20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
22:30 შაბ. 19 აპრილი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს უახლოეს ადამიანსაც კი არაფერს დაჰპირდეთ, რადგან პირობის შესრულება გაგიჭირდებათ – უახლოეს ადამიანებისთვისაც კი. ასეთი დაპირებები. უმჯობესია გულწრფელი იყოთ და თუ დახმარებისთვის მზად არ ხართ, ამის შესახებ პირდაპირ თქვათ. ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში აიღეთ, თუ მის ხარისხიანად შესრულებას ნამდვილად შეძლებთ. ზედმეტი ინიციატივა არავითარ სარგებელს არ მოგიტანთ.
კურო
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს შორეულ მოგზაურობას მოერიდოთ, რადგან ეს მხოლოდ უარყოფით ემოციებს მოგიტანთ. ნუ შეგეშინდებათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების – რისკი ღირსეული და გაბედული ნაბიჯია. იდეებმა, რომლებზეც ბოლო დროს ბევრს ფიქრობთ, შეიძლება სწრაფი და მნიშვნელოვანი შედეგები მოგიტანოთ.
ტყუპები
ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას და სულიერ განვითარებას. სასურველია, რომ უახლოეს დღეებში დაბალანსებული დიეტა და ფიზიკური ვარჯიშები დაიწყოთ. გახსოვდეთ, რომ კვებაში ექსპერიმენტებმა შეიძლება ჯანმრთელობა დაგიზიანოთ. საოჯახო საქმეები ამ დღის მნიშვნელოვან ნაწილს წაგართმევთ და იძულებული იქნებით, გეგმები შეცვალოთ ან დამატებითი პასუხისმგებლობა აიღოთ.
კირჩხიბი
უარყოფითი ემოციები და დაღლილობა, რომელსაც ბოლო დროს ხშირად გრძნობთ, შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე აისახოს. თავს გაუფრთხილდით, რადგან მუდმივი შფოთვა და ემოციური გადატვირთვა გულთან დაკავშირებულ ან ნაწლავურ პრობლემებს გამოიწვევს. ეცადეთ ურთიერთობებში თავშეკავებული და მშვიდი იყოთ. მოერიდეთ ბავშვებთან უხეშად საუბარს.
ლომი
დღევანდელი დღე წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგიტანთ, თუ ფრთხილად იმოქმედებთ და საკუთარ გეგმებს ოჯახის წევრებთან შეათანხმებთ. მოერიდეთ საეჭვო გადაწყვეტილებების მიღებას – უმჯობესია რესურსები მხოლოდ სანდო პროექტებში ჩადოთ. მონანიების, მორალური განწმენდისა და ინფორმაციის მიღების დღეა, რომელიც სამოქმედო გეგმების შედგენისთვის უნდა გამოიყენოთ.
ქალწული
ამ დღეს ყველა საქმე და წამოწყება წარმატებას მოგიტანთ. მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ შეგაჩერებთ. ეცადეთ, საკუთარი ნაკლოვანებების მიმართ უფრო კრიტიკული იყოთ და პარტნიორს ნაკლები პრეტენზიები წამოუყენოთ. ამ დღეს ბევრი საკითხი თავისთავად, თქვენი ძალისხმევის გარეშე მოგვარდება. ფინანსური პრობლემები, რომლებიც ბოლო დროს თქვენ და თქვენს ახლობლებს აწუხებს, წარმატებით გადაიჭრება.
სასწორი
ეცადეთ, ნებისმიერ დავაში საკუთარი ინტერესები დაიცვათ და ნებისყოფა გამოიჩინოთ. არახელსაყრელი დღეა ამბიციური გეგმების განხორციელებისთვის, რადგან წარმატების მიღწევა გაგიჭირდებათ. ნუ ენდობით უცხო ადამიანის რჩევებს. საკუთარ ჯანმრთელობას და ემოციურ მდგომარეობას მეტი ყურადღება მიაქციეთ. ეს დღე გაძლევთ შანსს, რომ სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ ან ისწავლოთ ის, რაც მალე გამოგადგებათ.
მორიელი
დროა, წარსულის დარდს და საზრუნავს დაემშვიდობოთ და მთელი ყურადღება ოჯახური პრობლემების მოგვარებაზე გადაიტანოთ. გამორიცხული არ არის, რომ დღეს მათი გადაჭრის საშუალება აღმოაჩინოთ. მოთმინებით და პოზიტიური განწყობით ყველა სირთულეს დაძლევთ. უსმინეთ ინტუიციას – ის დღეს არ გიღალატებთ.
მშვილდოსანი
იღბლიანი დღეა, თუმცა საბოლოო შედეგი თქვენს ყურადღებაზე და გააზრებულ არჩევანზეა დამოკიდებული. მოერიდეთ საეჭვო ინიციატივებს და ენერგია მხოლოდ სანდო პროექტებში ჩადეთ. თავი შეიკავეთ სიურპრიზებისგან – საყვარელმა ადამიანმა შეიძლება თქვენი საჩუქარი არასწორად გაიგოს და დიდი სკანდალი მოაწყოს.
თხის რქა
ცვლილებები თან გსურთ, თან მათი გეშინიათ. უსმინეთ საკუთარ თავს და ინტუიციას და ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებთ. სანამ ახალ ეტაპს დაიწყებთ, საჭიროა ძველთან გამომშვიდობება. წარუმატებელი ურთიერთობები, ემოციები და პრობლემები წარსულში დატოვეთ და გზა ახალსა და უკეთეს გაუხსენით. ახალი ვალდებულების აღებამდე კარგად უნდა დაფიქრდეთ. მისი შესრულება უფრო რთული იქნება, ვიდრე ვარაუდობთ.
მერწყული
დროა, თქვენი ცხოვრებისეული პრიორიტეტები განსაზღვროთ და აქტიური მოქმედება დაიწყოთ. ძალიან მალე მიხვდებით, რომ თქვენი ოცნება სულ ახლოსაა. შესაძლოა, თქვენ გარშემო არაკეთილგანწყობილი ადამიანები გამოჩნდნენ – ეცადეთ, კონფლიქტები თავიდან აირიდოთ და ახალი მტრები არ შეიძინოთ. დღის ბოლომდე არაერთი რთული საკითხის გადაჭრას შეძლებთ, რომელიც თქვენ და თქვენს ახლობლებს გაწუხებთ. თქვენი წარმატებები გარშემომყოფებისგან პატივისცემას იმსახურებს.
თევზები
ამ დღეს თქვენი ყოველი მოქმედება კარგად უნდა გაიაზროთ. ეცადეთ, სრულიად ახალი და უცნობი საქმით დაკავდეთ, რომელიც შეიძლება მალე დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცეს. თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სირთულეები გაჩნდა, ეცადეთ, დათმობაზე წასვლით ვითარება გამოასწოროთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან