იცით თუ არა

ესპანეთში ზღვაში მოშარდვისთვის ჯარიმა 300 ევროდან 750 ევრომდე იზრდება

fun time

19:49 შაბ. 6 ივლისი, 2024 წელი

ზღვა ესპანეთში

14
დაკოპირებულია

ესპანეთი ევროპის სამხრეთში, პირენეის ნახევარკუნძულზე მდებარე სახელმწიფოა, რომელსაც  დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ატლანტის ოკეანე, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან კი ხმელთაშუა ზღვა ესაზღვრება. ტურიზმი ამ ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია. 

კორიდისა და ფლამენგოს სამშობლოში ყოველწლიურად 82 მილიონამდე ტურისტი ჩადის, რომ საერთაშორისო სტანდარტის ქვიშის პლაჟებზე გაირუჯოს და კამკამა ზღვით ისიამოვნოს. მეტი ტურისტის მოზიდვის მიზნით ესპანეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ზღვის წყალი უფრო სუფთა და კამკამა გახადოს და ზღვაში მოშარდვისთვის ჯარიმა 300 ევროდან 750 ევრომდე გაზარდოს. მედია არ აკონკრეტებს, როგორ გამოავლენენ მორიგე მაშველები წესების დამრღვევებს.

ჯარიმა მალაგას მუნიციპალიტეტის 25 პლაჟზე ამოქმედდება. საკრებულომ ინიციატივა უკვე დაამტკიცა, მაგრამ კანონის ოფიციალურად მიღებამდე მან საჯარო განხილვა უნდა გაიაროს - იუწყება The Independent.

ამის გარდა, უსაფრთხოების ზომების გაძლიერებისთვის, ხელისუფლება აპირებს წყალში ბურთებით თამაში და წინასწარი თანხმობის გარეშე სანაპიროზე ქოლგებით წვეულებების მოწყობა აკრძალოს.

მალაგას საქალაქო საბჭომ 21 ივნისს დაამტკიცა სპეციალური გეგმა, რომელიც მიზნად ზაფხულის სეზონზე ტურისტების დიდი ნაკადის შედეგად კურორტისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას ისახავს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული