იცით თუ არა

გველის ნაკბენი - პირველადი დახმარება

fun time

18:21 ოთხ. 6 ივლისი, 2022 წელი

გველის ნაკბენი - პირველადი
დახმარება

14
დაკოპირებულია

მთავარი რჩევაა - ისე მოვიქცეთ, რომ გველმა არ გვიკბინოს. ამიტომ ბალახიან ადგილებში სასურველია დახურული ფეხსაცმლით სიარული. დააკვირდით, სად მიდიხართ ან რა ადგილას ჯდებით. თუკი გველს დაინახავთ - ნუ გამოიწვევთ მას, რადგან, როგორც კი გველს საფრთხე ემუქრება, ის თავდასხმაზე გადადის. თუკი გველის ნაკბენი მაინც ვერ აიცილეთ, გასწავლით, როგორ უნდა მოიქცეთ პირველ წუთებში.

მიმართეთ სპეციალისტებს დასახმარებლად

თუკი გველმა მაინც გიკბინათ, არ ჩავარდეთ პანიკაში. რაც შეიძლება სწრაფად დარეკეთ გადაუდებელი დახმარების სამსახურში და მიეცით მათ მაქსიმალური ინფორმაცია გველის აღწერილობის შესახებ, რათა სპეციალისტებმა შეძლონ საჭირო შხამსაწინააღმდეგო საშუალების შერჩევა.

მანამდე კი:

არ გაინძრეთ

თუკი გველმა გიკბინათ, აქტიური მოძრაობა არ შეიძლება, რადგან მოძრაობის დროს შხამი ორგანიზმში სწრაფად ვრცელდება. ამავე მიზეზით კარგი იქნება, თუკი შეძლებთ ნაკბენ ადგილზე ხელის დაჭერას. მოიხსენით სამკაულები, გაიხადეთ ტანისამოსი, რათა სისხლის ცირკულაცია არ დაიბლოკოს.

არ გამოიყენოთ „ჟგუტი“

ამ დროსაც ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა დაიბლოკება და შხამი ერთ ადგილას დაგროვდება. შედეგად კი ამპუტაციის რისკი დიდია.
არ გამოწოვოთ შხამი პირით, რადგან მომწამვლელი ნივთიერება შესაძლოა, მოხვდეს პირში და უფრო სწრაფად გავრცელდეს მთელ სხეულში.

არ გამოიყენოთ ყინული

ყინულმა შესაძლოა, სისხლის მიმოქცევა შეანელოს ან კანის ქსოვილის გაყინვა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაშიც, ამპუტაცია გარდაუვალია. თუკი შესაძლებლობა გექნებათ, ჩამოიბანეთ ჭრილობა სუფთა წყლით და დაელოდეთ ექიმის მოსვლას. დალიეთ ბევრი წყალი. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ გველის ნაკბენის დროს წყლის მიღებით ორგანიზმიდან შხამი სწრაფად გამოიყოფა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით

თავისუფლების ქანდაკების საიდუმლო —...

თავისუფლების ქანდაკების
საიდუმლო — ვისი სახე აქვს
მონუმენტს?

როგორ გაჩნდა დოლარის ნიშანი და რა კ...

ჰერკულესის სვეტები

რატომ უწოდებენ ინგლისს „ნისლიან ალბ...

რატომ უწოდებენ ინგლისს
„ნისლიან ალბიონს“?

რატომ არ შეიძლება 40 წლის იუბილეს ა...

40 წლის იუბილე

პულენები — რა საიდუმლოს მალავს შუა...

პულენები — რა საიდუმლოს
მალავს შუა საუკუნეების
წვეტიანი ფეხსაცმელი?

რატომ აქვს ჟირაფს გრძელი კისერი?

ჟირაფის მახასიათებლები