იცით თუ არა

რატომ კრძალავს ზოგი ქვეყნის კანონი ქუჩაში მტრედების გამოკვებას?

fun time

14:00 პარ. 26 იანვარი

ქვეყნები, სადაც მტრედების
გამოკვება აკრძალულია

14
დაკოპირებულია

იცით თუ არა, რომ ბავშვების, ტურისტებისა და ცხოველთა მოყვარულების საყვარელი საქმიანობა - ქუჩაში მტრედების კვება, ბევრ ქვეყანაში აკრძალულია? 

მიზეზი ისაა, რომ ფრინველები ტერიტორიას აბინძურებენ და საშიში დაავადებების გადამტანები არიან. ამასთან, შენობებიდან და ძეგლებიდან ფრინველის სკორეს მოცილება ძალიან ძნელია. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, ზოგ ქვეყანაში ქალაქების მოედნებზე მტრედების კვებისთვის დაწესებული სასჯელი ფულადი ჯარიმიდან თავისუფლების აღკვეთამდე მერყეობს.

ქვეყნები, სადაც აკრძალული ქუჩაში მტრედების კვება

ქვემოთ დასახელებულ ქვეყნებში მოგზაურობისას შეიძლება ისეთი უწყინარი ქცევისთვის, როგორც მტრედებისთვის პურის ნამცეცების დაყრაა, კანონდამრღვევად იქცეთ.

მაგალითად:

ლონდონში მტრედების კვება 2003 წელს აკრძალეს. კანონდამრღვევს 100 ფუნტამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ვენეციაში, რომელსაც ფრინველის სკორე ბევრ პრობლემას უქმნის, მტრედების კვება 2008 წელს აკრძალეს.

მტრედების კვება აკრძალულია ვენაშიც, სადაც ასეთი საქმიანობა ფინანსური ჯარიმებით ისჯება. ამ გზით ხელისუფლება ცდილობ,ს შეამციროს ფრინველების პოპულაცია, რომელიც უამრავ პრობლემას უქმნის.

გერმანიაში მტრედების კვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯარიმა დაწესდა. კანონის დარღვევისთვის 500 ევრომდე გადახდა მოგიწევთ.

ესპანეთში არა მხოლოდ ფრინველების კვება, არამედ ისეთი ქმედებაც კი დანაშაულად ითვლება, რომელიც ფრინველებს მიიზიდავს. ამის გამო ახალდაქორწინებულებს ქორწილის შემდეგ ტრადიციულად ბრინჯის ჰაერში აყრაც აეკრძალათ.

მტრედების კვება აკრძალულია ჰელსინკიში, პარიზში და ჟენევაში.

ტაილანდში მტრედები საერთოდ „ფრთიან ვირთხებად“ მიაჩნიათ. ამ ქვეყანაში მტრედების კვებისთვის სამ თვემდე თავისუფლების აღკვეთა და დიდი ჯარიმა გემუქრებათ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მტრედების პოპულაციას სპეციალური კონტრაცეპტივების დახმარებით აკონტროლებენ, რომელსაც საკვებში ურევენ.

დაბოლოს, სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას პატივი ეცით მის კანონებს და გაუფრთხილდით საკუთარ თავისუფლებას.

ესეც დაგაინტერესებთ:

ქვიშა, საღეჭი რეზინი, ყავა - უცნაური აკრძალვები ზოგიერთი ქვეყნის საბაჟოზე

დასახლება დედამიწაზე, სადაც გარდაცვალება კანონით არის აკრძალული

უცნაური კანონები აშშ-ს შტატებსა და ქალაქებში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)