იცით თუ არა

რას მოასწავებს დედამიწაზე ტბების რაოდენობა მკვეთრად გაზრდა? - საგანგაშო დასკვნა

fun time

20:04 შაბ. 17 დეკემბერი, 2022 წელი

დედამიწაზე ტბების
რაოდენობა მკვეთრად
გაიზარდა

14
დაკოპირებულია

კოპენჰაგენის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, ბოლო 40 წლის განმავლობაში, დედამიწაზე ტბების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მეცნიერების ინფორმაციით, მტკნარი წყლის ბევრი რეზერვუარი სათბურის აირების წყაროა - ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული ჟურნალი natureworldnews.com ავრცელებს.

სამეცნიერო ნაშრომის ავტორებმა მსოფლიოში დღეისთვის არსებული 3,4 მილიონი ტბის ყველაზე ზუსტი რუკა შეადგინეს და სატელიტური ფოტოების დახმარებით მათი განვითარება შეისწავლეს.

საჭირო გახდა დიდი ოდენობით ინფორმაციის ანალიზი, ამიტომ კვლევაში ხელოვნური ინტელექტი ჩართეს.

კვლევის შედეგების თანახმად:

1984 წლიდან 2019 წლამდე, დედამიწაზე ტბების საერთო ფართობი 46000 კვადრატული კილომეტრით გაიზარდა.

ცნობისთვის, ეს დანიის ფართობზე მეტია.

მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ტბები „სწრაფ და სერიოზულ ცვლილებებს განიცდიან“, რამაც შეიძლება პლანეტის ნახშირბადის მთელ ციკლზე გავლენა მოახდინოს.

როგორც ირკვევა, წყლსატევების ფსკერზე მკვდარი თევზებისა და მცენარეებისგან შემდგარი ორგანული ნივთიერებები გროვდება.

ბაქტერიები და სოკოები, რომლებიც ამ ნივთიერებებით იკვებებიან, უზარმაზარ რაოდენობას ნახშირორჟანგს, მეთანს, აზოტის ოქსიდს და სხვა ნაერთებს გამოყოფენ. ამ უწყვეტი პროცესის გამო ტბები სათბურის აირების წარმოებად იქცევა.

გამოთვლის თანახმად, ტბების მიერ გამოყოფილი სათბურის აირები დედამიწის ატმოსფეროში გამოყოფილი CO2 სულ მცირე 20%-ს შეადგენენ!

1984-2019 წლებში ტბებიდან CO2 ემისიის წლიურმა ზრდამ 4,8 მილიონი ტონა ნახშირბადი შეადგინა. კლიმატის დთბობასთან ერთად, CO2 გამონაბოლქვი კიდევ უფრო გაიზრდება.

1984 წლიდან მოყოლებული, დედამიწაზე უამრავი პატარა ტბა გაჩნდა, რომლის ფართობი ერთ კვადრატულ კილომეტრზე ნაკლებია. მიუხედავად პატარა ზომებისა, ასეთი ტბები სათბურის აირების ყველაზე დიდ რაოდენობას გამოყოფენ. თავად განსაჯეთ - მათ მსოფლიოში ტბების მთლიანი ფართობის მხოლოდ 15% უჭირავთ, მაგრამ მათ ანგარიშზეა CO2-ის ემისიების 25%-ს და მეთანის ემისიების 37%-ს.

მეცნიერების განმარტებით, ასეთი პატარა ტბები დიდებთან შედარებით, გაცილებით მეტ ორგანულ ნივთიერებას აგროვებენ და შესაბამისად, ატმოსფეროში გატყორცნიან.

დანიელმა მეცნიერებმა პატარა ტბების რაოდენობის ზრდის მიზეზიც გაარკვიეს. ერთ-ერთი მიზეზი ადამიანია, რომელიც ბოლო დროს ხელოვნური წყალსატევების შენებამ ძალიან გაიტაცა, მეორე მიზეზი კი მყინვარების დნობაა.

ასევე, საინტერესოა:

ტბა კივუ - შენელებული მოქმედების ნაღმი დედამიწაზე!

იდუმალი ტბა, საიდანაც წყლის წაღება შეუძლებელია

წყარო: www.natureworldnews.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული