იცით თუ არა

რატომ არქმევენ ქარიშხლებს ქალის სახელებს?

fun time

14:00 პარ. 16 ივლისი, 2021 წელი

ქარიშხალი ირმა

14
დაკოპირებულია

შეამჩნევდით, რომ ყოველწლიურად მსოფლიოში დატრიალებული თითქმის ყველა სტიქიურ უბედურებას, რომელსაც ჰაერის დიდი მასების გადაადგილება მოჰყვება, ქალის სახელი ჰქვია. რატომ უწოდეს ოკეანიდან მოვარდნილ მონსტრებს ნაზი და მშვენიერი არსებების სახელები? 

 

ამ ტრადიციას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს...


როცა მსოფლიოს ერთსა და იმავე ნაწილში რამდენიმე ტროპიკული ციკლონი მოქმედებს, ამინდის პროგნოზის გამოცხადებისა და მოსახლეობის გაფრთხილების დროს, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, თითოეულს სახელებს არქმევენ.

◾ თავიდან ქარიშხალს იმ წმინდანის სახელს არქმევდნენ, რომლის ხსენების დღესაც უბედურება დატრიალდა. ასეთია, მაგალითად, ქარიშხალი „სანტა-ანა“, რომელიც 1825 წლის 26 ინლისს პოერტო-რიკოს თავს დაატყდა.

◾ ზოგჯერ, სახელს თავად ქარიშხლის ფორმა და ტრაექტორია განაპირობებდა, როგორც იყო, მაგალითად, 1935 წლის ქარიშხალი სახელად, „ქინძისთავი“.

◾ ქარიშხლებისთვის სახელების შექმევის ორიგინალური მეთოდი ავსტრალიელმა მეტეოროლოგმა კლიმენტ რაგმა მოიფიქრა: ის ქარიშხლებს იმ პარლამენტარების სახელებს არქმევდა, რომლებმაც უარი თქვეს მეტეოროლოგიური კვლევების ჩატარებისთვის კრედიტის გამოყოფაზე.

ციკლონებისთვის სახელების დარქმევამ მასიური ხასიათი მეორე მსოფლიო ომის დროს მიიღო.

ამერიკის სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალების მეტეოროლოგები წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში აწარმოებდნენ დაკვირვებას. გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად, სამხედრო მეტეოროლოგები ტაიფუნებს თავიანთი ცოლების ან სიდედრების სახელებს არქმევდნენ.

ომის დასრულების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების მეტეოსამსახურმა ქალთა სახელების ჩამონათვალი შეადგინა. სიის შედგენის მთავარი პრინციპი მოკლე, მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელი სახელების გამოყენება გახლდათ. ასე გაჩნდა „ირენი“, „კატრინა“, „მარტა“ და ა.შ.

1950 წელს ქარიშხლების სახელების პირველი სისტემა შეიქმნა. თავიდან უპირატესობა სამხედრო სახელწოდებებს მიანიჭეს, თუმცა 1953 წელს ქალთა სახელებს დაუბრუნდნენ.

ქალთა სახელები მიენიჭათ ტროპიკულ ციკლონებს, ინდოეთის ოკეანისა და ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთის შტორმებს.

სახელების მინჭების პრინციპი ასეთი გახლდათ: წლის პირველ ქარიშხალს ანბანის პირველ ასოზე დაწყებული ქალის სახელს არქმევდნენ, მეორეს - მეორე ასოზე დაწყებულს და ა.შ.

ტაიფუნებისთვის შედგენილი იყო ქალის 84 სახელის ჩამონათვალი, თუმცა 1979 წელს მსოფლიოს მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (BMO), აშშ-ს ნაციონალურ მეტეოსამსახურებთან ერთად, ჩამონათვალი გააფართოვა. ვინაიდან წყლის აუზი, სადაც ქარიშხლები ყალიბდება, რამდენიმეა, სახელების ჩამონათვალიც რამდენიმე შეადგინეს.

იყო შემთხვევები, როცა კომისიამ ესა თუ ის სახელი სიიდან სამუდამოდ ამოშალა, ვინაიდან მათი ხსენება ადამიანებში უარყოფით ემოციებს იწვევდა.

ასეთი ბედი ერგო ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ძლიერ გრიგალს „კატრინას“, რომელმაც 2005 წელს მიწასთან გაასწორა ახალი ორლეანი.

ქარიშხლებისთვის ქალთა სახელების დარქმევაზე უარი თქვეს იაპონლებმა, რადგან მათთვის ქალი სინაზისა და სილამაზის ეტალონია და არა - ნგრევისა და სიკვდილის.

ქარიშხალი ემილი, ფლორიდა 👇

ქარიშხალი კატრინი, ახალი ორლეანი 👇

ქარიშხალი ირმა, მაიამი 👇

ქარიშხალი დორა, მექსიკა 👇

ქარიშხალი გოლდა, ისრაელი 👇


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ნაძვის ხის მატარებელი - ერთი საშობა...

ნაძვის ხის მატარებელი

სად მიდის ტყვია ჰაერში სროლის შემდე...

სად მიდის ტყვია ჰაერში
სროლის შემდეგ?

როდის შეიძლება ნიადაგი გაუვარგისდეს...

სიცოცხლისთვის უვარგისი
მიწა

რას გულისხმობდა რომაელი პოეტი, როდე...

დეციმუს იუნიუს იუვენალი

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აქვთ კ...

მეცნიერებმა გაარკვიეს,
რატომ აქვთ კატებს
ვერტიკალური გუგები

როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც ორი...

სოფელი ბარლი (Baarle) - ორი
ქვეყნის საზღვარი

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში ბავშვებს ს...

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში
ბავშვებს სიცივეში?

რატომ მალავენ კატები საკუთარ ექსკრე...

კატის ტუალეტი