იცით თუ არა

დღეგრძელობის კოდი - როგორ მივხვდეთ ადამიანი დიდხანს იცოცხლებს თუ არა?

fun time

12:00 ორშ. 17 მაისი, 2021 წელი

დღეგრძელობის
წინაპირობები

14
დაკოპირებულია

რა თქმა უნდა, ზუსტად ვერავინ იტყვის რამდენ წლამდე იცხოვრებს ადამიანი, მაგრამ არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომელიც მიუთითებს იმაზე, აქვს თუ არა ადამიანს ხანდაზმულობამდე მიღწევის შანსი.

დაბადება

თუ ადამიანი ოჯახში ერთადერთი ბავშვი არ არის, უნდა გავიგოთ მერამდენე შვილია. საქმე ისაა, რომ ქრონიკული დაავადებები უფროს შვილებს მეტად უვლინდებათ, ვიდრე შუათანა და უმცროს შვილებს.
შესაბამისად, ნაბოლარას მეტი შანსი აქვს, რომ ხანდაზმულობამდე მიაღწიოს, ვიდრე უფროსს.

ხელის ჩამორთმევა

ყურადღება მიაქციეთ, ადამიანი მისალმების დროს ხელს ხელზე მაგრად უჭერს თუ არა. თუ ხელს მაგრად გიჭერთ, დიდი ალბათობით ცხოვრებიდან ადრე არ წავა.

თმის ცვენა

ალოპეცია კარგის ნიშანი არასოდესაა. თუ ადამიანი თმის საფარს სწრაფად კარგავს და მელოტდება, იზრდება რისკი, რომ გულის პრობლემები ექნება. ადამიანს, რომელსაც ხშირი და ჯანმრთელი თმა მიჰყვება, მეტი შანსი აქვს, რომ დღეგრძელთა რიგებს შეუერთდეს.

რელიგია

მეცნიერებმა ვერ განმარტეს, ასე რატომ ხდება, მაგრამ სიცოცხლის ხანგრძლივობასა და რელიგიურობას შორის კავშირი დაადასტურეს. თუ ადამიანი ეკლესიაში რეგულარულად დადის, ის ბევრად უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე ის, ვინც ამას არ აკეთებს. ღმერთის რწმენა არა მხოლოდ მარადიულ სიცოცხლეს გვპირდება, არამედ სიცოცხლესაც გვიხანგრძლივებს.

საჩვენებელი თითის სიგრძე

A) ადამიანები, რომლებსაც საჩვენებელი თითი არათითზე უფრო გრძელი აქვთ, დაავადებების მიმართ უფრო მაღალი რისკის წინაშე დგანან.

B) თუ თუ საჩვენებელი თითი არათითზე მოკლეა, დიდი ალბათობით, ადამიანს სერიოზული დაავადება არ ემუქრება და ხანგრძლივი სიცოცხლის მეტი შანსი აქვს.

დაბოლოს, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია განწყობა. როდესაც ადამიანი მომავალს იმედით შეჰყურებს, ბედნიერებისთვის მცირე მიზეზიც ჰყოფნის და ყოველი დილის გათენება ახარებს, დღეგრძელობის მეტი შანსი აქვს.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ იქცა ამერიკული აბრევიატურა OK...

ამერიკული აბრევიატურა OK

შექმნეს ნაყინი, რომელიც არ დნება (v...

Kanazawa Ice cream

მამაკაცებს ქალებზე ცუდი სმენა აქვთ?...

მამაკაცებს ქალებზე ცუდი
სმენა აქვთ?

თუ სახლში შენიშნეთ, გაუფრთხილდით —...

რატომ არ უნდა მოკლათ
მრავალფეხა

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი