Fun-ტესტი

ფსიქოლოგიური ტესტი: აირჩიეთ ვაშლი და გაიგეთ თქვენი ინტელექტის სახეობა

fun time

17:09 ხუთ. 12 დეკემბერი

ფსიქოლოგიური ტესტი:
აირჩიეთ ვაშლი

14
დაკოპირებულია

ამერიკელი ფსიქოლოგის, ჰოვარდ გარდნერის თეორიის თანახმად, ინტელექტი რამდენიმე განსხვავებული სახისაა და თითოეულს ადამიანთა საზოგადოებებში განსხვავებული ღირებულება ენიჭება იმის მიხედვით, თუ რას მიიჩნევს საჭიროდ, სასარგებლოდ და ფასეულად მოცემული საზოგადოება. 

გარდნერის რვა სახის ინტელექტს გამოყოფს: ლოგიკურ-მათემატიკურს, ლინგვისტურს, საბუნებისმეტყველოს, მუსიკალურს, სივრცობრივს, სხეულებრივ-კინესთეტიკურს, პიროვნებათაშორისს, შიდაპიროვნულს.

ინტელექტის დონე და ტიპი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ როგორ აღვიქვამთ გარემოს, ჩვენს გრძნობებს და ჩვენს ურთიერთობას სხვა ადამიანებთან.

ყურადღებით დააკვირდით სურათს. ამ ვაშლებიდან რომელი მოგწონთ ყველაზე მეტად? ნუ აჩქარდებით და პასუხის გაცემამდე თქვენს ქვეცნობიერს მოუსმინეთ.

ვაშლი №1

ინტელექტის საკმაოდ მაღალი დონე გაქვთ. მუდამ ახალი ძიებაში ხართ და ცდილობთ თვალსაწიერის გაფართოებას. გყოფნით სიბრძნე რომ კარგი ცუდისგან განასხვაოთ და გამოხატოთ თანაგრძნობა ადამიანების მიმართ.

პატიოსანი ხართ და აფასებთ სამართლიანობას. ინფორმაციის გაგებისა და ანალიზის უნარი ღირსებას გმატებთ და საშუალებას გაძლევთ ღრმა და მნიშვნელოვანი ურთიერთობები ააგოთ.

ვაშლი №2

ინტელექტის მაღალი კოეფიციენტი გაქვთ და თანმიმდევრული ქმედებები გახასიათებთ, რაც საშუალებას გაძლევთ ყოველდღიურ ცხოვრებაში გონივრული გადაწყვეტილებები მიიღოთ. ეს უნარი პრობლემების გადაჭრაში და საუკეთესო გადაწყვეტილებების პოვნაში გეხმარებათ.

გარემოებების ობიექტურად შეფასებისა და სტრატეგიულად აზროვნების უნარი გაქცევთ ადამიანად, რომელსაც რთულ სიტუაციებთან გამკლავება შეუძლია.

ვაშლი №3

ლოგიკა თქვენი ძლიერი მხარეა. თქვენ შეგიძლიათ საკუთარ გარემოცვაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირები დაადგინოთ. თქვენს აზროვნებას წესრიგი და თანმიმდევრულობა ახასიათებს. თქვენ იცით, საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა მხარე როგორ მოაწესრიგოთ, რაც საშუალებას გაძლევთ პრობლემები გადაჭრათ და სხვადასხვა სიტუაციებში პრაქტიკული გადაწყვეტილებები იპოვოთ.

სირთულესთან გამკლავების უნარი გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაში და მიზნის მიღწევაში გეხმარებათ.

ვაშლი №4

ინტუიციური ინტელექტი და ემოციურ ინტელექტთან ძლიერი კავშირი გაქვთ. თქვენ გაქვთ სოციალურ სფეროში სწრაფად ორიენტირების უნარი და შეგიძლიათ ადამიანებს შორის ურთიერთობების გარკვევა. ეს უნარი საშუალებას გაძლევთ, სხვისი ემოციები ადვილად აღიქვათ და მრავალფეროვან სოციალურ დინამიკას მოერგოთ, რაც ხელს უწყობს გარშემო მყოფებთან ურთიერთქმედებას და თანამშრომლობას.

ესეც საინტერესოა:

5 ფრაზა, რომელიც, ფსიქოლოგების აზრით, მაღალი ინტელექტის ადამიანს ახასიათებს

ადამიანის ინტელექტსა და ალკოჰოლის მოხმარებას შორის პირდაპირი კავშირია!

ინტელექტის ნიშნები - 7 ხერხი, რომელიც საზოგადოების თვალში ჭკვიანად გამოგაჩენთ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

1-ელი დეკემბრის ასტროლოგიური პროგნო...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

რა დაინახეთ ერთი შეხედვით? - ფსიქოლ...

პიროვნული ტესტი

რას ნიშნავს ასო „M“ მარცხენა ხელის...

რას ნიშნავს ასო „M“
მარცხენა ხელის გულზე?

ფსიქოლოგიური ტესტი: რაზე მიუთითებს...

რაზე მიუთითებს თქვენი
ძილის პოზა?

რომელმა მანქანამ უნდა დაიხიოს უკან,...

ლოგიკური ტესტი „საცობი“

რომელი გოგო მოსწონს ამ ბიჭს?

ჟესტების ენა: რომელი გოგო
მოსწონს ამ ბიჭს?

ცხოველმა, რომელიც პირველი შეამჩნიეთ...

ცხოველები ტესტი

დახედეთ სურათს და გაარკვიეთ, რამდენ...

რამდენად ბრძენი ხართ

რომელი სიმბოლო მოგწონთ? - აირჩიეთ დ...

რომელი სიმბოლო მოგწონთ?