

ჩვენ გიამბობთ 5 პოპულარულ მითს გაყინულ პროდუქტებზე და თავად გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა ზამთღისთის ხილისა და ბოსტნეულის გაყინვა...
მითი 1: ახალი ბოსტნეული და ხილი ყოველთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე გაყინული
დაახლოებით 20–30 წლის წინ, როცა ხილი და ბოსტნეული მხოლოდ სეზონური პროდუქტი იყო, ეს მოსაზრება სწორად მიიჩნეოდა. ახლა კი მაღაზიებში არჩევანი წელიწადის ყველა დროს თითქმის ერთნაირია. გასაყინი ხილი და ბოსტნეული სეზონზე იკრიფება, როცა მათში ვიტამინების მაქსიმალური კონცენტრაციაა. გაყინვის დროს სასარგებლო ნივთიერებების უმეტესობა შენარჩუნებულია, ამიტომ რომელ პროდუქტში უფრო მეტი ვიტამინია - ზაფხულში გაყინულში თუ ზამთარში ნაყიდში, რთული სათქმელია.
მითი 2: გაყინვა ხილსა და ბოსტნეულს აწყალებს
ეს გაყინვის მეთოდზეა დამოკიდებულია:
თუ კენკრას, ხილსა და ბოსტნეულს საყინულეში ეტაპობრივად ყინავთ ან ხელმეორედ ყინავთ, შეიძლება გადნობის შემდეგ მართლაც გაწყალდნენ, მაგრამ შოკური გაყინვისას საპირისპირო შედეგია — ძალიან დაბალი ტემპერატურა ხილში ან ბოსტნეულში შემავალ წყალს საშუალებას არ აძლევს ყინულის დიდ კრისტალებად გადაიქცეს, რის გამოც უჯრედების გარსები უცვლელი რჩება.
თუმცა აქ ერთი ნიუანსია: ბოსტნეული და ხილი, რომლებსაც წყლის მაღალი შემცველობა აქვთ, შოკურ გაყინვას ცუდად იტანენ. ესენია: ყაბაყი, კიტრი, ბოლოკი და სალათის ფოთოლი.
მითი 3: გაყინვა ვიტამინებს კლავს
ერთდროულად, კიც და არაც. ვიტამინები ძალიან არამდგრადი ნივთიერებებია. მათი მაქსიმალური რაოდენობა კარგად დამწიფებულ ნაყოფშია, რომელსაც ის მოკრეფიდან გარკვეული დროის შემდეგ კარგავს.
მაგალითად, ვიტამინი C ნაყოფის მოკრეფიდან სამი საათის შემდეგვე იწყებს დაშლას. სწრაფი გაყინვა კი ამ პროცესს აჩერებს და სასარგებლო ნივთიერებებს ხილსა და ბოსტნეულში ინარჩუნებს!
კვლევები აჩვენებს, რომ ვიტამინები C, B2, E, აგრეთვე კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, სპილენძი, რკინა და ბოჭკოები გაყინულ ბოსტნეულში მეტია, ვიდრე ახალში. მაგრამ ფოლიუმის მჟავა გაყინვას ცუდად იტანს.
მითი 4: გაყინულ პროდუქტებში კონსერვანტებს ამატებენ
სიცივე ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი კონსერვანტია. სწრაფი გაყინვისთვის ხილსა და ბოსტნეულს რეცხავენ, აშრობენ და ყინავენ. პროდუქტის ტემპერატურა რამდენიმე წამში –35–40 °C-მდე ეცემა.
სხვათა შორის, ხილს შოკურ გაყინვამდე ასკორბინის მჟავის ხსნარითაც ამუშავებენ, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს სასარგებლო ნივთიერებების შენარჩუნებას.
მითი 5: გაყინული პროდუქტების შენახვის ვადა უსასრულოა
ეს კი ნამდვილად მითია.
თუ ყველა პირობა დაცულია, გაყინული ბოსტნეული, ხილი და კენკრა შეიძლება -18 °C ტემპერატურაზე ერთ წლამდე ინახებოდეს. სასურველია, პროდუქტები საყინულის უკანა კედელთან მოათავსოთ, რათა კარის გახსნისას ყინულის კრისტალები არ წარმოიქმნეს, რომელიც კენკრის უჯრედის გარსებს აზიანებს. შედეგად პროდუქტში სასარგებლო ნივთიერებები მცირდება.
ესეც დაგაინტერესებთ:
ხილი და ბოსტნეული ზამთრისთვის - გაყინვის წესი
ჟოლოს გაყინვა - 4 ოქროს წესი დიასახლისებისთვის
მწვანილის შენახვა ზამთრისთვის - გაყინვა, გაშრობა, დამარილება
სიახლეები ამავე კატეგორიიდან