იცით თუ არა

გველის ღვინო - გარისკავთ დალევას?

fun time

15:19 კვი. 25 დეკემბერი, 2022 წელი

გველის ღვინო

14
დაკოპირებულია

კომპანია Skyscanner-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად,  ტურისტები სუვენირებზე ყოველწლიურად თითქმის ექვს მილიარდ ევროს ხარჯავენ. სუვენირების თითქმის მეექვსედი მაშინვე სანაგვეში ხვდება, თუმცა ალკოჰოლური სასმელი - არასდროს! 

მსოფლიოში გავრცელებული ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური სახეობა გველის ღვინოა - ამ დაბალალკოჰოლური სასმელის მთავარი ინგრედიენტი ბოთლში მოთავსებული შხამიანი გველია.

გველის ღვინის სამშობლოდ ვიეტნამი ითვლება, რადგან ღვინის მომზადების ტრადიცია სწორედ ამ ქვეყანაში გაჩნდა, შემდეგ კი მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გავრცელდა, სადაც პოპულარობის პიკს მიაღწია.

აზიაში გველი სიბრძნისა და დღეგრძელობის სიმბოლოდ მიიჩნევა, გველის ნაყენის დალევა კი მისი ძალის მიღებას ნიშნავს.

ამ უჩვეულო ღვინის დასამზადებლად შხამიან გველს სპირტში ან ბრინჯის არაყში ათავსებენ. ამბობენ, რომ ბრინჯის არაყზე დამზადებული ღვინო დახვეწილი არომატით და ნაზი გემოთი გამოირჩევა.

გველში შხამი მთლიანად ეთილის სპირტში იხსნება, ამიტომ ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა.

ღვინოში, გველის გარდა, შეიძლება მორიელი ან ხვლიკიც შეგხვდეთ. ამ უჩვეულო „ინტერიერს“ ღვინის სამკურნალო ეფექტის გასაძლიერებლად, სამკურნალო ბალახები და ფესვები ემატება. სასმელის მატონიზირებელი, თერაპიული და ანტიბაქტერიული ეფექტი დიდწილად სამკურნალო მცენარებზეა დამოკიდებული.

ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სასმელის სწორად გამოყენება. რა თქმა უნდა, ასეთ ღვინოს ყანწებით და ფიალებით ვერ დალევთ. რამდენიმე დღეში ერთხელ ჩაის კოვზით მირთმევა სრულიად უსაფრთხო იქნება.

თუ სასმელის გასინჯვის სურვილი გაქვთ, მაგრამ მის უსაფრთხოებაში ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ, ღვინის ჩაით გაზავება შეგიძლიათ.

გველის ღვინო შეძენა მხოლოდ ვიეტნამში შეგიძლიათ, სამაგიეროდ, არჩევანი მრავალფეროვანია - ზოგ ბოთლში ერთი გველია, ზოგში - ათობით.

გველის ღვინის მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ ეგზოტიკური სასმელი უამრავ დაავადებას კურნავს, თუმცა ზოგის აზრით, სასმელის სამკურნალო თვისებებზე საუბარი გადაჭარბებულია და ეს მყიდველების მოსაზიდად შექმნილი მარკეტინგული ხრიკია.

არსებობს გველის ღვინის ორი სახეობა:

ფერმენტირებული:

დიდ, შხამიან გველს ბრინჯის სპირტში ათავსებენ და ხშირად, პატარა გველებს, მორიელებს, კუს, მწერებს და ფრინველებს ამატებენ. სასმელს ასე ტოვებენ რამდენიმე თვის განმავლობაში, შემდეგ კი ძალიან პატარა ჭიქებით მიირთმევენ.

შერეული:

გველის წვენს ღვინოში ურევენ და პირდაპირ მიირთმევენ. გველის სისხლის ღვინო გველისთვის თავის მოჭრის შემდეგ მზადდება. გველის სისხლს ჭიქაში ასხამენ, ბრინჯის ღვინოსთან ან სპირტთან ურევენ და სვამენ.

დღეისთვის, გველის ღვინის იმპორტი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში იკრძალება, რადგან კობრას და გველის ბევრ სხვა სახეობას გაქრობა ემუქრება.

ესეც საინტერესოა:

გველის ნაკბენი - პირველადი დახმარება

გველების კუნძული, სადაც ადამიანის ფეხი აკრძალულია!

მაკედონელი და მისი ღვინის სმის კონკურსი, რომელშიც ყველა მონაწილე დაიხოცა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში