იცით თუ არა

რა შემთხვევაში შეგიძლიათ ოქროს სამკაულის ტარება

fun time

16:00 ხუთ. 8 აპრილი, 2021 წელი

ოქროს თვისებები

14
დაკოპირებულია

ოქროს სამკაულს ყველასთვის როდი მოაქვს ბედნიერება და წარმატება, ზოგჯერ ის დეპრესიისა და ნერვული აშლილობის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს...

ოქროს სამკაული, პრაქტიკულად, ყველა ქალს აქვს, მაგრამ უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს ზიანზე, რომელიც შეიძლება ქალმა ამ სამკაულების ტარებით საკუთარ ორგანიზმს მიაყენოს.

არატრადიციული მედიცინის ზოგიერთი წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ ამ ძვირფას მეტალს კეთილშობილი და სასარგებლო თვისებების გარდა, უამრავი ნეგატიური თვისებაც აქვს.

ოქროს სამკაულების ტარება მიზანშეწონილი არ არის მათთვის, ვინც დიდ ქალაქებში ცხოვრობენ, აქტიური ცხოვრების სტილს მისდევენ და ხშირად განიცდიან სტრესს 👇:

ამ კატეგორიის ადამიანებისთვის ოქრო მხოლოდ ზიანის მომტანი და დამატებითი გამაღიზიანებელია.
ის აზიანებს ნერვულ სისტემას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, ხანგრძლივი სტრესი და ნერვული აშლილობაც კი.
ასე რომ, შეიძლება ითქვას, ოქროს მხოლოდ გაწონასწორებული და მშვიდი ბუნების ადამიანებისთვის მოაქვს წარმატება.

სამკაულების მოყვარულები ხშირად ოქროსა და ვერცხლის სამკაულების კომბინაციას მიმართავენ, თუმცა ესეც უხეში შეცდომაა 👇:

ოქრო მოძრაობისა და გარდასახვის ენერგიას ასხივებს, სურვილებსა და მოთხოვნილებებს აღძრავს. ვერცხლი კი პირიქით, ადამიანს უფრო მშვიდს, გაწონასწორებულსა და ჰარმონიულს ხდის.
ამ ორი მეტალის ურთიერთსაწინააღმდეგო ენერგიების შეხვედრა დისონანსსა და ქაოსს იწვევს, ამიტომ ვერცხლისა და ოქროს ერთად ტარება კატეგორიულად აკრძალულია. გაითვალისწინეთ, რომ ამან შეიძლება განწყობის ცვლა, სხვადასხვა ავადმყოფობა და საქმეში წარუმატებლობა გამოიწვიოს.

ეცადეთ, სამკაულები საკუთარი ტემპერამენტის, ცხოვრების წესის მიხედვით აირჩიოთ, მაშინ ისინი აუცილებლად მოგიტანენ ბედნიერებას.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით

თავისუფლების ქანდაკების საიდუმლო —...

თავისუფლების ქანდაკების
საიდუმლო — ვისი სახე აქვს
მონუმენტს?

როგორ გაჩნდა დოლარის ნიშანი და რა კ...

ჰერკულესის სვეტები

რატომ უწოდებენ ინგლისს „ნისლიან ალბ...

რატომ უწოდებენ ინგლისს
„ნისლიან ალბიონს“?

რატომ არ შეიძლება 40 წლის იუბილეს ა...

40 წლის იუბილე

პულენები — რა საიდუმლოს მალავს შუა...

პულენები — რა საიდუმლოს
მალავს შუა საუკუნეების
წვეტიანი ფეხსაცმელი?

რატომ აქვს ჟირაფს გრძელი კისერი?

ჟირაფის მახასიათებლები

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის ჯოხს პატარა...

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის
ჯოხს პატარა ხვრელი

რადგან არსებობს ახალი ზელანდია, სად...

რადგან არსებობს ახალი
ზელანდია, სად გაქრა ძველი?