იცით თუ არა

რომელ ასაკში წყდება სიმაღლეში ზრდა და რაზეა ეს დამოკიდებული?

fun time

16:00 ხუთ. 27 მაისი, 2021 წელი

როდის წყდება სიმაღლეში
ზრდა

14
დაკოპირებულია

ბავშვობა სულიერი და ფიზიკური ზრდის პერიოდია. სულ რაღაც, ორი ათწლეულის მანძილზე ადამიანის სხეული ისე იზრდება და იცვლება, როგორც არასდროს, მაგრამ გარკვეულ მომენტში ზრდა ჩერდება. ადამიანის სხეული, პასპორტის მონაცემების ნაცვლად, შინაგანი სიგნალებით ხელმძღვანელობს. ვნახოთ, როდის და რატომ წყვეტს სხეული ზრდას და ზოგადად, როგორ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ ამ პროცესზე?

ადამიანის სხეული რთული პროგრამის მიხედვით იზრდება, რომელზეც 300 გენია პასუხისმგებელი. ამ პროცესის წინასწარ გაანგარიშებაც კი შეიძლება, რათა გაიგოთ, თუ რა სიმაღლემდე გაიზრდება ადამიანი:

ფორმულა მარტივია: დედისა და მამის სიმაღლე უნდა შეკრიბოთ და დაამატოთ 13 სანტიმეტრი ბიჭებისათვის ან გამოაკლოთ 13 სანტიმეტრი გოგონებისთვის. მიღებული რიცხვი ორზე უნდა გაყოთ. ასე შეგიძლიათ გაარკვიოთ, დაახლოებით, ზრდის რომელი გენი აქვს ადამიანს.

ამ წესს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვას, გამონაკლისებიც აქვს. ამასთან, ადამიანსაც შეუძლია ბუნებას დაეხმაროს. ტანდაბალი ბავშვები მშობლებს ხშირად სპორტის სპეციფიკურ სახეობებზე: ცურვაზე, კალათბურთზე და ფრენბურთზე დაჰყავთ იმ იმედით, რომ სხეულის ზრდას ხელს შეუწყობენ.

ვცადოთ, ერთად გავარკვიოთ ნამდვილად ეხმარება თუ არა სპორტი სიმაღლეში ზრდას და არსებობს თუ არა უფრო ძლიერი შესაძლებლობები გენეტიკის კორექტირებისთვის?

ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია კვების მენიუ.
ბავშვები, რომლებიც არახელსაყრელ პირობებში იზრდებიან და არასათანადოდ იკვებებიან, გაცილებით ნაკლებ კალორიას იღებენ, ვიდრე ზრდისა და განვითარებისთვის არის აუცილებელი.
მეორე მხრივ, კალორიების სიჭარბე ასევე საზიანოა, რადგან იწვევს სიმსუქნეს და მის თანმხლებ დაავადებებს. მაღალკალორიულ საკვებში შედის კარაქი, არაჟანი, ცხვრის ხორცი, რძე, ცხიმიანი ყველი, ასევე ბავშვების საყვარელი ჰამბურგერი, კარტოფილი ფრი, ჰოთ-დოგი და ტკბილეული. გასაკვირი არ არის, რომ ბევრი თანამედროვე ბავშვი მაღალი და ამავდროულად მსუქანია.

როგორც ირკვევა, ზრდაზე გავლენას ახდენს ისეთი მოულოდნელი ფაქტორიც, როგორიცაა ოჯახში ფსიქოლოგიური გარემო.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მუდმივმა სტრესმა შეიძლება ახალგაზრდა ადამიანის ზრდაზე პირდაპირი გავლენა მოახდინოს.

მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორია ზრდის პერიოდში გადატანილი დაავადებები, თუნდაც ზრდის ჰორმონის უკმარისობა. ბავშვის განვითარების შეფერხება შეიძლება ისეთმა ქრონიკულმა დაავადებებმაც გამოიწვიოს, როგორიცაა გულისა და თირკმლის დაავადება და ბრონქული ასთმა. სხეული უბრალოდ ვერ პოულობს საკმარის რესურსებს, რომ ის ზრდისთვისაც და სერიოზული დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველადაც გამოყოს. საყურადღებო დაავადებაა ზრდის ჰორმონის სიჭარბეც, რომელიც ჰიპოფიზის ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნის შედეგად ყალიბდება. შედეგად, ადამიანი შეიძლება არაბუნებრივად მაღალი გაიზარდოს.

რა თქმა უნდა, არც სპორტული ფაქტორის უგულებელყოფა შეიძლება, მაგრამ აქ ყველაფერი იმაზე რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. უკვე ცნობილია, რომ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სხეულის ზრდას ანელებს.

მშობლები ხშირად იმტვრევენ თავს იმაზე ფიქრით როგორ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ბავშვის ზრდაზე. თუ ბავშვს რაიმე ქრონიკული დაავადება არ აწუხებს, რომელიც ზრდაზე გავლენას ახდენს, მაშინ კალორიული კვების მენიუზე და სტრესის დონის შემცირებაზე უნდა იზრუნოთ. მნიშვნელოვანია ასევე ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ყველა იდეალური პირობა მხოლოდ ეხმარება იმის განხორციელებას, რაც განსაზღვრულია გენეტიკით.

როდის ჩერდება ზრდა?

ადამიანის ცხოვრებაში ზრდის რამდენიმე ძირითადი პერიოდია:

  • პირველი ჯერ კიდევ საშვილოსნოში იწყება;
  • მეორე დაბადებიდან ერთი წლის მანძილზე გრძელდება;
  • მესამე - 6-8 წლის ასაკში;
  • ხოლო უკანასკნელი - 13-16 წლის ასაკში.

ბუნება ჩქარობს სხეულის ზრდა 18-19 წლის ასაკამდე მოასწროს. ამ ასაკში სხეულის ძირითადი ზრდა მთავრდება. ასე რომ, ზრდის პროცესი ან საჭირო დროს ფიზიოლოგიურად შეჩერდება ან სერიოზული დაავადების ან არახელსაყრელი გარეგანი ფაქტორების გამო.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აქვთ კ...

მეცნიერებმა გაარკვიეს,
რატომ აქვთ კატებს
ვერტიკალური გუგები

როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც ორი...

სოფელი ბარლი (Baarle) - ორი
ქვეყნის საზღვარი

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში ბავშვებს ს...

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში
ბავშვებს სიცივეში?

რატომ მალავენ კატები საკუთარ ექსკრე...

კატის ტუალეტი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რატომ ჭამენ ჩინელები ჩიტის ბუდეებს?

სალაგანის ბუდე

რატომ არ სვამს ალკოჰოლს ტრამპი? - 1...

დონალდ ტრამპი მამასთან
ერთად

რატომ იკეთებს მართლმადიდებელი საქორ...

საქორწინო ბეჭედი
მარჯვენა ხელზე