დღის ჰოროსკოპი

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

funtime

21:01 სამ. 20 აპრილი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

უკიდურესად ცუდი დღეა. ვარსკვლავების არახელსაყრელი განლაგების გამო, სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია, რამაც შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. ეს განსაკუთრებით მამაკაცებს ეხებათ. შესაძლოა, თავისა და სახსრების ტკივილმა და ქრონიკული დაავადებების გამწვავებამ შეგაწუხოთ. ბიზნესში ან აზარტულ თამაშებში წარმატების იმედი ნუ გექნებათ - თქვენი ძალისხმევა უშედეგო იქნება. გირჩევთ ფინანსები დაზოგოთ - წინ გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით.

კურო

რთული დღეა. პროფესიული საქმიანობის სფეროში ფინანსური ზარალის ან წარუმატებლობის ალბათობა ძალიან მაღალია. მოსალოდნელია ასტრალური ნისლი, ილუზია და მოტყუება. დაძაბული შრომა, გააზრებული გადაწყვეტილებები და საფრთხე პრობლემების გადალახვაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ და ცდუნებებს არ აჰყვეთ. ერიდეთ მღვრიე წყალს და ბნელ ოთახებს. სიზმრები შეიძლება წინასწარმეტყველური იყოს.

ტყუპები

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა, რომელიც სიცრუეს, ცილისწამებას და დევნას უკავშირდება. მერკურის რეგრესული მოძრაობა ფინანსურ ზარალზე ან პროფესიულ საქმიანობაში პრობლემებზე მიანიშნებს. გამორიცხული არ არის, რომ ფარულმა მტრებმა მახე დაგიგონ. გაითვალისწინეთ, როიმ ცდუნებების აყოლა ოჯახურ ურთიერთობებს გაართულებს და ან იმედგაცრუებას მოგიტანთ. ეცადეთ, ამ დღეს შეხვედრები არ დანიშნოთ და არავისთან იჩხუბოთ.

კირჩხიბი

ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობა ამ დღის მთავარი ამოცანაა. სავარაუდოდ, სხვადასხვა ბიზნესოპერაციაში წარმატება გელით. შეიძლება საინტერესო ბიზნესშეთავაზება მიიღოთ, რომელზეც უარი არ უნდა თქვათ. ვარსკვლავები ასევე გირჩევენ, დროებითი სირთულეების გამო, სამსახურის შეცვლაზე უარი თქვათ. მალე ყველაფერი კარგად იქნება. თქვენი სიმტკიცე და წინდახედულობა მტრებსაც კი გააკვირვებს.

ლომი

რთული დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება, რამაც შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. თუ ამ დღეს მივლინებაში წასვლა შემოგთავაზეს, უარი თქვით - გამორიცხული არ არის ავარია ან ფინანსური ზარალი. ბიზნესში პროგრესი შეიძლება გადაულახავმა დაბრკოლებებმა შეაჩეროს. საერთო ინტერესებისთვის შეიძლება მსხვერპლის გაღება დაგჭირდეთ.

ქალწული

უკიდურესად ნეგატიური დღეა, რომელიც სიცრუეს, ცილისწამებას და დევნას უკავშირდება. ახალი საქმის დაწყებისგან თავის შეკავება ჯობს. ახლა ამისთვის არახელსაყრელი დროა. პლანეტები გირჩევენ, რომ მოვლენათა მსვლელობას ხელი არ შეუშალოთ. თუ ასე მოიქცევით, უსიამოვნებების უმეტესობა თავისთავად გაქრება. ეცადეთ, ფინანსური რეზერვი შექმნათ - ის მალე დაგჭირდებათ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა, რომელიც სიცოცხლისუნარიანობის, შემოქმედებითი პოტენციალის და ინტუიციის ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. ალბათ დღეს შეძლებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც ამ დრომდე გადაულახავი ჩანდა.

მორიელი

საშიში დღეა, რომელიც ტრავმებთან, ავადმყოფობასთან და დანაკარგებთან ასოცირდება. თქვენი ხსნა მხოლოდ სწრაფი რეაქცია, გამჭრიახობა და სიფრთხილე იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, სხვისი გავლენის ქვეშ მოექცეთ და საშიში ადამიანის ნებას დაემორჩილოთ. გამორიცხული არ არის, რომ მზაკვრული საქციელი ჩაიდინოთ. ზედმეტი არ მოინდომოთ, თორემ საპირისპირო შედეგს მიიღებთ.

მშვილდოსანი

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა, რომელიც ტყუილებს, ცილისწამებას და ილუზიებს უკავშირდება. საკუთარი სისუსტეების აყოლამ და მოსალოდნელი შედეგების უგულებელყოფამ შეიძლება, ოჯახური ურთიერთობები გაართულოს ან პარტნიორთან მწვავე კონფლიქტი გამოიწვიოს. გირჩევთ ამ დღეს მეგობრებთან შეხვედრა არ დანიშნოთ და არავისთან იკამათოთ.

თხის რქა

სამწუხაროდ, ამ დღეს მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც თქვენ გსურდათ. პლანეტებს გირჩევენ, რომ მოვლენების მსვლელობაში არ ჩაერიოთ - უსიამოვნებების უმეტესობა თავისით გაქრება.

მერწყული

ამ დღეს ეცადეთ, ძველი საქმეები დაასრულოთ და ნათესავებთან ძველ დავას ბოლო მოუღოთ, განსაკუთრებით თუ ეს მემკვიდრეობასა და უძრავ ქონებას ეხება. სავარაუდოდ, უხეშობას და გაუგებრობას შეეჯახებით. გამორიცხული არ არის, რომ მცირე კამათი დიდ სკანდალში გადაიზარდოს და ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს.

თევზები

ყველა თვალსაზრისით, ხელსაყრელი დღეა. თქვენს უახლოეს გარემოცვაში ან ფინანსურ სფეროში შეიძლება მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს. ადამიანი, რომელიც თქვენ გვერდითაა, აუხსნელი შფოთისგან გათავისუფლებაში და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში დაგეხმარებათ.სასურველია, კვირის ბოლოს შვებულების აღებაზე იფიქროთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge