სად და რომელი ქვები უნდა დააწყოთ სახლში, რომ წარმატება მოიზიდოს
16:00 შაბ. 20 ნოემბერი, 2021 წელი
როგორც ყველაფერს ამ სამყაროში, ქვებს და მინერალებსაც აქვთ ენერგია და უნიკალური აურა, რომელსაც შეუძლია, ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესოს.
ეს ბრჭყვიალა ქვები მხოლოდ ლამაზი კი არა, ენერგოვიბრაციის მძლავრი გადამცემებიც არიან. ისინი გადასცემენ და გარდაქმნიან ენერგიას, ცვლიან განწყობას და ძალას მატებენ.
თითოეულ ქვას საკუთარი, განსაკუთრებული თვისება აქვს, რომელიც საცხოვრებელი ადგილის გარკვეული ზონებისთვისაა შესაფერისი. ქვის ზომას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მისი ენერგია ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ გიამბობთ, როგორ და სად უნდა დააწყოთ სახლში ბუნებრივი ქვები, რომ წარმატება მოიზიდოს?
საძინებელში სერდოლიკი - ეხმარება ინტენსიურ სექსუალურ ცხოვრებას
სერდოლიკი პასუხისმგებელია გამბედაობაზე და სპონტანურობაზე. ის ადამიანებს ეხმარება, რომ მათი ინტიმური ცხოვრება უფრო მდიდარი და ხალისიანი გახდეს. დააწყვეთ რამდენიმე სერდოლიკი ლეიბის ქვეშ და დააკვირდით რა მოხდება.
ბავშვების საძინებელში მწვანე კალცედონი - ეხმარება მოდუნებასა და დაძინებაში
ქალცედონი ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც ბავშვზე იავნანა - ამშვიდებს და აძინებს. დაიდეთ მწვანე ქალცედონი ბალიშის ქვეშ და მთელი ღამე ჩვილი ბავშვივით, უდარდელად დაგეძინებათ.
მისაღებ ოთახში აპოფილიტი - ეხმარება მეგობრული ატმოსფეროს შექმნაში
აპოფილიტი ძალიან შრომისმოყვარე მინერალია - ის გამუდმებით ენერგიას ფილტრავს. ქვის ენერგია განსაკუთრებით კარგად მუშაობს ხალხმრავალ ადგილებში. ის ნეგატივისგან იცავს და ხელს უწყობს გახსნილობას.
მისაღებ ოთახში ზურმუხტი - იზიდავს იღბალს
მეორე ბუნებრივი ქვა, რომელიც სასურველია მისაღებ ოთახში გქონდეთ, ზურმუხტია. რა თქმა უნდა, ეს ძვირფასი ქვაა, მაგრამ არსებობს დაუმუშავებელი ზურმუხტებიც. ისინი იზიდავენ იღბალს, სიმდიდრეს, ოჯახურ კეთილდღეობას და სიცოცხლისუნარიანობას. დადეთ ზურმუხტი ოთახის ცენტრში და ის მოიზიდავს ყველაფერს, რაც ბედნიერი ცხოვრებისთვის გჭირდებათ.
სამუშაო ოთახში კაქტუსის კვარცი - ეხმარება კონცენტრაციას
ეს კრისტალი ადამიანს კონცენტრირებაში და უნიკალური ენერგიის შექმნაში ეხმარება. კაქტუსის კვარცი განსაკუთრებით შესაფერისია ისეთი პროფესიის ადამიანებში, რომლებიც „გასცემენ“. ის ადამიანებს ეხმარება საკუთარი შესაძლებლობების საზღვრებს გასცდნენ და სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალონ. შემთხვევითი არ არის, რომ პირდაპირი ჩართვების დროს მეგან მარკლის ოთახს კაქტუსის კვარცი ამშვენებს.
სამზარეულოში კარელიური შუნგიტი - უზრუნველყოფს ჯანმრთელობას
ეს ნახშირბადოვანი ქვა უძველესი წყალმცენარეების ნაშთებზე წარმოიქმნება. ის პასუხისმგებელია ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, ამიტომ ინახავენ სამზარეულოში ატმოსფეროს გასაწმენდად.
აბაზანაში სელენიტის ქვა - საჭიროა ენერგიის გასაწმენდად
ამ მინერალს სახელი მთვარის ქალღმერთის, სელენას პატივსაცემად უწოდეს. მას ენერგიის გაწმენის უნარი აქვს, მოდუნებასა და ნეგატივის გაწმენდაში ეხმარება.
დერეფანში შავი ტურმალინი - საჭიროა ნეგატიური ენერგიის გასაწმენდად
ჩათვალეთ ეს თქვენი პირადი უსაფრთხოების სისტემაა. დადეთ ქვა შემოსასვლელ კართან და ის ნებისმიერ ნეგატიურ ენერგიას, რომელიც შეიძლება სახლში შემთხვევით მოიტანოთ, შთანთქავს. შავი ტურმალინი თვეში ერთხელ რამდენიმე წუთით მარილში ჩადეთ ნეგატიური ვიბრაციის მოსაშორებლად.
ჩრდილოეთის ფანჯარასთან მწვანე ნეფრიტი - ეხმარება წარმატებული კარიერის შექმნაში
ზოგიერთ ქვეყანაში ჩრდილოეთი კარიერულ მიზნებთან და პროფესიულ მიღწევებთან ასოცირდება. მოათავსეთ მწვანე ნეფრიტი ჩრდილოეთის მხარეს მდებარე ფანჯარასთან და თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გადაიშლება.
სამხრეთის ფანჯარასთან ვეფხვის თვალი - ეხმარება თვითგანვითარებაში
სამხრეთი ასოცირდება სულიერ ზრდასთან, ავტორიტეტის განმტკიცებასთან და აღიარებასთან. ასე რომ, თუ ქვას სამხრეთისკენ გამავალ ფანჯარასთან დადებთ, საკუთარი შესაძლებლობების გაზრდასა და ბიზნესში წარმატებებს დაეხმარებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან