დღის ჰოროსკოპი

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

funtime

22:13 სამ. 21 სექტემბერი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

კრიტიკული დღეა. ეცადეთ, სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ - გადაღლამ, გაღიზიანებამ და დეპრესიამ შეიძლება ოჯახში უკმაყოფილება და დაპირისპირება გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სამუშაოს მოცულობა გაიზარდა, ფინანსური მდგომარეობა იგივე დარჩება. მოსალოდნელია სიტუაცია, რომელიც გაიძულებთ საერთო საქმისთვის სინდისთან გარიგებაზე წახვიდეთ.

კურო

სავარაუდოდ, ფინანსური პროექტები ისე არ განხორციელდება, როგორც გეგმავდით. სავარაუდოდ, შემთხვევითი ტრავმა ან ავადმყოფობა გეგმის შესრულებაში ხელს შეგიშლით. უახლოეს ხანებში უსიამოვნო მოვლენები ან სიახლეები გელით, თუმცა ნეგატიური ტენდენციები დიდხანს არ გაგრძელდება. მალე ღრუბლები გაიფანტება და ისევ მზე გამოანათებს.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა. იზრდება თქვენი სულიერი, შემოქმედებითი და სექსუალური შესაძლებლობები. სავარაუდოდ, გეგმებში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოგიწევთ. ფრთხილად იყავით - დაზიანებამ ან ავადმყოფობამ შეიძლება, საქმის დასრულებაში ხელი შეგიშალოთ. ეცადეთ, პარტნიორებთან ურთიერთობისას მეტი ტაქტი და თავშეკავება გამოიჩინოთ. საღამოს სასიამოვნო მოვლენები და სიახლეები გელით.

კირჩხიბი

რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. გარეგნულად შეიძლება ყველაფერი უცვლელი და წარმატებულიც კი ჩანდეს, მაგრამ შინაგანი დაძაბულობა და ცუდი წინათგრძნობა მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას. უახლოეს ხანებში უსიამოვნო მოვლენები და სიახლეები გელით.

ლომი

მეწარმე და ბიზნესმენ ლომებს კარგი დღე ელით. ვარსკვლავები ნებისმიერ თუნდაც ყველაზე სარისკო საქმეებშიც კი წარმატებას გპირდებიან. მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ. გარკვეულმა ქაოსმა და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების აუცილებლობამ შეიძლება წონასწორობიდან გამოგიყვანოთ, ამიტომ გირჩევთ, დახმარება მეგობრებსა ან პარტნიორებს სთხოვოთ.

ქალწული

კრიტიკული დღეა. შეიძლება, სიტუაციამ გაიძულოთ, რომ საერთო საქმის წარმატებისთვის სინდისთან კომპრომისზე წახვიდეთ. გაითვალისწინეთ, რომ ახლა ხელმძღვანელობასთან კამათი და დაპირისპირება, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ ეცადეთ, თავმდაბალი ხელქვეითის როლი მოირგოთ. თუ პრობლემებს გაუმკლავდით, თქვენი ავტორიტეტი შესამჩნევად გაძლიერდება.

სასწორი

ამ დღეს წარმატებას იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ თანამოაზრეებს იპოვით და თქვენს პროექტებსა და გეგმებში ჩართავთ. პლანეტების კეთილგანწყობა საშუალებას მოგცემთ, რომ საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ.

მორიელი

პროვოკაციების, ცდუნებებისა და ტყუილების დღეა. შეგრძნებები ინტენსიურია, განწყობა - ცვალებადი. ეცადეთ, საკუთარ პრინციპებს და შეხედულებებს არ უღალატოთ.

მშვილდოსანი

სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა მოგიწევთ. არ არის გამორიცხული,შემთხვევითი ტრავმა ან ავადმყოფობა, რომელმაც შეიძლება ვალდებულებების შესრულებაში ხელი შეგიშალოთ. გირჩევთ, უკიდურესი სიფრთხილე გამოიჩინოთ ჯანმრთელობის მხრივ და პარტნიორებთან ურთიერთობისას.

თხის რქა

საქმეში წარმატება ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება და კარიერულ წინსვლასაც ხელს შეუწყობს. ეცადეთ, ნებისმიერ საკითხში საღი აზრით და ინტუიციით იხელმძღვანელოთ. ნუ აჰყვებით ემოციებს, რომლებმაც შეიძლება, პრაქტიკული აზროვნება დაგავიწყოთ და ფინანსური ზარალი გამოიწვიოს.

მერწყული

ამ დღეს სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. შემოქმედებითმა იმპულსმა და შთაგონებამ შეიძლება, ახალ, აქამდე მიუწვდომელ სიმაღლეებამდე აგიყვანოთ. ხელსაყრელი დღეა გუნდური მუშაობისა და ურთიერთობებისთვის. ამ დღეს პრობლემების მოგვარებას ძველი, კარგად გამოცდილი მეგობრების დახმარებით შეძლებთ.

თევზები

არახელსაყრელი დღე ცხოვრების რეორგანიზაციის, საცხოვრებლის ადგილის შეცვლისა და რემონტისთვის. მოსალოდნელია ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები. შესაძლებელია, არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, რაც ისედაც არასტაბილურ ფინანსურ მდგომარეობას უფრო გააუარესებს. ერიდეთ გადაღლას და გაციებას.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge