ადამიანის სიმაღლე და ადამიანის ხასიათი - რა კავშირია მათ შორის?
16:00 ორშ. 11 ოქტომბერი, 2021 წელი
როგორც აღმოჩნდა, ადამიანის სიმაღლის მიხედვით ადამიანის ხასიათის განსაზღვრა შეიძლება...
150-160 სმ
გამჭრიახი და ფილოსოფიური. თქვენ უნიკალური, ინტუიციური და ოდნავ უცნაური ადამიანი ხართ, ხშირად არასწორად აღგიქვამენ და ეს გულს გტკენთ. თქვენთვის აუცილებელია პირადი სივრცე. ხართ ძალიან ემოციური. მნიშვნელოვანია თქვენი შემოქმედებითი უნარების განვითარება. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მკვეთრად ხედავს ცხოვრების ბნელ და ნათელ მხარეებს.
160-170 სმ
საინტერესო და მართალი. თქვენ პასუხისმგებლობით სავსე, ნათელი, სწრაფი და გონებამახვილი ადამიანი ხართ, სხვებზე ზრუნვა სიამოვნებას განიჭებთ. ხართ ექსტრავერტი, გჯერათ პატიოსანი მუშაობის და ადვილად იღებთ საკუთარ თავზე გარკვეულ ვალდებულებებს. კარგი ხასიათი გაქვთ, იწვევთ ნდობას გარშემომყოფებში. ყოველთვის გაქვთ საინტერესო ამბები სხვებისთვის მოსაყოლად.
170-180 სმ
თავდაჯერებული და დომინანტი. ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ხართ, თქვენი პრინციპია „თვითონ გავაკეთებ“, ენდობით მხოლოდ საკუთარ თავს. იცით, როგორ დარჩეთ ძლიერ პერსონად საკუთარი თავისთვისაც და იმ ადამიანებისთვისაც, ვინც გიყვართ. იცით, რა გინდათ და არ გეშინიათ რისკის. ერთადერთი, რასაც გარშემომყოფებისგან ითხოვთ, ეს გულწრფელობაა. მზად ხართ, მიიღოთ ნებისმიერი სახის სიმართლე, რაც არ უნდა უსიამოვნო და მტკივნეული იყოს ის თქვენთვის.
180-190 სმ
კეთილი და მგრძნობიარე. ადვილად აწყობთ ადამიანებთან ურთიერთობას, ბევრი მეგობარი გყავთ და გიყვართ, როდესაც მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლით. თბილი და ნათელი აურა გაქვთ. თქვენს გარემოცვაში ადამიანები თავს ძალიან მშვიდად გრძნობენ, ყოველდღე ფიქრობთ, როგორ გახდეთ უკეთესი. გინდათ, იყოთ საინტერესო, გამჭრიახი და უნიკალური. გჭირდებათ, რომ უყვარდეთ და მზად ხართ, გიყვარდეთ ისინი, ვინც სიყვარულით გიპასუხებთ.
190 სმ და მეტი
ბედნიერი ადამიანი ხართ, გაქვთ გამჭოლი გონება და ადვილად გესმით სხვების. მოსაუბრეს ყოველთვის ყურადღებით უსმენთ და არასდროს აკრიტიკებთ. მიგაჩნიათ, რომ ყველა ადამიანს ცხოვრების საკუთარი გზა აქვთ, ადვილად ეგუებით სიტუაციას და გარშემომყოფებს, სტრესგამძლე ხართ და იშვიათად ნერვიულობთ. როგორც წესი, ძალიან მოდუნებული ხართ. ყოველთვის კარგად ატარებთ დროს, ამასთანავე, არასდროს უხვევთ ერთხელ არჩეული გზიდან.
🔰:
სიახლეები ამავე კატეგორიიდან