იცით თუ არა

მამრობითი ლაქტაცია - უნარი, რომელიც მამაკაცს სტრესულ სიტუციებში უჩნდება

fun time

18:00 პარ. 5 ნოემბერი, 2021 წელი

რა არის მამრობითი
ლაქტაცია?

14
დაკოპირებულია

ლაქტაცია ანუ ძუძუთი კვების უნარი, როგორც წესი, ქალის და დედის მახასიათებელია, თუმცა სარძევე ჯირკვლები როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში გვხვდება. როგორ წარმოუდგენლადაც არ უნდა ჟღერდეს, ირკვევა, რომ მამაკაცებს შვილების ძუძუთი გამოკვება შეუძლიათ და ამ ფენომენს მამრობითი ლაქტაცია ჰქვია.

ამ ფენომენის შესახებ პირველი ცნობები მე-19 საუკუნის დასაწყოსში, ინგლისელმა ექიმებმა ჯორჯ გულდმა და უოლტერ პაილმა გაავრცელეს. ერთობლივ ნაშრომში „მედიცინის ანომალიები და კურიოზები“, მეცნიერებმა რამდენიმე შემთხვევა აღწერეს, როდესაც კრიტიკულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში მყოფმა მამაკაცებმა დედების ფუნქციები შეითავსეს.

⭕ სამეცნიერო ნაშრომში მოხსენებულია სამხრეთ ამერიკაში მცხოვრები გლეხი, რომლის ცოლმაც ავადმყოფობის გამო რძე დაკარგა. ჩვილი, რომელსაც შიმშილით სიკვდილი ემუქრებოდა, 32 წლის მამამ საკუთარი რძით გამოკვება და სიკვდილისგან იხსნა.

⭕ რამდენიმე წლის შემდეგ დაახლოებით მსგავს სიტუაციაში ბრიტანელი მეზღვაური აღმოჩნდა. ხანგრძლივი ნაოსნობის დროს, გულისხმიერი მეზღვაური გემზე მყოფ ობოლ ჩვილს გულზე ხშირად იხუტებდა და ერთ დღეს გაოცებულმა ძუძუს დვრილებიდან რძის გამოყოფა შენიშნა.

⭕ მამრობითი ლაქტაციის შემთხვევები რამდენიმე წლის წინ, შრი-ლანკაშიც დაფიქსირდა. 2002 წელს ოჯახმა დედა დაკარგა და 7 თვის გოგონას, რომელმაც ხელოვნურ კვებაზე უარი თქვა, შიმშილით სიკვდილი დაემუქრა. რამდენიმე დღის მანძილზე სასოწარკვეთილი მამა ტირილისგან ღონემიხდილ შვილს გულზე იხუტებდა და ერთ დღეს შენიშნა, რომ მკერდზე მაისური დაუსველდა. მამრობითი ლაქტაციის ფაქტი ადგილობრივი საავადმყოფოს შოკირებული ექიმებმა დააფიქსირეს.

მამრობითი ლაქტაციის მეცნიერული ახსნა

ფიზიოლოგიურად, სარძევე ჯირკვლები ყველა მამაკაცს აქვს. უფრო მეტიც, სქესობრივ მომწიფებამდე ბიჭისა და გოგოს მკერდის სტრუქტურა სრულიად იდენტურია.

მდგომარეობა ასაკის მატებასთან ერთად, ჰორმონების გავლენით იცვლება - ქალების მკერდი იზრდება და ანატომიური სტრუქტურაც ეცვლება, მამაკაცების - არა, მაგრამ სტრესულ სიტუაციებში მამაკაცის სხეულს მიძინებული უნარების გაცოცხლება შეუძლია.

რა თქმა უნდა, ნორმალურ სიტუაციაში მამაკაცს ლაქტაცია (სარძევე ჯირკვლიდან რძის გამოყოფა) არ აქვს. ამისთვის ორგანიზმმა ჰორმონ პროლაქტინის ჭარბი გამომუშავება უნდა დაიწყოს.

მამრობითი ლაქტაციის მიზეზი შეიძლება გახდეს:

  • ჰორმონოთერაპია, რომელიც, მაგალითად, ინიშნება პროსტატის კიბოს დროს;
  • ატიპური ანტიფსიქოზური მედიკამენტების გვერდითი მოვლენები;
  • გინეკომასტია - მკერდის გაზრდა, რომელიც შეიძლება იყოს ჭეშმარიტი, როცა მკერდის ჯირკვლის ქსოვილი ოზრდება და ცრუ, როცა სიმსუქნის შედეგად დიდდება მკერდის მოცულობა;

ვარაუდობენ, რომ ევოლუციის ადრეულ საფეხურზე შთამომავლობას მდედრიც და მამრიც საკუთარი რძით კვებავდნენ. ამ მახასიათებელმა ძუძუმწოვრებს საშუალება მისცა, გადარჩენილიყვნენ და გამრავლებულიყვნენ პლანეტაზე, სადაც 60 მილიონი წლის მანძილზე ამფიბიები, ქვეწარმავლები და ფრინველები დომინირებდნენ.

წყარო: www.thehealthboard.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თუ სახლში შენიშნეთ, გაუფრთხილდით —...

რატომ არ უნდა მოკლათ
მრავალფეხა

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა