იცით თუ არა

6 ყველაზე დიდი მიწისქვეშა თავშესაფარი მსოფლიოში

fun time

14:10 შაბ. 28 მაისი, 2022 წელი

ბუნკერი აშშ-ში

14
დაკოპირებულია

ამბობენ, რომ მსოფლიოში ბევრი საიდუმლო მიწისქვეშა თავშესაფარი არსებობს, რომლის შესახებ არავინ არაფერი იცის და ეს წინდახედული მილიარდერების შიშებს უკავშირდება. თუმცა არსებობს ბუნკერები წარსულიდან, რომლებიც მუზეუმებადაც კი არის გადაკეთებული. 

Templewo (ჩეხეთი)

მიწისქვეშა თავშესაფარი, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდია, ჩეხეთში მდებარეობს. 330 ჰექტარზე განთავსებული 4-დონიანი თავშესაფარი 5 ათას ადამიანზეა გათვლილი! თავშესაფრის ბინადრებს არც ისე სასიამოვნო პირობებში მოუწევთ ცხოვრება, რადგან თავდაპირველად ეს ადგილი ნაკლებად მომთხოვნი სტუმრებისთვის - 180 ბირთვული ქობინისთვის იყო გათვლილი. გაცილებით კომფორტულია თავშესაფრის მომსახურე პერსონალისთვის გამოყოფილი სივრცე.

ბარლინგტონი (ინგლისი)

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ეს მთელი მიწისქვეშა ქალაქია, თავისი საავადმყოფოებით და პაბით. ბუნკერი განთავსებულია ბარლინგტონის ყოფილ მაღაროებში. 4000 ბრიტანელი საჯარო მოსამსახურისთვის საიდუმლო თავშესაფარი გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენდა, თუმცა მის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 2013 წელს გაასაჯაროვეს. მიწისქვეშა ქალაქი 240 ჰექტარზეა განთავსებული.

პროექტი 816 (ჩინეთი)

ამ უზარმაზარი ბუნკერის მშენებლობა 20 წელი გაგრძელდა, მაგრამ 2002 წელს ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ თავშესაფრის საჭიროება გაქრა. ამ დროისთვის უკვე აგებული იყო 9 დონეზე განთავსებული 104 ათასი კვ.მ. მიწისქვეშა ნაგებობები. ამჟამად თავშესაფარი ტურისტების ატრაქციონია, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ვიზიტორებს სთხოვენ, თავი შეიკავონ სურათების გადაღებისგან და არავის უამბონ ნანახის შესახებ.

Eben-Emael (ბელგია)

მეორე მსოფლიო ომის დროს ბელგიურ სოფელ ებენ-ემელთან, 45 ჰექტარზე უზარმაზარი მიწისქვეშა თავშესაფარი ააგეს. რკინაბეტონის კონსტრუქციები ისე ღრმად განათავსეს მიწაში, რომ ზედაპირზე თითქმის არაფერი ჩანდა. აქვე ახლოს მდებარეობდა ყაზარმები, რომლებიც ფრონტის ხაზს 4 კილომეტრიანი მიწისქვეშა გვირაბებით უკავშირდებოდნენ.

თავშესაფარი (ჩინეთი)

ბუნკერს სახელი არ აქვს და მის დასათვალიერებლად ტურისტებიც არასოდეს მოჰყავთ, მაგრამ ეს მაინც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი თავშესაფარია. 90 ათასი კვ.მ. განთავსებულ თავშესაფარს 200 000 ადამიანის დატევა შეუძლია, მაგრამ მხოლოდ ორიოდე კვირით. მიწისქვეშა თავშესაფარი სხვადასხვა სტიქიური უბედურების დროს შანხაის მოსახლეობისთვის აიგო.

გრინბრაიერი (Grinbrayer, აშშ)

ცივი ომის პერიოდში, 1950-იან წლებში ეს ბუნკერი აშშ-ს კონგრესის წევრებისთვის აშენდა. აქ ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში 1100 ადამიანი შეაფარებდა თავს. ბუნკერი 25 მეტრის სიღრმეზეა და აქ 30 წლის განმავლობაში სრული მზადყოფნა იყო. 1988 წელს აშშ-ს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საფრთხემ გადაიარა და ახლა აქ ნებისმიერ ტურისტს შეუძლია შესვლა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში