იცით თუ არა

ნივთები, რომლებსაც სახლში არ უნდა ინახავდეთ

fun time

12:00 ორშ. 25 იანვარი, 2021 წელი

რა ნუივთებს აქვს
უარყოფითი ენერგეტიკა

14
დაკოპირებულია

ნეგატიური ენერგეტიკა მტვრიან და ჭუჭყიან ადგილებში იბუდებს, ამიტომ დაუყოვნებლივ გადააგდეთ ყველა ნივთი, რომელიც სახლის ენერგეტიკას აბინძურებს.

 

✖️ გადაყარეთ გაბზარული ჭურჭელი:

ბევრი დიასახლისი ახალ და ლამაზ ჭურჭელს კარადის თაროებზე, გამოსაჩენ ადგილებზე აწყობს, ყოველდღიურად კი ძველი, დაზიანებული ჭურჭლით სარგებლობს. ჭურჭელზე გაჩენილი ბზარები მისი მფლობელის ცხოვრებაზე აისახება. თუ გსურთ, თქვენი ცხოვრება ნათელი გახდეს, გამოალაგეთ კარადებში შეწყობილი ძვირფასი ჭურჭელი და ყოველდღიურად გამოიყენეთ, ხოლო დაბზარული ჭურჭელი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ, გადაყარეთ;

✖️ გადაყარეთ დახეული ფლოსტები:

დახეული ფლოსტები უარყოფით ენერგიას იზიდავს. ასევე, არასასურველია ძველი, დახეული ტანსაცმლის შენახვა. თუ შეამჩნიეთ, რომ კარადა ძველი და უსარგებლო ტანსაცმლით გაივსო, დაუყოვნებლივ განთავისუფლდით მათგან;

✖️ ნუ გააჩერებთ მოკლული ცხოველების ნარჩენებს და მხეცების პორტრეტებს:

წამებით მოკლული ცხოველების ნარჩენები უარყოფითი ენერგეტიკის მატარებელია. ამასთანავე, ნახატები, რომელზეც ასახულია გარეული მხეცები, შეიძლება, სახლში ნერვიული ატმოსფეროს შემქმნელად მოგევლინოთ;

✖️ ნუ გააჩერებთ სახლში დამტვრეულ საყოფაცხოვრებო ნივთებს და გაბზარულ სარკეს;

✖️ ხვიარა მცენარე გარეთ გაიტანეთ:

ხვიარა მცენარე, ბებიების რწმენით, ისინი დაავადების შემკრებად გვევლინა. ეს მზაკვარი მცენარე მშვენივრად გამოიყურება და სახლის კედლებსა თუ თაროებს ალამაზებს, მაგრამ ამასთანავე, მაგნიტივით იზიდავს ავადმყოფობას. გამოსავალი არსებობს - გაიტანეთ ისინი სახლის გარეთ და ის დაიცავს თქვენს სახლს ავადმყოფობისგან. თუ ხვიარა მცენარე გარეთ გასატანად არ გემეტებათ, ისე გაკრიჭეთ, რომ სახლის კედლებს არ ეფინებოდეს. შესაძლებელია, ტოტებისთვის ლითონის კარკასი გააკეთოთ.

✖️ გამხმარი ჭაობის მცენარე ავადმყოფობას იზიდავს (ყველა - არა):

გამხმარი ჭაობის მცენარის სახლში შეტანა სახიფათოა. ის იზიდავს უბედურებას, ავადმყოფობასა და სიკვდილს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სახლში სხვა გამხმარი ყვავილების შეტანა არ შეიძლება. ლარნაკში მოთავსებული გამხმარი ყვავილების თაიგული სიმყუდროვის ატმოსფეროს ქმნის, კეთილდღეობის მოპოვებაში გეხმარებათ, ანეიტრალებს უარყოფით ენერგეტიკას და იცავს თქვენი ოჯახის წევრებს ეპიდემიებისგან.

✖️ ნუ გაახარებთ სახლში ისეთ ყვავილებს, რომლებსაც, ტრადიციულად, სასაფლაოებზე რგავენ;


✖️ წიწვოვანი ტოტების სახლში შეტანა ცუდის ნიშანია - ეს მხოლოდ ახალი წლის პერიოდშია ნებადართული;


✖️ ნუ შეიტანთ სახლში ნაჩუქარ პალმას - უბედურებას მოგიტანთ;

მაშ ასე 👇
დაიწყეთ საგაზაფხულოდ სახლის გადახალისება და თავიდან მოიცილეთ უსარგებლო ნივთები.
სახლში იქონიეთ ქოთნის ყვავილები და ცხოველების ფიგურები.

ქოთნის ყვავილები მშვენივრად ასახავს მფლობელის სულიერ მდგომარეობას. თუ თქვენ ზრუნავთ ყვავილებზე, ისინი თავიანთი მდგომარეობით განიშნებენ, რამდენად ჯანსაღია სახლის ენერგეტიკა.
ცოცხალი ყვავილების გვერდით თქვენ მიიღებთ მხნეობისა და სიმშვიდის მუხტს.
ცხოველების ფიგურები კი დაიცავს თქვენს სახლს უბედურებისგან და ფულის გადინებისგან.
ძაღლები, დათვები, ვეფხვები და დრაკონები თქვენი ოჯახის მცველები გახდებიან. ჯარისკაცების, მეომრებისა და საბრძოლო სპილოების ფიგურები ენერგეტიკის გამწმენდი საშუალებაა. შემთხვევითი არაა, რომ სპილოების ფიგურებს ბევრი სახლის თაროებზე იხილავთ.


ფოტო: Mikhail Elfimov


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აქვთ კ...

მეცნიერებმა გაარკვიეს,
რატომ აქვთ კატებს
ვერტიკალური გუგები

როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც ორი...

სოფელი ბარლი (Baarle) - ორი
ქვეყნის საზღვარი

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში ბავშვებს ს...

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში
ბავშვებს სიცივეში?

რატომ მალავენ კატები საკუთარ ექსკრე...

კატის ტუალეტი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რატომ ჭამენ ჩინელები ჩიტის ბუდეებს?

სალაგანის ბუდე

რატომ არ სვამს ალკოჰოლს ტრამპი? - 1...

დონალდ ტრამპი მამასთან
ერთად

რატომ იკეთებს მართლმადიდებელი საქორ...

საქორწინო ბეჭედი
მარჯვენა ხელზე