იცით თუ არა

10 საინტერესო ფაქტი ზეთისხილის ხის ნაყოფის შესახებ

fun time

19:01 ხუთ. 12 მაისი, 2022 წელი

ზეთისხილის ხე

14
დაკოპირებულია

ზეთისხილი უძველესი ხილის კულტურაა, რომელსაც კაცობრიობა ძველი წელთაღრიცხვიდან იცნობს, თუმცა ზოგი რამ ამ სასარგებლო ხილის შესახებ შეიძლება არც იცოდეთ. 

1. ათენა პალადა

ძველ ბერძნებს სწამდათ, რომ ზეთისხილის ხე ქალღმერთმა ათენა პალადამ შექმნა პოსეიდონის გამოწვევის საპასუხოდ, რომელმაც კლდეს კვერთხი დაჰკრა და კლდიდან წყაროებმა დაიწყო გადმოსვლა. ათენამ მიწას შუბი ჩაასო და ზეთისხილის ხე ამოიზარდა.

2. ქალღმერთი ისიდა

ეგვიპტურ მითოლოგიაში ქალღმერთი ისიდა ზეთისხილის ხის აღმომჩენად ითვლება.

3. უძველესი ხე

ადამიანმა ზეთისხილის ხის მოშენება დაახლოებით, 7-6 ათასი წლის წინ დაიწყო.

4. 1 მილიონი ჰექტარი

დღეისთვის დედამიწაზე ზეთისხილის პლანტაციების ფართობი 1 მილიონ ჰექტარს შეადგენს.

5. არისტოტელე

არისტოტელეს ზეითუნის ზეთის სასარგებლო თვისებების შესწავლა ცალკე მეცნიერებად მიიჩნია. ჰიპოკრატე ზეთისხილისგან სამკურნალო საშუალებებს ამზადებდა.

6. კიბოსგან დამცავი საშუალება

იაპონელი მეცნიერების კვლევის თანახმად, გარუჯვის შემდეგ ზეითუნის ზეთის წასმა კანის კიბოს გაჩენისგან გვიცავს.

7. მირონი

ზეთისხილის ზეთს სხვადასხვა რელიგია სხვადასხვა დროს რელიგიური რიტუალებისთვის იყენებდა. ქრისტიანობა მისგან მცენარეულ სურნელოვან ზეთს - მირონს ამზადებს, რომელიც ქრისტიანულ ეკლესიაში მირონცხების საიდუმლოს შესრულების დროს გამოიყენება.

8. მწარე ზეთისხილის ნაყოფი

დაუმუშავებელ ზეთისხილის ნაყოფს არ მიირთმევენ, რადგან ძალიან მწარეა.

9. International Olive Oil Council

1959 წელს, მადრიდში დაარსდა მთავრობათაშორისი ორგანიზაცია International Olive Oil Council (ზეითუნის ზეთის საერთაშორისო საბჭო), რომელიც ზეთისხილის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს მსოფლიო მასშტაბით მართავს.

10. ზეთისხილის ხის ზრდას საშუალოდ, 500 წელი სჭირდება

იერუსალიმში, ზეთისხილის მთაზე ზეთისხილის ხეების საშუალო ასაკი 2 ათას წელზე მეტია.

აღსანიშნავია, რომ ზეითუნის ზეთში პროდუქტის სასარგებლო თვისებები წარმოების დღიდან პირველი ხუთი თვის განმავლობაში ინახება. ერთწლიანი ზეთი მხოლოდ თერმული დამუშავების შემდეგ, კერძისთვის გამოდგება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ ატარებენ სტიუარდესები ყელსახვ...

რატომ ატარებენ
სტიუარდესები ყელსახვევს?

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი კატა გამოა...

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი
კატა გამოავლინეს

შაქარი თუ ასპირინი? - როგორ გავუხან...

როგორ გავუხანგრძლივოთ
ნაძვის ხეს სიცოცხლე

ირმები, რომლებსაც სანტა კლაუსის ციგ...

ირმები, რომლებსაც სანტა
კლაუსის ციგა მიაქვთ,
მდედრები არიან

რატომ არ ეხვევათ თავბრუ მოციგურავეე...

რატომ არ ეხვევათ თავბრუ
მოციგურავეებს?

რატომ არ იყიდება ინდაურის კვერცხი მ...

ინდაურის კვერცხი

რაზე მიანიშნებს თაფლის „დაშაქრება“...

თაფლის სისქე

როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს დე...

როგორ მოვუაროთ ოთახის
მცენარეებს დეკემბერში

რამდენი ასაკობრივი კრიზისი არსებობს...

ასაკობრივი კრიზისები
ადამიანის ცხოვრებაში