იცით თუ არა

3 რამ, რაც ახალ წლამდე უნდა გააკეთოთ - ფენ-შუის რჩევები

fun time

14:00 ხუთ. 7 დეკემბერი, 2023 წელი

3 რამ, რაც ახალ წლამდე უნდა
გააკეთოთ - ფენ-შუის
რჩევები

14
დაკოპირებულია

ფენ-შუის მარტივი წესების დაცვით, შეიძლება საკუთარ ცხოვრებაში კეთილდღეობა, ბედნიერება, ჯანმრთელობა და სიყვარული მოიზიდოთ.  ამ წესების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საახალწლო დღესასწაულების დროს. სახლის დასუფთავება და მორთვა, საჩუქრების შერჩევა და განწყობა - ყველაფერს ყურადღება უნდა მიაქციოთ. ჩვენ გიამბობთ როგორ უნდა შეხვდეთ დრაკონის წელს დაოსური სწავლების მიხედვით, რომ წარმატება თქვენი მუდმივი თანამგზავრი იყოს. 

2024 წლის სიმბოლო მწვანე ხის დრაკონია. ჩინური ზოდიაქოს ეს ნიშანი თავისი მოხერხებულობით და დიპლომატიური თვისებებითაა ცნობილი, შესაბამისად, მის მობრძანებას საგულდაგულოდ მომზადებულ, ჰარმონიულ გარემოში უნდა შეხვდეთ. დიდ წვეულებას გეგმავთ თუ ოჯახურ შეკრებას, ეცადეთ ფენ-შუის სასარგებლო რჩევების მიხედვით იმოქმედოთ.

3 რამ, რაც ახალ წლამდე უნდა გააკეთოთ

👉 სახლი წინასწარ უნდა დაალაგოთ, დღესასწაულის წინა დღეს კი სარეცხი და საწმენდი საშუალებები, მტვერსასრუტები, ჯაგრისები ან მტვრის ტილოები გამოსაჩენი ადგილებიდან გააქრეთ. 31 დეკემბერს და ახალი წლის პირველ დღეს სახლში მტვერიც კი არ გადაწმინდოთ, რათა მასთან ერთად სახლიდან იღბალი არ გაიტანოთ.

👉 ახალი წლის დადგომამდე ეცადეთ სახლის დეკორაცია თუნდაც ცოტათი განაახლოთ. ავეჯი გადაადგილეთ, რათა მეტი სივრცე გამოჩნდეს, ფარდები გადაწიეთ, რომ მზის შუქი შემოვიდეს. გადაყარეთ კარადიდან უსარგებლო ნივთები, ტანსაცმელი კი ლამაზად დაკეცეთ და ისე მოათავსეთ. კარგი იქნება, თუ სამუშაო სივრცესაც მოაწესიგებთ. მოიშორეთ უსარგებლო ფაილები, შეცვალეთ „ფონი“ კომპიუტერის და ტელეფონის ეკრანზე, წაშალეთ ძველი მიმოწერები.

👉 უარყოფითი ენერგიის განსადევნად, საკმეველი დაწვით. აღმოსავლეთში, სახლის უაროფითი ენერგიისგან გაწმენდისთვის ახალ წელს სანდლის ხისგან, ჟასმინისა და ლავანდის საკმეველს წვავენ და სახლის ყველა კუთხეს მოივლიან. ითვლება, რომ ამ დროს სახლიდან უარყოფით ენერგია გადის.

როგორ მოვრთოთ სახლი საახალწლოდ?

2024 წლის შესახვედრად ნაძვის ხის და სადღესასწაულო სუფრის მორთვისას იღბლისა და კეთილდღეობის სიმბოლოები, მაგალითად, დრაკონის ან ლომის გამოსახულებები უნდა გამოიყენოთ.

შემოსასვლელ კარზე წითელი ლენტი დაკიდეთ, რომ იღბალი მოიზიდოთ და უარყოფითი ენერგია აიცილოთ.

მისაღებში ან სასადილო ოთახში მოათავსეთ სარკე, რომელიც თქვენს სახლში კეთილდღეობას გააორმაგებს.

იყიდეთ იღბლიანი მცენარეები (ორქიდეა, ჰიაცინტი, პეონი, ბამბუკი) და სხვადასხვა ოთახში დადგით, რომ დადებითი ენერგია მიიზიდოთ.

სახლის შესასვლელთან მონეტებით სავსე მინის ან კერამიკისი თასი (სიმდიდრის თასი) მოათავსეთ და მასში ხურდები ჩაყარეთ. ეს ფინანსური ზრდის ენერგიას მოიზიდავს.

ახალი წლის ღამეს კარ-ფანჯრები 10 წუთით გააღეთ, რომ ძველმა წელმა ახალი შემოუშვას.

ყვითელი ვარსკვლავი, რომელსაც ჩინურად Wu Wang ჰქვია, 2024 წელს დასავლეთით მდებარეობს. ამ ვარსკვლავის გამოჩენას ყოველთვის პრობლემა მოაქვს. მისი გააქტიურება თავიდან რომ აიცილოთ, სახლის დასავლეთ ნაწილში ყოველთვის სიმშვიდე უნდა იყოს.

რა ფერებია 2024 წელს?

მიუხედავად იმისა, რომ წლის სიმბოლო მწვანე დრაკონი იქნება და ამასთანავე, მწვანე ფენ-შუის ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერი ფერია, რადგან ბუნებასთან და ზრდასთან ასოიცირდება, ახალ წელს მწვანე ტრადიციულად უიღბლო ფერად ითვლება. ჩინური პრესა გვირჩევს წითელ, შავ, ვერცხლისფერ და ოქროსფერ ტანსაცმელსა და აქსესუარებს.

რაც შეხება ინტერიერს, აქ თამამად შეგიძლიათ მწვანე ფერის გამოყენება - მაგალითად, მწვანე ბალიშები, გადასაფარებლები, ნახატები... შეარჩიეთ მწვანე მცენარეები, რათა ოთახში შეიტანოთ ბუნების მაცოცხლებელი ენერგია. საუკეთესო ვარიანტი იქნება ბუნებრივი მწვანე ფერის გამოყენება და არა მისი ხელოვნური ტონები.
ოღონდ დაიმახსოვრეთ - ინტერიერშიო მწვანე ფერი სწორად უნდა გამოიყენოთ: თუკი ოთახში მწვანე ფერი 20%-ს გადააჭარბებს, შიუძლება, ფორიაქის განცდა შქმნას.

რა უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე 2024-ში ფენ შუის მიხედვით?

საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა გქონდეთ ტკბილეული. გამოაცხვეთ დრაკონის ფორმის ნამცხვრები, რომ წლის სიმბოლოს გული მოიგოთ და მისი თქვენს ცხოვრებაზე მისი სასარგებლო გავლენა გააძლიეროთ.

ახალი წლის ღამეს სუფრაზე „იღბლიანი ხილიც“ უნდა გქონდეთ: მრგვალი ფორმის ხილი - კეთილდღეობისთვის, ფორთოხალი - ფინანსური მდგომარეობის გასაძლიერებლად, ყურძენი, ანანასი, მანგო - ოჯახური კავშირების გასამყარებლად და ლიმონი - უარყოფითი ვიბრაციის აღმოსაფხვრელად.

„ფანთაიმი“ ბედნიერ ახალ წელს გისურვბთ!

ამავე თემაზე:

ნივთები, რომლებიც ფენ შუის „შავ სიაშია“

ფენ შუის 5 აკრძალვა სამზარეულოში



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უყვარს კატას ბანაობა?

რატომ არ უყვარს კატას
ბანაობა

როგორ იქცა ზოლიანი მაისური მეზღვაურ...

როგორ იქცა ზოლიანი
მაისური მეზღვაურების
უნიფორმად?

ქერა ფერადკანიანები - მეცნიერები დი...

ფერადკანიანი, ქერა
ადამიანები მელანეზიაში

რატომ სხედან ტაძარში კათოლიკეები და...

კათოლიკეები

6 მიზეზი იმისთვის, რომ წვიმაში სიარ...

6 მიზეზი იმისთვის, რომ
წვიმაში სიარული
შეიყვაროთ

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

შალიანის ხატი, სვანეთი

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი