იცით თუ არა

ხუთი ჩვევა, რომელიც მოწევაზე არანაკლებ მავნეა

fun time

14:00 ხუთ. 12 აგვისტო, 2021 წელი

ხუთი ჩვევა, რომელიც
მოწევაზე არანაკლებ
მავნეა

14
დაკოპირებულია

სიგარეტი კლავს - ამას ბევრისგან მოისმენთ, მაგრამ არის სხვა ჩვევებიც, რომლებზეც დიდად არ ლაპარაკობენ, თუმცა არანაკლებ მავნეა, ვიდრე მოწევა. რამდენად მოერევით მათ, ეს თქვენი საქმეა, უბრალოდ გეტყვით, რომ ეს აუცილებელია, რათა თქვენი ცხოვრება უფრო საინტერესო და შესაძლოა, ხანგრძლივიც გახდეს.

მარტოობა

სოციალური კავშირების უქონლობა, ბირმინჰემის უნივერსიტეტის ფსიქოლოგ ჯულიან ჰოლტ-ლანსტედის მონაცემებით, ისევე ამოკლებს სიცოცხლეს, როგორც დღეში მოწეული 15 სიგარეტი.

უძრავი ცხოვრების წესი

საოფისე სკამი ქალაქის მცხოვრებთა ჯანმრთელობის მთავარი მტერია. რაც მეტ დროს ატარებს ადამიანი მწოლიარე ან მჯდომარე, მით მეტია ნაწლავების, ფილტვების, საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი. არა აქვს მნიშვნელობა, სამუშაოდან თავისუფალ დროს მისდევთ თუ არა სპორტს: სკამი, სავარძელი და დივანი ადამიანის ნელი მკვლელია.

უძილობა

აშშ-ის დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი აფრთხილებს ამერიკელებს: ძილის დარღვევა ეროვნული მასშტაბის პრობლემაა. ის 50-70 მილიონ ამერიკელს აწუხებს. ძილის უკმარისობა ინფარქტისა და ინსულტის რისკს აძლიერებს და ისევე მავნეა სისხლძარღვებისთვის, როგორც მოწევა.

მზე და სოლარიუმი

2014 წელს ჟურნალ JAMA-ში დაიბეჭდა სტატია, რომელშიც კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ სოლარიუმი კანის კიბოს პროვოცირებას უფრო ხშირად ახდენს, ვიდრე მოწევა - ფილტვის კიბოსას.

უჭმელობა და დაუბალანსებელი დიეტა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველივე ამას სიგარეტზე უფრო მავნედ მიიჩნევს. 2016 წლის გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ არაჯანსაღი კვება მსოფლიოში უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე ერთად აღებული ალკოჰოლი, თამბაქო და დაუცველი სექსი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით

თავისუფლების ქანდაკების საიდუმლო —...

თავისუფლების ქანდაკების
საიდუმლო — ვისი სახე აქვს
მონუმენტს?

როგორ გაჩნდა დოლარის ნიშანი და რა კ...

ჰერკულესის სვეტები