იცით თუ არა

ღმერთის არსებობის მე-6 მტკიცებულება

fun time

18:00 პარ. 12 მარტი, 2021 წელი

კანტი ღმერთის შესახებ

14
დაკოპირებულია

როცა დიდმა გერმანელმა ფილოსოფოსმა იმანუელ კანტმა სრულად გააცამტვერა შუა საუკუნეების ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსისა და ღვთისმეტყველის თომა აკვინელის 5 მტკიცებულება, რომლებიც ღმერთის არსებობას ადასტურებდა, თავად მე-6 მტკიცებულება აღმოაჩინა.

 

გახსოვთ მიხეილ ბულგაკოვი, რომლის „ოსტატი და მარგარიტაში“ ერთ-ერთი პერსონაჟი ღმერთის არსებობის მე-6 მტკიცებულებაზე საუბრობს, რაზეც მეორე პერსონაჟი პასუხობს: „ეს კანტი, ასეთი მტკიცებულებებისთვის, სამი წლით სოლოვეცკის კუნძულებზე უნდა გაუშვა“ (სოლოვეცკის კუნძულებზე საპყრობილე მდებარეობდა).

მორალი ლოგიკის წინააღმდეგ

კანტმა თომა აკვინელის 5 მტკიცებულება სამ მიმართულებად დაყო:
ონტოლოგიური (მოძღვრება ყოფიერების შესახებ);
კოსმოლოგიური (მეცნიერება სამყაროს შესახებ);
თეოლოგიური (სწავლება ღმერთის არსის შესახებ).

ღმერთის არსებობის ამგვარ მტკიცებულებებს კანტი კატეგორიულად არ ეთანხმებოდა, ამიტომ ჩამოაყალიბა თავისი მტკიცებულება - მორალური.

კანტი აღიარებდა დეტერმინიზმის პრინციპს ანუ მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთობებს, რაც, ფაქტობრივად, სამყაროს ძირითადი კანონია. მას ადამიანი ემორჩილება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც საკუთარი არჩევანით მოქმედებს ამა თუ იმ გადაწყვეტილების სასარგებლოდ - ანუ თავისუფალია. თავისუფალი ნება კი იგივეა, რაც მორალურ კანონებში მოქცეული ნება, - ამბობდა კანტი.

საიდან ჩნდება ადამიანში მორალური კანონები?

კანტი მიიჩნევდა, რომ მორალი თავიდანვე იდო ადამიანის ხასიათში (ისევე, როგორც, მაგალითად, სილამაზის შეცნობა, საზოგადო ამბებზე ფიქრი და ა.შ.) და მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადამიანია და ღმერთისგან მიიღო!

მორალი ზოგჯერ ლოგიკისა და პრაგმატულობის საწინააღმდეგო მოქმედებისკენ გვიბიძგებს. ამ შინაგან მოთხოვნილებას კანტმა კატეგორიული იმპერატივი უწოდა. სწორედ ის სთხოვს ადამიანს, მაგალითად, შევარდეს ცეცხლმოკიდებულ სახლში, რათა იქიდან უცხო ადამიანი გამოიყვანოს. ამ დროს ლოგიკა ეუბნება, რომ შეიძლება დაიღუპოს, თუმცა მორალური კანონები „ადამიანური საქციელისკენ“ მიმართავს.

ამგვარად, კანტისმიერი მტკიცებულება ღმერთის არსებობისა, ეფუძნება არა სამყაროს მოწყობის საკითხს, არა - მის მოძრაობას და ა.შ., არამედ შინაგან, სულიერ, ადამიანურ თვისებას.

ღმერთის მე-6, კანტისეული მტკიცებულება თითოეულ ჩვენგანში იჩენს თავს იმ დროს, როცა, სამყაროს ძირითადი კანონის ნაცვლად, კატეგორიული იმპერატივის კანონს ვემორჩილებით და მორალის კარნახით ვმოქმედებთ.

კანტის მე-6 მტკიცებულება,
ნაწყვეტი ფილმიდან„ოსტატი და მარგარიტა“, მიხეილ ბულგაკოვის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბეთჰოვენის მუსიკა კიბოს უჯრედების ს...

ბეთჰოვენის მუსიკა და
კიბოს უჯრედები

რატომ არ დაჟანგდა ტუტანხამონის რკინ...

ტუტანზამონის ხანჯალი

ჩინური სიბრძნე — როგორ გადავიტანოთ...

ჩინური სიბრძნე

რატომ ტირიან ადამიანები? - ნახეთ მე...

რატომ ტირიან ადამიანები?

ბზიკი და ფუტკარი – რა განსხვავებაა...

ბზიკი და ფუტკარი – რა
განსხვავებაა მათ შორის

ვინ და როდის გამოიგონა გლობუსი?

ვინ გამოიგონა გლობუსი

მაცუტაკე - ძვირად ღირებული სოკოს სა...

სოკო მაცუტაკე

რატომ არის კალათბურთის ბურთი ნარინჯ...

რატომ არის კალათბურთის
ბურთი ნარინჯისფერი?

რატომ არის გველი მედიცინის სიმბოლო?

მედიცინის სიმბოლო
მითოლოგიაში