იცით თუ არა

ლომბარდის ისტორია - რა კავშირია სესხის გამცემ დაწესებულებასა და იტალიის პროვინციას შორის?

fun time

12:00 ოთხ. 26 იანვარი, 2022 წელი

ლომბარდის ისტორია

14
დაკოპირებულია

ყველამ ვიცით, რომ ლომბარდი არის დაწესებულებები, რომელიც ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს გასცემს. ლომბარდს, ფაქტობრივად, ქალაქის ყველა კუთხეში ნახავთ, მაგრამ ალბათ არასოდეს დაფიქრებულხართ, რატომ წააგავს ამ დაწესებულების სახელი იტალიის ერთ-ერთი პროვინციის სახელს.

დიახ, იტალიაში არსებობს ცნობილი ადმინისტრაციული რეგიონი - ლომბარდია. რეგიონში, რომლის დედაქალაქი მილანია, ქვეყნის მოსახლეობის მეექვსედი ცხოვრობს. სხვათა შორის, მილანი ჩრდილოეთ იტალიის უდიდესი ქალაქია.

არავითარი შემთხვევითობა, ყველაფერი კანონზომიერია - სიტყვა ლომბარდი ნამდვილად იტალიური პროვინციის სახელიდან მომდინარეობს, რასაც ეტიმოლოგიური ლექსიკონიც ადასტურებს.

ლომბარდია ლაგო-მაჯორეს, ლუგანოს, გარდას და კომოს ტბების რაიონებს მოიცავს. მისი სახელი ძველგერმანული ტომების - ლანგობარდებისგან მომდინარეობს, რომლებიც თანამედროვე იტალიის ტერიტორიაზე ჩვენი წელთაღრიცხვით VI საუკუნეში მოხვდნენ.

ლანგობარდებმა ჯერ ჩრდილოეთი იტალია დაიპყრეს, შემდეგ კი ცენტრალური იტალიის ზოგიერთ ქალაქში დამკვიდრდნენ. იტალიელებმა ტომის სახელი გარკვეულწილად დაამახინჯეს და მომხვდურებს - ლომბარდები, ხოლო მათ სამეფოს ლომბარდია უწოდეს. სამეფო, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, VIII საუკუნეში, კარლოს დიდმა გაანადგურა, მაგრამ სახელი ლომბარდია დღემდე შემორჩა.

რა კავშირია ზემოთ თქმულსა და ლომბარდს შორის?

შუა საუკუნეებში კათოლიკური ეკლესია სარგებლის სანაცვლოდ ფულის გასესხებას გმობდა, ამიტომ ამ საქმიანობას, ძირითადად, ებრაელები ეწეოდნენ, რომლებიც საეკლესიო მცნებებით არ იყვნენ შებოჭილნი - ებრაელებს სარგებლის სანაცვლოდ ფულის გასესხება მხოლოდ ებრაელზე ეკრძალებოდათ.

შუა საუკუნეების ბოლოს იტალიის სავაჭრო ქალაქების მცხოვრებლებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ ფულის სარგებლით გასესხება და, ზოგადად, საბანკო საქმე კეთილდღეობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა და ამ საქმიანობაში თავადაც აქტიურად ჩაერთვნენ.

ფულის გაპროცენტებაში განსაკუთრებული ნიჭი ლომბარდიელებს აღმოაჩნდათ. ამ ბიზნესის ერთ-ერთი ფორმა მატერიალური აქტივებით (ტანსაცმლიდან დაწყებული, სამკაულებით დამთავრებული) უზრუნველყოფილი ფულის სესხი გახლდათ. ლომბარდიელებმა ამ საქმეში იმდენად გაითქვეს სახელი, რომ დროთა განმავლობაში სიტყვა „ლომბარდი“ უწოდეს ადამიანს, რომელიც საკუთრებით უზრუნველყოფილ სესხებს გასცემდა.

დაბოლოს, ლომბარდი შერქვა იმ ადგილსაც, სადაც შეგიძლიათ, ნივთებით უზრუნველყოფილი სესხი აიღოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი