იცით თუ არა

7 ქვეყანა, სადაც ახალი წელი 1-ელ იანვარს არ დგება

fun time

12:00 შაბ. 25 დეკემბერი, 2021 წელი

ქვეყნები, სადაც ახალი წელი
1-ელ იანვარს არ დგება

14
დაკოპირებულია

საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ახალი წელი 31 დეკემბრის ღამეს დგება, მაგრამ ყველგან ასე არ არის. ეს 7 ქვეყანა  ახალ წელს ჩვენთან ერთად არ ზეიმობს:

1. საუდის არაბეთი

საუდის არაბეთში ახალი წლის 1-ელ იანვარს აღნიშვნა ოფიციალურად აკრძალულია. ადგილობრივი პოლიცია აკონტროლებს, რომ მაღაზიებმა საახალწლო საქონლით ვაჭრობა არ სცადონ და გასართობ დაწესებულებებსა და ქუჩებში სადღესასწაულო ღონისძიებები არ გაიმართოს. ამ სახელმწიფოში ყველა დღესასწაული რელიგიური წესებით განისაზღვრება. საუდის არაბეთში ახალი წელი 21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დღეს დგება.

2. ირანი

ირანი სპარსული კალენდრით ცხოვრობს. ახალი წელი აქაც 21 მარტს აღნინიშნება და ნავრუზის დღესასწაულს ემთხვევა. ნავრუზი — გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაულია, რომელიც თურქ და ირანელ ხალხებში აღინიშნება. სიტყვა ნავრუზი სპარსული ენიდან მომდინარეობს და „ახალ დღეს“ ნიშნავს. აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობის დროს. ნავრუზი უფრო ტრადიციაა, ვიდრე ისლამური რიტუალი და სწორედ ამით განსხვავდებიან ირანელები არაბებისგან.

3. ისრაელი

ისრაელში 1-ლი იანვარი ჩვეულებრივი სამუშაო დღეებისგან არაფრით განსხვავდება. აქ ახალ წელს ებრაული კალენდრის მიხედვით აღნიშნავენ. თარიღი დამოკიდებულია ახალმთვარეობაზე, ამიტომ ის მუდმივად იცვლება. ყველაზე ხშირად სექტემბერ-ოქტომბერს ემთხვევა.

4. ინდოეთი

ინდოეთში უამრავი კულტურისა და ტრადიციის შეხვედრის ადგილია, ამიტომ ახალ წელს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა დროს აღნიშნავენ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ახალი წელი ოფიციალურად 22 მარტს დგება, კერალას შტატში მას 13 აპრილს, ხოლო სამხრეთ შტატებში შემოდგომის შუა რიცხვებში ზეიმობენ.

5. ჩინეთი

ტრადიციულად, ჩინეთში ახალ წელს ზამთრის ბუნიობის შემდეგ მეორე ახალმთვარეობას აღნიშნავენ - ეს 21 იანვრიდან 21 თებერვლამდე პერიოდში უწევს. ამ დღეს ხმაურიანი ფესტივალები და ფეიერვერკები ეწყობა, ფარნების ფესტივალები და ოჯახური წვეულებები იმართება.

6. ვიეტნამი

ვიეტნამური ახალი წელი - ტეტი - ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი დღესასწაულია. მას იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში აღნიშნავენ. ეს ოჯახური დღესასწაულია, ამიტომ ვიეტნამელები ცდილობენ, სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდნენ. ტეტის მასშტაბები შთამბეჭდავია! დღესასწაული შეიძლება ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს.

7. ბანგლადეში

ბანგლადეშში ახალ წელს 14 აპრილს აღნიშნავენ და მას „ბენგალიურს“ უწოდებენ. ამ დღეს ყველა ადამიანი ღამის ბარებში და პარკებში მიდის, მათთვის გასართობი ღონისძიებები ეწყობა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა

საკმევლის თვისებები

საკმევლის თვისებები