იცით თუ არა

გავიალი - ნიანგის ერთადერთი სახეობა, რომელიც ადამიანს არ ერჩის

fun time

16:00 ოთხ. 24 ივლისი, 2024 წელი

გავიალი - ნიანგის
ერთადერთი სახეობა,
რომელიც ადამიანს არ ერჩის

14
დაკოპირებულია

გავიალი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ნიანგია, რომელიც ინდოეთში, ნეპალში და პაკისტანში ბინადრობს. მისი სიგრძე 6 მეტრს, წონა კი 180 კილოს აღწევს.

 

თუ ავსტრალიაში მობინადრე ქედიანი ნიანგის ნაკბენი ლომისა და ვეფხვის ნაკბენზე სამჯერ უფრო ძლიერი და მტკივნეულია, გავიალს კბენა უჭირს.

მას თავის ქალაზე 5-ჯერ ვიწრო ყბები აქვს, ბუნებრივია, ასეთი ყბებით ადამიანის დაკბენა ან შეჭმა შეუძლებელია. ცნობისთვის, გავიალმა თავისი სახელი ინდური ენიდან, სწორედ გრძელი და ვიწრო ყბების დამსახურებით მიიღო.

თუ სხვა სახეობის ნიანგები ხმელეთზე საათში 10/12 კმ. საათში სიჩქარეს ავითარებენ, გავიალს სიარული თითქმის არ შეუძლია. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სხვა ნიანგებზე უარესები არიან. უბრალოდ, მტაცებლები არ არიან და საკუთარი სიამოვნებისთვის ცოცხლობენ.

ვიწრო პირით ადამიანებზე და დიდ ცხოველებზე ნადირობა შეუძლებელია, სამაგიეროდ, თევზის დასაჭერად ეს იდეალური ყბის ფორმაა. გავიალები თევზს იმდენად ოსტატურად იჭერენ, რომ მეთევზეები კონკურენციის გამო, თავიდან იცილებენ.

მართალია, ჩვენს გმირს ხმელეთზე მოძრაობა უჭირს, მაგრამ წყალში თავს თევზივით გრძნობს. ნიანგების უმეტესობისგან განსხვავებით, მას შეუძლია წყალში რამდენიმე დღე დარჩეს. ქვეწარმავალი ნაპირზე მხოლოდ გასათბობად და გასამრავლებლად ამოდის.

გავიალები მხოლოდ 10 წლის შემდეგ მრავლდებიან. შეჯვარების პერიოდში მამრებს ცხვირზე დიდი „კეხი“ ამოსდის, რომლითაც დედალ გავიალებს იზიდავენ. ქვეწარმავალი კვერცხებს ნაპირის სიახლოვეს დებს. კვერცხებიდან პატარა გავიალები იჩეკებიან, რომლებსაც დედა გულმოდგინედ იცავს, თუმცა ზრდასრულ ასაკს 40-დან მხოლოდ 1 აღწევს.

დღეს ნიანგის ეს სახეობა გადაშენების პირასაა. მათზე ნადირობენ მეთევზეები, ექიმბაშები და ყველა, ვისაც ნადირობა არ ეზარება. როგორც ჩანს, საშიშ ნიანგად ყოფნა ბევრად უფრო მოგებიანია.

ესეც საინტერესოა:

ახალი კვლევა: ნიანგებს შეჯვარების გარეშე გამრავლება შეუძლიათ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა

საკმევლის თვისებები

საკმევლის თვისებები