დღის ჰოროსკოპი

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ხათუნა გოგიშვილი

21:35 შაბ. 8 მაისი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

დაძაბული, წინააღმდეგობრივი დღეა. სარგებელს მხოლოდ დაწყებული საქმე მოგიტანთ - ნებისმიერი ახალი გეგმა წარუმატებლობისთვის განწირულია ან არასასურველ შედეგს მოგიტანთ. უმჯობესია, გაჩერდეთ და ყურადღებით მიმოიხედოთ - გამორიცხული არ არის, რომ ადამიანი, რომელსაც ენდობით, ხაფანგს გიმზადებთ.

კურო

დაძაბული დღეა, რომელიც შინაგანი თავისუფლების დაცვისა და სულიერი წონასწორობის შენარჩუნების ნიშნით ჩაივლის. ბედი მორიგ უსიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ. მოსალოდნელია პრობლემები პროფესიული საქმიანობის სფეროში ან ოჯახში. გამორიცხული არ არის, რომ გეგმები შეიცვალოს და სასიამოვნო ურთიერთობის ან დასვენების ნაცვლად, დამატებითი მუშაობა მოგიწიოთ.

ტყუპები

დაძაბული, წინააღმდეგობრივი დღეა, რომელიც ზნეობრივი პრინციპებისა და შინაგანი თავისუფლების დაცვის ნიშნით ჩაივლის. ეცადეთ, ფრთხილად და წინდახედულად იმოქმედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროფესიული საქმიანობის სფეროში ან პირად ცხოვრებაში სერიოზული გართულებები გელით. არაკეთილმოსურნე ადამიანების ჭორაობა და ცილისწამება ხასიათს გაგიფუჭებთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ბევრი საქმე გელით. სავარაუდოდ, იძულებული იქნებით, რომ ნანატრი მოგზაურობა გააუქმოთ და სასიამოვნო დასვენების ნაცვლად, დამატებითი სამუშაოს შესრულებას შეუდგეთ, გულს ნუ გაიტეხთ - ჩემოდნების ჩალაგებამდე დიდი დრო არ დარჩა.

ლომი

ამ დღეს, ნებისმიერი წამოწყება ან ახალი გეგმა წარუმატებლობისთვის არის განწირული ან მნიშვნელოვან სარგებელს არ მოგიტანთ. ეცადეთ, საკუთარი ძალები ფუჭად არ გაფლანგოთ და გლობალური მიზნები არ დაისახოთ. გაითვალისწინეთ, რომ წოდებების, ტიტულების ან შექების სურვილმა შეიძლება თქვენს პირად ცხოვრებაში შეცდომები ან გაუგებრობები გამოიწვიოს. საღამოს შეიძლება საოჯახო პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ.

ქალწული

ამ დღეს ეცადეთ, უცნობ ადამიანებთან კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. დახვეწილი დიპლომატია თქვენი მთავარი დამხმარე იქნება როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობაში. თქვენი შრომისმოყვარეობა დადებითად აისახება მუშაობის საბოლოო შედეგებზე და საშუალებას მოგცემთ, წარმატებას მიაღწიოთ.

სასწორი

წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველი ნახევარში უსიამოვნო სიახლეები და სიურპრიზები გელით. ჩანაფიქრის განხორციელებამაც კი შეიძლება, ჩიხში შეგიყვანოთ. დღის მეორე ნახევარში კეთილგანწყობილ ადამიანთან ან საიმედო მეგობართან შეხვედრა პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ფულთან ან ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ საკითხებთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ საპირისპირო სქესთან ურთიერთობებში ჩამოყალიბდეთ.

მორიელი

ამ დღეს გრძელვადიანი გეგმების შედგენაზე დრო არ უნდა დაკარგოთ და მხოლოდ მიმდინარე საქმეებით დაკავდეთ. სავარაუდოდ, მომავალ კვირას პერსპექტიული იდეები, სერიოზული წინადადებები და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა გელით. ეცადეთ, გაუთავებელი პრობლემების წრეში არ დაიკარგოთ და ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას ყურადღება გულწრფელობის ნაკლებობას უნდა მიაქციოთ.

მშვილდოსანი

დაძაბული, წინააღმდეგობრივი დღეა, რომელიც ზნეობრივი პრინციპებისა და შინაგანი თავისუფლების დაცვის ნიშნით ჩაივლის. არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ საქმე, რომელშიც კარგად არ ერკვევით.

თხის რქა

სავარაუდოდ, ამ დღეს მოულოდნელი ამბავი გელით, რომელიც თქვენს ამჟამინდელ პოზიციას რადიკალურად შეცვლის. დახვეწილი დიპლომატია თქვენი მთავარი დამხმარე გახდება. ეს დღე ხელსაყრელია სპორტისა და ნებისმიერი ფიზიკური სამუშაოსთვის.

მერწყული

ენერგიულად ძლიერი დღეა. ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს მოგებას მხოლოდ ძველი საქმეები მოგიტანთ, ამიტომ ახალი საქმის დაწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ. დღის მეორე ნახევარში სასურველია, პატარა ოჯახური წვეულება მოაწყოთ და უახლოესი მეგობრები დაპატიჟოთ.

თევზები

ბნელი ძალების გააქტიურების დღეა. ძალები დაზოგეთ და ბედის უეცარი შემობრუნებისთვის მოემზადეთ. ზოგჯერ სურვილების ასრულებას, ბედნიერების ნაცვლად, პრობლემები და უსიამოვნებები მოაქვს და პირიქით, პრობლემები შეიძლება პოზიტიური ცვლილებების დასაწყისად იქცეს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge