დღის ჰოროსკოპი

7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:31 კვი. 6 ივნისი, 2021 წელი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

გამოსაცდელი პერიოდი მთავრდება, ვარსკვლავების კეთილგანწყობა გიბრუნდებათ. ხელსაყრელი დღეა დასვენების, სულიერი გარდაქმნისა და ეჭვების დაძლევისთვის. ეს დღე შეხვედრებსა და საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. ახლობელ ადამიანთან გულახდილი საუბარი შინაგანი სამყაროს გამოხატვის შესაძლებლობას მოგცემთ.

კურო

დაძაბული დღეა. დატვირთვა მნიშვნელოვნად გაიზრდება, მაგრამ ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით. მოსალოდნელია ურთიერთობების გაუარესება ერთ-ერთ კოლეგასთან. სავარაუდოდ, უბრალოდ, კიდევ ერთხელ ვერ გაგიგეს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საღამო პირად ცხოვრებას და სულიერ განვითარებას დაუთმოთ. გამორიცხული არ არის, ამან სასიამოვნო შეხვედრა მოგიტანოთ. ოცნება ახდება.

ტყუპები

ეს დღე სწორ კვებასთან, ვარჯიშთან და ინფორმაციის მიღებასთან ასოცირდება. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი საუკეთესო დონეზეა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ გადაჭარბებულმა ენერგიამ შეიძლება ერთ-ერთ მეგობართან პრობლემები შეგიქმნათ. პირად ცხოვრებაში საინტერესო მოვლენები გელით, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმეები ან მოულოდნელი სიახლეები სიყვარულს ცოტა ხნით დაგავიწყებთ.

კირჩხიბი

საკმაოდ მშვიდი დღეა, მაგრამ წინა დღეების უსიამოვნო ელფერი დაჰკრავს. შეეცადეთ, ყველა უსიამოვნება უემოციოდ აღიქვათ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. სავარაუდოდ, საღამო სასიამოვნო შეხვედრით გაგახარებთ.

ლომი

გამოცდების პერიოდი მთავრდება. ხანგრძლივი მოგზაურობა ან ბუნების წიაღში დასვენება ნერვული დაღლილობისგან გაგათავისუფლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენს რომანტიკულ ურთიერთობებსა და ჰობიზე იფიქროთ. ძველი ურთიერთობის მონატრებამ ან ექსტრავაგანტურობის სურვილმა შეიძლება უსიამოვნო სიურპრიზი მოგიტანოთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა, რომელიც პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საინტერესო მოვლენებს გპირდებათ. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი ამ დღეს საუკეთესო მდგომარეობაშია. თუ ახალი საქმის დაწყებას გეგმავთ, თამამად იმოქმედეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ახალი ჰორიზონტები ისე ადვილად არ იხსნება, როგორც გვინდა. საყვარელ ადამიანთან რომანტიკული შეხვედრა და ურთიერთობა თქვენს მეხსიერებაში დიდხანს დარჩება.

სასწორი

საშიში დღეა. მოსალოდნელია დეპრესია ან ნერვული სტრესი. არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი საქმიანობის მიმართ ინტერესი დაკარგოთ და იმედგაცრუება იგრძნოთ. ეცადეთ, საკუთარ პროექტებში ახალი ადამიანები მიიზიდოთ.

მორიელი

ეს დღე ცვლილებებთან, პრინციპების დაცვასთან და მიზნის არჩევასთან ასოცირდება. ამ დღეს სასურველია განმარტოება და მოქმედების ტაქტიკაზე ფიქრი. გამორიცხული არ არის, რომ პარტნიორებთან და ოჯახის უფროს წევრებთან კონტაქტი გართულდეს. გეჩვენებათ, რომ ისინი თქვენს პირად ცხოვრებას ხელს უშლიან და მოქმედების თავისუფლებას გართმევენ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი საქმეები დღის მეორე ნახევრისთვის დაგეგმოთ, რომელიც ურთიერთგაგებისკენ მეტად განწყობილია.

მშვილდოსანი

ეცადეთ, ნაცნობებისა და მეგობრების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. არ არის გამორიცხული კონფლიქტური სიტუაცია, რომელსაც შეიძლება, უსიამოვნო შედეგები მოჰყვეს. პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობა თქვენს სიმტკიცესა და გონიერებაზეა დამოკიდებული. გირჩევთ, პროვოკაციებს არ აჰყვეთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა, რომელიც პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საინტერესო მოვლენებს გპირდებათ. წარმატების მისაღწევად აუცილებელია, საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ და მხოლოდ ისეთ საქმეს შეეჭიდოთ, რომელთან გამკლავებაც შეგიძლიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარშემო მყოფების მხრიდან დაცინვა და ავტორიტეტის შელახვა გელით. ეცადეთ, საქმეში გართულმა ახლობლები უყურადღებოდ არ დატოვოთ.

მერწყული

სავარაუდოდ, ამ დღეებში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ. შენაძენისთვის ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით - ძვირფასი სამკაულებისა და საყოფაცხოვრებო ნივთებისთვის. დღის მეორე ნახევარში სასურველია ტაძარში წასვლა. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობის მცირე პრობლემები. წყლის პროცედურები სასარგებლო იქნება.

თევზები

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობის, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის, გეგმების და სურვილების განხორციელებისთვის. სავარაუდოდ, ბევრი თევზის ძველი ოცნება ახდება. მეგობრები და თანამოაზრეები ფასდაუდებელ დახმარებას გაგიწევენ. ერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge