საკნატუნო ამბები

იდუმალი ტბა, საიდანაც წყლის წაღება შეუძლებელია

fun time

17:16 სამ. 11 მაისი, 2021 წელი

ტბა ფუნდუჯი

14
დაკოპირებულია

სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ პრეტორიასთან ახლოს, მთებში, საოცარი აფრიკული ტბა Funduzi მდებარეობს, რომელსაც რამდენიმე ლეგენდა და საიდუმლო უკავშირდება. მეცნიერების მცდელობის მიუხედავად,  საიდუმლოს ამოხსნა დღემდე ვერავინ შეძლო. 

საიდუმლოებით მოცული ტბა 1917 წელს, ქრომის საბადოების ძიების დროს აღმოაჩინეს.

გეოლოგები ამ ადგილს თერთმეტი წლის განმავლობაში იკვლევდნენ, მაგრამ ფუნდუჯის ტბის შესახებ მხოლოდ ადგილობრივი ლეგენდების შეგროვება მოახერხეს, რაც უფრო ფანტაზიას ჰგავს, ვიდრე რეალობას.

ასეა თუ ისე, ახლომდებარე სოფლების მოსახლეობას ამ ლეგენდების სჯერა და ტბასთან მიახლოვებას ვერ ბედავს.

პირველი გამოცანა - ტბაში ბევრი მდინარე და ნაკადული ჩაედინება, მაგრამ წყლის დონე თითქმის იგივე რჩება. სად მიდის წყალი?

ასევე გაუგებარია, როგორ ხდება პერიოდულად ტბაში მიქცვა და მოქცევა, როდესაც მას არაფერი აქვს საერთო არც ზღვასთან და არც ოკეანესთან.

პირველ კითხვაზე პასუხი შესაძლებელია, ტბის მახლობლად მდებარე უფსკრულში იმალებოდეს, საიდანაც სავარაუდოდ, წყალი მდინარე ლიმპოპოში ჩაედინება. რაც შეეხება წყლის მიქცევა-მოქცევის მიზეზს, ამაში გასარკვევად საჭირო გახდა ტბის წყლის შემადგენლობის ანალიზი. ამ ტერიტორიაზე ქრომის მადნების არსებობა წყლის შემადგებლობაზეც აისახა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ქრომის ზოგიერთი მარილი ნალექის სახეთ ტბის ძირას ილექება, სხვები ღამის სიგრილეში კრისტალებად გარდაიქმნებიან, რომლებსაც სითხეზე ნაკლები მოცულობა აქვთ. ამიტომ ღამით ტბის ნაწილი მყარ მდგომარეობაში გადადის (ე.წ. მიქცევა), დილას კი ისევ სითხედ გარდაიქმნება და მოქცევას იწვევს.

ტბის ყველაზე საოცარი ფენომენი და უცნაური გამოცანა მკვლევარებმა საკუთარი თვალით ნახეს.

ლეგენდის თანახმად, ფუნდუჯის ტბიდან წყლის ამოღება შეუძლებელია:

ბუნებრივია, ლეგენდით მკვლევარებიც დაინტერესდნენ. მათ ტბის წყალი პლასტმასის და მინის ბოთლებში ჩაასხეს და სახლისკენ წავიდნენ. როდესაც ტბას გარკვეულ მანძილზე დასცილდნენ, ნახეს, რომ ბოთლებიდან წყალი ნამდვილად გამქრალი იყო.

როდესაც მკვლევარებმა ამ საკითხის უფრო დეტალურად და ღრმად შესწავლა დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ ეს ფენომენი იგივე ქრომის მაღაროებს უკავშირდებოდა. წყალი სინამდვილეში არსად ქრება. იმავე დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ის სითხიდან კრისტალებად გარდაიქმნება და ბოთლში რჩება, ამიტომ ტბისგან წყლის თხევად მდგომარეობაში გადატანა შეუძლებელია.

ფუნდუჯის ტბის კიდევ ერთი საიდუმლო მის ტოქსიკურობას უკავშირდება:

ლეგენდის თანახმად, მისი მუქი, თითქმის შავი ფერის წყალი სასიკვდილოდ მომწამვლელია. ერთ-ერთმა მკვლევარმა ლეგენდის გამოცდა საკუთარ თავზე სცადა - თითი წყალში დაისველა და გემო გაუსინჯა. მკვლევარი დაახლოებით ერთ კვირაში გარდაიცვალა, რაც ასევე ტბაში ქრომის მარილების არსებობას ადასტურებს. ამ ელემენტს რეაქციაში შესვლა და ნაერთების შექმნა შეუძლია, რომლებიც ადამიანისთვის მომაკვდინებელია.

კიდევ ერთი ლეგენდა ტბის წყლებში მითოლოგიური პითონის არსებობაზე გვამცნობს:

ადგილობრივები იხსენებენ, რომ 1947 წელს ორმა ძმამ, ჰენდრიკ და იაკობუს ვან ბლერკებმა ტბასთან დაკავშირებული მითების გაფანტვა გადაწყვიტეს. ჰენდრიკი ნავში ჩაჯდა და ტბის შუა ნაწილისკენ გაცურა. უმცროსი ძმა, იაკობუსი, რომელიც ნაპირზე დარჩა, იხსენებდა, რომ ტბის სიღრმეში შესული ნავი თითქოს გაიყინა. ჰენდრიკი ნიჩბებს უშედეგოდ უსვამდა - ნავი ადგილიდან არ იძვროდა. ტბისა და მენიჩბეს ბრძოლა რამდენიმე წუთს გაგრელდა. შემდეგ წყალმა თითქოს უზარმაზარი პირი გააღო და ჰენდრიკი ნავთან ერთად გადაყლაპა. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ ბუნებამ ძმები იმის გამო დასაჯა, რომ მასთან შეწინააღმდეგება გაბედეს.

ამ შემთხვევიდან შვიდი წლის შემდეგ ტბაზე კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა. 1954 წლის შემოდგომაზე ფუნდუჯის სანაპიროს ნიანგებზე მონადირეების ჯგუფი მიუახლოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა თავისი საქმის პროფესიონალი იყო, ვერც ერთმა მიზანს ვერ მოარტყა. ცოტა ხნის შემდეგ ტბიდან უზარმაზარი ნიანგი ამოვიდა, ჯერალდ კუნს, რომელიც გაქცევის ნაცვლად, ნიანგს მოჯადოებულივით შეჰყურებდა, პირი ჩაავლო და წყალში გაუჩინარდა.

მკვლევარებმა სცადეს ამ ორი ტრაგედიისთვის მეცნიერული ახსნა მოეძებნათ. თავდაპირველად ძმების საკითხს შევეხოთ. წყალსატევის ფსკერზე არსებული ხვრელიდან წყლის დიდი მასების გადინება ყოველთვის ერთგვარი ძაბრის მსგავსი მორევის წარმოქმნას იწვევს. სავარაუდოდ, ჰენდრიკმა თავისი ნავით მორევის ცენტრთან ძალიან ახლოს მიცურა, სწრაფი მორევიდან თავის დაღწევა ვეღარ მოახერხა და დაიხრჩო.

რაც შეეხება მონადირე კუნის დაღუპვას, სავარაუდოდ, მან ტბაში მორევი დაინახა და გაოგნებული უყურებდა, როდესაც ნიანგის კბილებში აღმოჩნდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ცოლ-ქმარი 12-ჯერ დაქორწინდა და განქ...

ქორწინება თაღლითური
მიზნისთვის

დიდი უიღბლობის ამბავი - მამაკაცი 20...

დიდი უიღბლობის ამბავი

რატომ ღებავენ თვითმფრინავებს თეთრად...

რატომ ღებავენ
თვითმფრინავებს თეთრად?

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი