5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
22:57 ოთხ. 4 აგვისტო, 2021 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ოჯახში უთანხმოებამ, ზედმეტმა სიჯიუტემ ან არაკეთილგანწყობილი ადამიანის ცილისწამებამ შეიძლება, ახლობელ ადამიანებს შორის ნდობა გააქროს. მოულოდნელი ამბავი, ახალი პასუხისმგებლობა და საოჯახო საქმეები თქვენგან დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობობის ან თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობისგან. ამ დღეს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა ენდოთ - მეგობრების რჩევა შეცდომებს გამოიწვევს.
კურო
ეს დღე სულიერი ჰარმონიით, წონასწორობითა და სამართლიანობით დაგამახსოვრდებათ. ვარსკვლავები მზად არიან, ყველაზე ამბიციური გეგმებისა და მიზნების მიღწევაში დაგეხმარონ. შეგიძლიათ, ყველაზე სარისკო ოპერაციები დაგეგმოთ - ამ დღეს იღბალი თქვენ მხარესაა. გაატარეთ საღამო წვეულებაზე და ეს დღე დიდხანს დაგამახსოვრდებათ.
ტყუპები
დღის პირველ ნახევარში ქაოსი და მომაბეზრებელი ვალდებულებები პოზიტიური ტენდენციების გამოვლინებას შეანელებენ. დღის მეორე ნახევრიდან, ვარსკვლავები მზად არიან ყველაზე ამბიციური გეგმებისა და მიზნების მიღწევაში დაგეხმარონ. სასურველია, რომ საღამო ცეცხლთან ახლოს გაატაროთ. სულ ერთია, ეს ბუხარი იქნება თუ რომანტიკული სანთლების შუქი.
კირჩხიბი
სავარაუდოა, ეს დღე უჩვეულო სითბოთი, სულიერი ჰარმონიით, ოპტიმისტური განწყობით და ენთუზიაზმით დაგამახსოვრდებათ. თქვენი პიროვნული თვისებები, ხალისიანი განწყობა და აქტიურობა გარშემო მყოფებს თქვენ მიმართ კეთილად განაწყობს. ხელსაყრელი დღეა შეხვედრებისა და მოგზაურობისთვის.
ლომი
უთანხმოებამ საყვარელ ადამიანთან, პარტნიორის გადაჭარბებულმა მეურვეობამ ან სიჯიუტემ შეიძლება სულიერი სიმშვიდე დაგიკარგოთ და ოჯახში ნდობის ატმოსფერო გააქროს. გამორიცხული არ არის, რომ პრობლემების მიზეზი არაკეთილგანწყობილი ადამიანების მაქინაციები იყოს. მოულოდნელი ამბავი, ახალი პასუხისმგებლობები და საოჯახო საქმეები თქვენგან დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. საღამოს, მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
ქალწული
ახალი პასუხისმგებლობები დეა საოჯახო საქმეები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. მეგობრების რჩევაზე ან დახმარებაზე უარს ნუ იტყვით - ეს შეცდომების ან ზედმეტი სამუშაოს თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანი საქმე რომანტიკულ გატაცებას ცოტა ხნით დაგავიწყებთ.
სასწორი
ხელსაყრელი დროა მეგობრების წრის გაფართოებისთვის. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა ან ძველი კავშირების განახლება. სავარაუდოდ, კომუნიკაციის უნარი ფინანსურ წარმატებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, თავი შეიკავოთ ხანგრძლივი მოგზაურობისა და მძიმე ფიზიკური შრომისგან. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კვებითი ინტოქსიკაცია ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები.
მორიელი
აქტიური ბრძოლისა დ თავდაცვის დღეა. მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება შეიძლება თქვენთვის სასარგებლო არ იყოს. პრობლემების მიუხედავად, ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. სავარაუდოდ, საკუთარი პოზიციის დასაცავად გარკვეული ძალისხმევა მოგიწევთ. ვიღაც თქვენთვის მახის დაგებას ცდილობს.
მშვილდოსანი
ეს დღე სულიერი ჰარმონიით და წონასწორობით გამოირჩევა. ვარსკვლავები მზად არიან, ყველაზე ამბიციური გეგმებისა და მიზნების მიღწევაში დაგეხმარონ, ამიტომ შეგიძლიათ, ყველაზე სარისკო პროექტების განხორციელება დაიწყოთ. შეძენისთვის ხელსაყრელი დღეა, მხოლოდ სამკაულებისა და ხის ნაწარმის შეძენას უნდა მოერიდოთ.
თხის რქა
სასიცოცხლო პოტენციალის მკვეთრი შემცირების გამო, სასურველია, რომ ფიზიკურ დატვირთვას ერიდოთ. გირჩევთ, რომ ამ დღეს სასიყვარულო ურთიერთობებისგნ თავი შეიკავოთ, რადგან შეიძლება, მოტყუებული და იმედგაცრუებული დარჩეთ. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებისა და სულიერი ძიებისთვის.
მერწყული
არახელსაყრელი დღეა. ბედი თქვენი რკინის ნებისყოფას მორიგ გამოცდას მოუწყობს. უმნიშვნელო გაუგებრობებმა შეიძლება მთავარ საქმეს მოგწყვიტოთ და თქვენი ყურადღება მეორეხარიხოვან თემებზე გადაიტანოს. ამ დღეს ნეგატიური ტენდენციების დაძლევაში ფხიზელი ხედვა და მოვლენების ობიექტური შეფასება დაგეხმარებათ.
თევზები
არახელსაყრელი დღეა. გირჩევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ერიდოთ, განსაკუთრებით თუ ის ფულს უკავშირდება.
შესაძლებელია, რომ წინა დღეების დაღლილობამ თქვენს ჯანმრთელობაზე გავლენა მოახდინოს. თუ მოთმინებას გამოიჩენთ, მოულოდნელი კონფლიქტი შეიძლება თქვენს სასარგებლოდ გადაწყდეს. ეცადეთ, მოზარდებთან ურთიერთობაში ყოველი სიტყვა აწონ-დაწონოთ, რათა მათი თავმოყვარეობა არ შელახოთ და აგრესია არ გამოიწვიოთ. გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით, ამიტომ უმჯობესია, წინასწარ მოემზადოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან