იცით თუ არა

გატეხეთ თეფში მეზობლის კართან, იხტუნავეთ და მეკვლედ შავგვრემანი დაპატიჟეთ - სახალისო საახალწლო ტრადიციები

fun time

18:00 პარ. 9 დეკემბერი, 2022 წელი

საახალწლო ტრადიციები

14
დაკოპირებულია

გთავაზობთ 10 უცნაურ საახალწლო ტრადიციას სხვადასხვა ქვეყნიდან და თუ რომელიმე მოგეწონებათ, გაიმეორეთ, რატომაც არა...

1. დაწვი ძველი წელი

ეკვადორსა და მექსიკაში ერთი საინტერესო საახალწლო ტრადიცია არსებობს. კერძოდ, ადამიანის ფორმის ფიგურას გაზეთებით ავსებენ და ღამის 12 საათზე წვავენ. ფიტული განასახიერებს ყველაფერ ცუდს, რაც ძველ წელს უნდა დარჩეს. ფიტულს ზოგან el viejo ეძახიან (ბაბუა, მოხუცი), ზოგან კი año viejo (ძველი წელი).

ხანდახან ფიტულს არაპოპულარულ პოლიტიკოსს ან ფილმის უარყოფით პერსონაჟს ამსგავსებენ. ან ბოროტი მულტფილმის პერსონაჟი. ძველი წლის დაწვა მუსიკისა დ მხიარული შეძახილების თანხლებით ხდება.

2. ღამის 12 საათზე ყურძნის 12 მარცვალი მიირთვი

თუ ძველი წლის ბოლო წუთს მწვანე ყურძნის 12 მარცვალს შეჭამთ, მომავალი 12 თვის მანძილზე იღბალი არ მიგატოვებთ. ყოველ შემთხვევაში, ესპანეთსა და ლათინურ ამერიკაში მცხოვრებ ადამიანებს ამის მტკიცედ სწამთ.
ყურძნის ჭამა გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე შამპანურში ჩაყრილი ფერფლის დალევა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ რიტუალის შესასრულებლად, სურვილი წინასწარ უნდა ჩაიფიქროთ და ყოველ წუთს თითო მარცვალი უნდა მიირთვათ. ყურძენი უნდა მიირთვათ.

3. გატეხეთ თეფში მეზობლის კართან

ახალი წლის ღამეს დანიელები მეზობლის სახლში და მის კართან თეფშს ან ჭიქას ამტვრევენ დ ეს თბილი გრძნობების გამოვლინებად ითვლება.რაც უფრო მეტი ნატეხი დაგხვდებათ დილას კართან, მით უფრო მეტი ადამიანი გისურვებთ ბედნიერებას. გატეხეთ მეზობლის კართან თეფში და ბედნიერება უსურვეთ, თუმცა მანამდე დარწმუნდით, რომ თქვენს ჟესტს სწორად გაიგებენ.

4. მიანარცხეთ კედელს პური

ძველი წლის ბოლო წუთს, 12 საათის დადგომამდე ირლანდიელები სახლიდან ბოროტ სულებს, ცუდ იღბალს და ყველანაირ ნეგატივს დევნიან და ამ მიზნს პურის კედელზე მინარცხებით აღწევენ. სახლის ბოროტი ძალებისგან გაწმენდის შემდეგ ირლანდიელები შესასვლელ კარზე აკაკუნებენ და კეთილ სულებს, კარგ განწყობას და წარმატებას სახლში იწვევენ. წარმოიდგინეთ თქვენი ახლობლების სახეები თუ ირლანდიური ტრადიციის გამეორებას გადაწყვეტთ. და რატომაც არა?

5. ჩაიცვით წითელი საცვალი

რწმენა, რომ საცვლის ფერი მომავალ წელს თქვენს ბედს განსაზღვრავს, ბევრ ქვეყანაში არსებობს. მაგალითად, მექსიკაში, ბოლივიაში, ბრაზილიასა და ჩილეში მიაჩნიათ, რომ ახალი წლის ღამეს წითელი საცვლის ჩაცმა სიყვარულსა და რომანტიკას მიიზიდავს.

6. ჩაიცვით კოპლებიანი სამოსი

ფილიპინელებს სწამთ, რომ მსგავსი მსგავსს იზიდავს, შესაბამისად, მრგვალი კოპლები მონეტებს მიიზიდავს. დამაჯერებლად ჟღერს, არა? ახალი წლის ღამეს ფილიპინელები კოპლებიან სამოსს იცვამენ, ფორთოხალს ან სხვა მრგვალ ხილს მიირთმევენ და ჯიბეებს მონეტებით ივსებენ. ჩაიცვით ახალ წელს კოპლებიანი კაბა ან პერანგი და თავად დარწმუნდით მუშაობს თუ არა ფილიპინელების რიტუალი. ბოლოს დ ბოლოს, თუ ვერ გამდიდრდით, წვეულებაზე გამორჩეულად ჩაცმული მაინც იქნებით.

7. იხტუნავეთ

ფილიპინელები ახალი წლის დადგომას ხტუნვით ხვდებიან. ამასთან, ხტუნავს ყველა - დიდიც, პატარაც, ბავშვიც და მოხუციც. სცადეთ, მეგობრებთან ერთად იხტუნოთ - ეს იღბალსაც მოგიტანთ და საახალწლო სუფრის კალორიების დაწვაშიც დაგეხმარებათ.

8. დაპატიჟეთ შავგვრემანი ადამიანი

შოტლანდიურ ფოლკლორში არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა - quaaltagh, ან qualtagh, რაც დაახლოებით ითარგმნება როგორც „მეკვლე“ ან „პირველი ფეხი“. ასე ჰქვია ადამიანს, რომელიც ახალი წლის დადგომის შემდეგ სახლში პირველი შემოდის. თუ მას მუქი თმა აქვს და საჩუქრად მონეტები, ქვანახშირი, პური, მარილი და ვისკი მოაქვს, მაშინ მომავალი წელი წარმატებული იქნება.

რატომ არ გამოდგებიან ქერები ამ რიტუალისთვის, უცნობია, მაგრამ შოტლანდიელები დარწმუნებულები არიან, რომ წითური ქალის მეკვლეობა დაუშვებელია, რადგან ასეთ ქალებს უბედურება მოაქვთ.

9. გადაყარეთ ნაგავი

ახალი წლის წინ სახლის დალაგება და ნაგვის გატანა ყველასთვის ცნობილი ტრადიციაა, მაგრამ ზოგ ქვეყანაში სახლის დალაგებას ზედმეტი გულმოდგინებით ეკიდებიან. მაგალითად, იტალიაში ძველი ტაფების ფანჯრიდან გადაყრა არავის უკვირს. სამხრეთ აფრიკაში, კერძოდ იოჰანესბურგში სახლების სახურავებიდან არა მხოლოდ ტაფებს, თეფშები და კოვზებს, არამედ ძველ ტელევიზორებს, მაცივრებს და მიკროტალღურ ღუმელებსაც ყრიან.
ახალი წლის ღამეს იოჰანესბურგში მოსახლეობას იშვიათად შეხვდებით, ამიტომ უცნაური ტრადიციისგან ძირითადად, პოლიციელები ზარალდებიან. ამის თავიდან ასაცილებლად, ახალი წლის დადგომამდე პოლიციელები შვეულმფრენებიდან სახლების სახურავებზე ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სამალავებს ეძებენ.
თქვენც ასევე შეგიძლიათ სახლიდან ძველი და უსარგებლო ნივთები მოიცილოთ, მაგრამ არა ფანჯრიდან - თქვენ იოჰანესბურგში არ ხართ.

10. უსმინეთ შინაურ ცხოველებს

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ ახალი წლის ღამეს ცხოველები და ფრინველები მეტყველების უნარს იძენენ. ამიტომ ახალი წლის დადგომისთანვე ფერმერები სახლიდან გამოდიან და თავლებში შედიან, რომ ცხოველების ხმები მოისმინონ. ვისაც გაუმართლებს, მთელი წელი ბედნიერი და წარმატებული ექნება.

იმედი გვაქვს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მხიარული ტრადიციები თქვენც გაგამხიარულებთ, თუმცა დარწმუნდით, რომ თქვენს გართობას მეზობლები და ოჯახის წევრები გაგებით შეხვდებიან.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რას გულისხმობდა რომაელი პოეტი, როდე...

დეციმუს იუნიუს იუვენალი

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აქვთ კ...

მეცნიერებმა გაარკვიეს,
რატომ აქვთ კატებს
ვერტიკალური გუგები

როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც ორი...

სოფელი ბარლი (Baarle) - ორი
ქვეყნის საზღვარი

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში ბავშვებს ს...

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში
ბავშვებს სიცივეში?

რატომ მალავენ კატები საკუთარ ექსკრე...

კატის ტუალეტი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რატომ ჭამენ ჩინელები ჩიტის ბუდეებს?

სალაგანის ბუდე

რატომ არ სვამს ალკოჰოლს ტრამპი? - 1...

დონალდ ტრამპი მამასთან
ერთად