იცით თუ არა

რატომ ყიდულობენ უდაბნოს ქვეყნები ქვიშას ევროპაში?

fun time

20:29 პარ. 9 ივლისი, 2021 წელი

რატომ ყიდულობენ ქვიშას
უდაბნოს ქვეყნები?

14
დაკოპირებულია

რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ტელევიზია იუწყებოდა, რომ ქვეყნის მეთაურმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ქვიშის მოწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია. ცნობამ იმის შესახებ, რომ ვიღაცამ უდაბნოებით სავსე არაბეთს მილიონობით დოლარის ქვიშა მიჰყიდა, აშკარად უცნაურად და სასაცილოდაც კი ჟღერდა, თუმცა ფაქტია, რომ უდაბნოზე მდგარი თითქმის ყველა სახელმწიფო იძულებულია ქვიშა სხვა ადგილებში შეიძინოს.

საქმე ისაა, რომ უდაბნოს ქვიშა მეტისმეტად ფანტიაა და სრულიად შეუფერებელია სამშენებლო სამუშაოებისთვის. მისი მარცვლები ძალიან გლუვია და თანამედროვე კონსტრუქციების შესაქმნელად არ გამოიყენება. ასეთ ქვიშით მომზადებული ბეტონის გამოყენება საძირკვლისა და კედლების მშენებლობისთვის დაუშვებელია.

ზემოთ ხსენებული მიზეზის გამო, უდაბნოზე მდგარი ბევრი სახელმწიფო იძულებულია, რომ ეს ერთი შეხედვით ხელმისაწვდომი და უბრალო სამშენებლო მასალა სხვა სახელმწიფოში შეიძინოს.

საკითხის უკეთ გასაგებად, აღვნიშნავთ, რომ მყარი ქანების (მდინარის, ზღვის კარიერი) დაშლის შედეგად წარმოქმნილ ქვიშას 0,16-4,5 მმ დიამეტრის მარცვლები აქვს. უდაბნოს ქვიშის მარცვლების დიამეტრი კი 0,05-0,25 მმ. არ აღემატება. ის სამჯერ უფრო წვრილი და მსუბუქია ვიდრე კარიერის ქვიშა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს აძლევს ბუნებას საშუალებას, რომ უდაბნოებში ქვიშის ქარიშხალები მოაწყოს.

აფრიკა და არაბეთის ნახევარკუნძული ქვიშას თითქმის მთელ მსოფლიოში ყიდულობს - ევროპიდან დაწყებული, ავსტრალიით დამთავრებული.

ქვიშის გადაზიდვა სპეციალური ბარჟებით ხდება. ქვიშით ვაჭრობა იმდენად სერიოზული ბიზნესია, რომ ქვიშით სავსე გემების გატაცებაც კი იშვიათობას არ წარმოადგენს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა

საკმევლის თვისებები

საკმევლის თვისებები