იცით თუ არა

როგორ გაშიფრეს და დასაჯეს ქალი, რომელიც ვატიკანს 2 წელი მართავდა - ქალი პაპის ისტორია

მარიამ ელიაშვილი

22:00 კვი. 10 იანვარი

ქალი პაპი
14
დაკოპირებულია

ისტორიის ფურცლები კაცის სამოსში გადაცმული არაერთი ქალის ისტორიას გვიყვება. მათგან ქალი პაპის ამბავი ყველაზე დაუჯერებელია.  უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა, რომელიც ეკლესიის წიაღში ღრმადაა დაფლული, თემას კიდევ უფრო მისტიკურს და ამავე დროს, რეალურს ხდის. ეკლესია ამბობს, რომ ქალი ტახტზე არასდროს მჯდარა, თუმცა არ პასუხობს შეკითხვებს, რომელსაც ლეგენდა ბადებს. 

ლეგენდა კი, ასეთია:

ქალი პაპის ამბის შესახებ პირველად დომინიკელი მემატიანეს ჟან დე მეილის Chronica Universalis Mettensis-შია ნახსენები, რომელიც მე-13 საუკუნეში დაიწერა. ავტორი წერს, რომ ქალი პაპი არ არის დასახელებული პაპთა სიაში. ეკლესიამ მისი მოღვაწეობის ყველა დამადასტურებელი დოკუმენტი გაანადგურა.

გადმოცემის თანახმად, ამბავი მეცხრე საუკუნეში უნდა მომხდარიყო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა სამყაროს კაცები განაგებდნენ, როცა ქალისთვის არც სამსახური და არც განათლების მიღების შესაძლებლობა არ არსებობდა...

14 წლის ობოლმა გოგონამ იოანეს ანგლიკუსმა გამოსავალი იპოვა - ბიჭის სამოსი მოირგო და მონასტერს მიაშურა. „ძმა იოანე“ ყველამ შეიყვარა. მისი გონებამახვილობითა და შრომისუნარიანობით გაოცებული სასულიერო პირები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა იმ მონასტერში მისი ბედი უკუღმა დატრიალდა, როცა საიდუმლო ერთ მონაზონს გაანდო... ამის შემდეგ გოგონები დროს ერთად ხშირად ატარებდნენ და შორიდან მათი უერთიერთობა სხვაგვარად ჩანდა... ჭორები მონაზვნისა და მორჩილის სიყვარულის შესახებ, სწრაფად ვრცელდებოდა, ამიტომ იოანა იძულებული გახდა, იქაურობა სწრაფად დაეტოვებინა.

გზააბნეულმა თავშესაფარი ვატიკანში იპოვა. მას მაშინდელი პაპის ლევ IV-ის ნდობის მოსაპოვებლად დიდი დრო და შრომა დასჭირდა, თუმცა საზღაური იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე იფიქრებდა. პაპმა ტახტი სწორედ მას დაუტოვა.

ასე გახდა იოანა პაპი იოანე. ის ვატიკანს 2 წელი, 7 თვე და 4 დღე განაგებდა. მის სქესში ეჭვი არავის შუტანია, სანამ ქალი არ დაფეხმძიმდა. ნელ-ნელა საჯარო გამოსვლებს ჩამოშორდა, თუმცა ვალდებულებებს ბოლომდე ვერ უგულებელყოფდა, ამიტომ დრო და დრო ხალხში გამოჩენა უწევდა. მუცელი კი დღითიდღე ეზრედბოდა. მშობიარობის ზუსტი თარიღი არ იცოდა. ვერ გათვალა, რომ მშობიარობა შუა ქუჩაში, წმინდა პეტრეს ტაძრისკენ მიმავალ გზაზე, უამრავი ხალხით გარშემორტყმულს დაეწყებოდა. ხალხი უყურებდა, როგორ გამოსცემდა არაადამიანურ ხმებს, მიწაზე გართხმული, სისხლში ამოსვრილი პაპი... ლეგენდის თანახმად, ასე მოხდა - პაპმა შუა გზაზე იმშობიარა, მკვდარი ბავშვი დაბადა. იმასაც ამბობდნენ, იოანა იმ გზაზევე დაკრძალესო. გზას - კოლიზეუმიდან პეტრეს ტაძრამდე, ადრე „წმინდა გზას“ ეძახდნენ, შემდეგ - „აცდენილ გზას“. გადმოცემის თანახმად, პაპები ამ ადგილს დღემდე თავს არიდებენ.

წმინდა ეკლესიამ იოანე ქუჩებში ცხენზე გამობმული ატარა და ჩაქოლა. ბენედიქტე III-ს, რომელიც ტახტზე მის შემდეგ ავიდა, იოანეს არსებობის დამამტკიცებელი ყველა დოკუმენტი გაუნადგურებია და ისტორიული ჩანაწერებიც შეუცვლია. ახალი ისტორია ამბობს, რომ ლევ IV-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტი პირდაპირ ბენედიქტე III-მ დაიკავა.

თუმცა ისტორიკოსები კითხვების დასმას არ წყვეტენ და აინტერესებთ, მაშინ ვინ არის ქალი, რომელიც პაპების ზოგიერთი ჩამონათვლის სიაში გვხვდება, თანდართული მისი ფოტოთი?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თუკი ძაღლის ყიდვა გადაწყვიტეთ - ბავ...

ძაღლის ჯიშები
ბავშვისთვის

პატარა ამბავი იმის შესახებ, როგორ შ...

ბითლზების ლეგენდარული
ფოტო

„ავი თვალი“ და ჯადო - როგორ გვიცავს...

ვეფხვის თვალი - ნატურალური
ქვების დამცავი თვისებები

„ფულის ხე“ - მითი თუ რეალობა?

ბარაქის ხე - კრასულა

ყველაზე სერიოზული გოგოს ამბავი, რომ...

გაუცინარი გოგოს ამბავი

რატომ უხდიდა გენიოსი ჰენრი ფორდი მუ...

ჰენრი ფორდი

დიდი ქართველი პოეტების და მწერლების...

ცნობილი ადამიანების
ფსევდონიმები

2021 წელს სამყაროს ძლიერი გველეშაპი...

ვანგა 2021 წლის შესახებ

18 ხმამაღალი პროგნოზი, რომელიც არ გ...

მეცნიერთა პროგნოზები,
რომლებიც არ გამართლდა