დღის ჰოროსკოპი

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:05 ხუთ. 2 დეკემბერი, 2021 წელი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მოზღვავებული ენერგია დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. გაითვალისწინეთ, რომ კონფლიქტური მხარეების შერიგების მცდელობით არაფერი გამოგივათ და ცეცხლზე ნავთს დაასხამთ. ამ დღეს დაგეგმილი შეხვედრები თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუქმდება. სასიყვარულო და ოჯახურ ურთიერთობებში წარმატება გელით.

კურო

ეს დღე საყვარელ ადამიანთან დაკავშირებულ შფოთვას და ნერვიულობას უკავშირდება. სურვილის მიუხედავად, უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ. გირჩევთ, საღამოს ბავშვები ახალი სათამაშოთი ან საინტერესო წიგნით გაახაროთ.

ტყუპები

კოლეგებთან, მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. შესაძლოა, საყვარელი ადამიანის მოქმედებებით იმედგაცრუებული დარჩეთ. სამაგიეროდ, პარტნიორთან დიდი ხნის ნანატრ შეთანხმებას მიაღწევთ და სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებთ. ამ დღეს პლანეტების გავლენა ნეიტრალურია - შეგიძლიათ, საკუთარი საქმეები მშვიდად აკეთოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს სამსახურში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან შეიძლება, უმცირესმა შეცდომამ სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. რთულ დროს შეგიძლიათ, თქვენი მეორე ნახევრის დახმარების იმედი გქონდეთ. სავარაუდოდ, სწორედ მისი ახლობლები რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართავენ. გირჩევთ, ამ დღეს საქმიანი შეხვედრა არ დაგეგმოთ.

ლომი

სიახლეებისა და ცვლილებების დღეა. ეცადეთ ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდე შეინარჩუნოთ და არ ინერვიულოთ, თორემ სამწუხარო შედეგს თავიდან ვერ აიცილებთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემები, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს. მოულოდნელმა სიახლემ შეიძლება ოჯახში სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს.

ქალწული

პლანეტების განლაგება დაწყებული საქმეების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ ძველი ვალის დაბრუნება ან ძველი ვალდებულებების შესრულება მოგთხოვოთ. დიდი ხნის უნახავი მეგობრების სტუმრობა დადებითი ენერგიით აგავსებთ. განსაკუთრებით ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული სასწორებისთვის. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება, რომელიც დღეს გელით, მშვიდად მიიღოთ. თუ ამ დღეს საქმიანი შეთავაზება მიიღეთ, უარი არ უნდა თქვათ. სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები წარმატებით განვითარდება.

მორიელი

ამ დღეს მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. სამსახურის შეცვლის მცდელობა წარმატებით დასრულდება და შესაძლოა, ახალი, თამამი პროექტით საზოგადოება გააოცოთ. თუ სახლში ბავშვები გყავთ, გირჩევთ, ახალი სათამაშოთი ან საინტერესო წიგნით გაახაროთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ნებისმიერი შეკრების სული და გული ხართ. ბიზნესსაქმიანობის დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ელემენტარულმა შეცდომამ შეიძლება, დიდი ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. სანამ შეთავაზებაზე დათანხმდებით, ეცადეთ, მოსალოდნელი შედეგები გათვალოთ. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია - შეგიძლიათ საქმე მშვიდად და აუღელვებლად აკეთოს.

თხის რქა

ამ დღეს უჩვეულოდ ენერგიული და აქტიური ხართ და ყველაზე რთულ საქმეებსაც ადვილად უმკლავდებით. ეცადეთ, ახლობელ ადამიანებთან ბოლომდე გულწრფელი იყოთ - ტყუილებით მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებთ. შესაფერისი დროა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევისთვის. ამ დღეს საქმიანი შეხვედრა არ უნდა დაგეგმოთ.

მერწყული

ეს დღე თქვენს ქორწინებას უფრო ჰარმონიულს გახდის. არ არის გამორიცხული არასასურველი ამბები ან გარემოებათა არახელსაყრელი დამთხვევა. ენერგიულობა საშუალებას გაძლევთ, რომ რამდენიმე საქმე ერთდროულად აკეთოთ და თითოეული წარმატებით დაასრულოთ. მოულოდნელმა მოვლენამ შეიძლება, ოჯახში სერიოზული კონფლიქტები გამოიწვიოს.

თევზები

ამ დღეს მოთმინება გმართებთ, რომ ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. მამაკაცი თევზები რაინდული საქმეებით ყველა გააოცებენ. კარგი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge