დღის ჰოროსკოპი

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:56 სამ. 17 მაისი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

გირჩევთ თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების უსაფრთხოებაზე იზრუნოთ, რადგან ამ დღეს ტრავმისა და უბედური შემთხვევების რისკი იზრდება. შრომისმოყვარეობისა გამოცდილების წყალობით ერთდროულად რამდენიმე საქმის დაწყებას და და თითოეულის ბოლომდე მიყვანას შეძლებთ. გაუთვალისწინებელ შემთხვევას შეიძლება, ოჯახში სერიოზული კონფლიქტები მოჰყვეს.

კურო

ამ დღეს ნებისმიერი ფიზიკური აქტივობით ისიამოვნებთ – ეს დაგროვილი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები შეგახსენებთ, რომ დროა, დიდი ხნის უნახავი ახლობლები მოინახულოთ. შემოქმედებითი პროფესიის კუროებს წარმატება ელით.

ტყუპები

ამ დღეს პრობლემა, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, განსაკუთრებით გამწვავდება. გირჩევთ საღამოს სილამაზის სალონში ვიზიტი და იმიჯის შეცვლა დაგეგმოთ. სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები ჰარმონიული და სასიამოვნოა.

კირჩხიბი

არახელსაყრელი დღეა სახელმწიფო და სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობისთვის. საინტერესო ბიზნეს-წინადადება ან დიდი ხნის საქმიან პარტნიორთან შეხვედრა გელით. თუ გსურთ წარმატებას მიაღწიოთ შესაფერისი დროის შერჩევა და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნება უნდა შეძლოთ. თუ სახლში ბავშვები გყავთ, გირჩევთ საღამოს ახალი სათამაშოთი ან საინტერესო წიგნით გაახაროთ.

ლომი

თავს შესანიშნავად გრძნობთ და ოპტიმიზმით სავსე ხართ, მაგრამ სიფრთხილე და გონიერება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკარგოთ. გირჩევთ ასაკით ან თანამდებობით უფროს ადამიანებთან ურთიერთობისას ტაქტისა და ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ. დღის ბოლოს ვითარება მოულოდნელად შეიცვლება. ფრთხილად იყავით – სიტუაცია შეიძლება უკონტროლო გახდეს.

ქალწული

ამ დღეს განსაკუთრებული სიბრძნე და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. . ბევრი გადაუდებელი საქმე გელით, მაგრამ საეჭვოა, რომ ამან სარგებელი მოგიტანოთ. გირჩევთ ამ დღისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები არ დაგეგმოთ.

სასწორი

შესაძლოა, ვიღაცამ ვალი დაიბრუნოთ ან ძვირფასი საჩუქარი მოგიძღვნათ. ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ პირადი ამბიციები გარშემომყოფების სურვილებთან შეათანხმოთ. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შეიძლება ზოგიერთ ნაცნობთან დამოკიდებულების შეცვლა მოგიწიოთ. გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შესაძლოა, ოჯახში დიდი კონფლიქტი გამოიწვიოს.

მორიელი

ეცადეთ, საკუთარი ილუზიების ტყვედ არ იქცეთ და თავი არ მოიტყუოთ. ამ დღის მთავარი ამოცანაა შემოსავლების განაწილება და გადასახადების დროულად გადახდა. დღეს ძველი პრობლემის გადაჭრის საინტერესო გზას იპოვით. ერთგული მეგობრის რჩევა ძალიან დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ნებისმიერი შენიშვნა გაღიზიანებთ, მაგრამ ეცადეთ კონფლიქტამდე საქმე არ მიიყვანოთ. სამსახურში ნაყოფიერი დღე გელით. სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები წარმატებით განვითარდება.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი რთული საქმის დაწყებისთვის. გირჩევთ სასიყვარულო პაემანი რამდენიმე დღით გადადოთ, რადგან ამჟამად თქვენს შორის ურთიერთგაგება არ არსებობს. იზრდება ნერვიულობის გამო ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა, ამიტომ ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ.

მერწყული

ეს დღე სასიყვარულო განცდებს, იმედგაცრუებას და ინტრიგებს უკავშირდება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სერიოზული სირთულეები გელით, მაგრამ ეცადეთ, საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია - შეგიძლიათ საკუთარი საქმეები მშვიდად აკეთოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა კოლეგებთან და ნათესავებთან ურთიერთობისთვის. ოჯახში დაძაბული ატმოსფერო გაიძულებთ, საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ. ამ დღეს საქმიანი მოლაპარაკებები არ დაგეგმოთ, თორემ იმედგაცრუება გელით.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge