2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
23:26 პარ. 1 აპრილი, 2022 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
დღეს ბიზნესში ცვლილებებისა და სიახლეების დღეა. დადგა დრო, რომ დაეხმაროთ ადამიანს, ვინც პრობლემებთან მარტო დაგტოვათ. თუ მეგობრებთან ერთად გართობას გეგმავთ, გირჩევთ საყვარელი ადამიანი სახლში დატოვოთ - შესაძლოა, მასა და თქვენთვის ძვირფას ადამიანებს შორის გაუგებრობა მოხდეს. ბევრი ვერძი ამ საღამოს სიყვარულსა და გართობას დაუთმობს.
კურო
ამ დღეს ენერგიით სავსე ხართ და არც მოტივაცია გაკლიათ, ამიტომ კონკურენტებს უკან ჩამოიტოვებთ. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. შესაძლოა ახლობელმა ადამიანმა მომგებიანი საქმე შემოგთავაზოთ და უარი არ უნდა თქვათ.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული ტყუპებისთვის. თუ არ იზარმაცებთ, შესანიშნავ შედეგს მიიღებთ და უფროსის ქებას დაიმსახურებთ. დაეხმარეთ ახლობელ ადამიანს და ერთგულ მეგობარს შეიძენთ.
კირჩხიბი
ამ დეღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.. კონფლიქტის დროს თქვენი მხრიდან მოჩხუბარი მხარეების შერიგების მცდელობა მხოლოდ ცეცხლზე ნავთს დაასხამს. იზრდება საკვებით მოწამვლის, ტრავმის ან საგზაო შემთხვევების რისკი.
ლომი
სავარაუდოდ, მხიარული წვეულება გელით, სადაც ყურადღების ცენტრში მოხვდებით. შესაძლოა, გაუთვალისწინებელმა ხარჯებმა ფინანსური სირთულეები შეგიქმნათ, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება.
ქალწული
ამ დღეს აქტიური და ხალისიანი ხართ და ყველაფერი ადვილად გამოგდით. არ არის გამორიცხული, რომ საყვარელი ადამიანის მოქმედებით იმედგაცრუებული დარჩეთ. თუ გყავთ მეგობარი, ვისთანაც რაიმე მიზეზით იჩხუბეთ და დიდი ხანია არ გინახავთ, სტუმრად მოიწვიეთ - მშვიდობის დამყარების დროა. ნუ მოდუნდებით - წინ კიდევ ბევრი საქმე გელით.
სასწორი
ეს საღამო ოჯახურ ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. რთულ დროს შეგიძლიათ, საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ. უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ, თუმცა ის თქვენთვის სასარგებლო შედეგით დასრულდება. ეცადეთ, საღამო სიყვარულსა და გართობას დაუთმოთ.
მორიელი
გირჩევთ, მეტი მოთმინება გამოიჩინოთ, რათა ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. ნუ ინერვიულებთ, თორემ ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნებათ. სასურველია, მენიუდან მარილიანი და ცხარე საკვები გამორიცხოთ.
მშვილდოსანი
შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად დასვენებისა და სპორტისთვის. შესაძლოა, ვიღაცამ ძველი ვალის დაბრუნება ან პირობის შესრულება მოგთხოვოთ. ეცადეთ, კრედიტები დროულად დაფაროთ. მით უმეტეს, რომ ფინანსურ სირთულეებს მალე წარმატება შეცვლის.
თხის რქა
ხელსაყრელი დღეა პროფილაქტიკური მკურნალობისთვის. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ დღეს გელით, უემოციოდ მიიღოთ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და ნურავის ნურაფერს დაჰპირდებით.
მერწყული
ეცადედ, სამსახურში შეცდომები არ დაუშვათ, თორემ ვიღაცას ძალიან გააბრაზებთ. შესაძლებელია გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენი ცხოვრების მეგზური გახდება. მზად იყავით ხანმოკლე ფინანსური პრობლემებისთვის და ეცადეთ ფული ეკონომიურად ხარჯოთ.
თევზები
გამორიცხული არ არის, რომ ეს დღე კონფლიქტით დაიწყოს. ეცადეთ, კომპრომისი იპოვოთ, რათა ვითარება განიმუხტოს. სამსახურში ძალიან ფრთხილად უნდა იმუშაოთ, რომ შეცდომები არ დაუშვათ. არახელსაყრელი დღეა სასიყვარულო ურთიერთობისა და სექსისთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან