იცით თუ არა

რატომ აქვთ ინდუსთა ღმერთებს ბევრი ხელი?

fun time

16:00 ორშ. 26 დეკემბერი, 2022 წელი

შივა

14
დაკოპირებულია

ინდუიზმი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი რელიგია, რომელსაც ინდოეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი 84% აღიარებს, რაც 960 მილიონ ადამიანს წარმოადგენს. 

 

ინდუსებს, დაახლოებით, 33 მილიონი ღმერთი ჰყავთ. მათი უმრავლესობა მრავალთავიანი და მრავალხელიანია. აქედან, სამი უმთავრესი ღვთაებაა:

ბრაჰმა — თითოეული კოსმოსური ციკლის დასაწყისში სამყაროს შემოქმედი;
ვიშნუ — სამყაროს დამცველი;
შივა — სამყაროს დამანგრეველი.

მრავალხელიანობა, უპირველეს ყოვლისა, წარმოუდგენელ ძალას და ერთდროულად რამდენიმე ამოცანის შესრულების უნარს ნიშნავს, მაგრამ მას ფილოსოფიური მნიშვნელობაც აქვს.

მაგალითად, შივას შემთხვევაში, რომელიც ინდუისტური სამების გამანადგურებელ ღვთაებას წარმოადგენს, შემოქმედ ბრაჰმას და მფარველ ვიშნუს გვერდით, ერთი წყვილი ხელი სიმბოლურად გამოხატავს წონასწორობას სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, მეორე - ბრძოლას სიკეთესა და ბოროტებას შორის, მესამე - ობიექტურ და სუბიექტურ ჭეშმარიტებას, მეოთხე - სამყაროს დაბადებას და მის განადგურებას.

ღმერთებს ადამიანებისგან არა მხოლოდ ხელების რაოდენობა გამოარჩევს.

შივას შუბლზე მესამე თვალი ღვთაებრივ სიბრძნეზე, აწმყოს, წარსულისა და მომავლის დანახვის უნარზე მეტყველებს. შივას შეუძლია ერთდროულად დაინახოს რაც დედამიწაზე, ზეცაში და მიწის ქვეშ ხდება.

ღვთაების სამი თავი მისი ბუნების სხვადასხვა მხარეს განასახიერებს: ღვთაებრიობას, შეუპოვრობას და მარადიულ ნეტარებაში ყოფნის უნარს.

თუმცა სამი თავი ღვთაების „შესაძლებლობების“ მაქსიმუმი არაა. მიიჩნევა, რომ ღვთაება ნარაიანას ათასობით თავი აქვს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში