იცით თუ არა

საფეხბურთო მატჩი, რომელიც დასრულდა ანგარიშით 910:725

fun time

12:00 ხუთ. 3 ნოემბერი, 2022 წელი

საფეხბურთო მატჩი გინესის
რეკორდებში

14
დაკოპირებულია

ამ მატჩში ფეხბურთელებმა 102 საათის განმავლობაში ითამაშეს!

 

2015 წელს ინგლისის საფეხბურთო კლუბ „საუმპჰეპტონის“ სტადიონ „სენტ-მერიზე“ გაიმართა მატჩი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი თამაში.

საზოგადოება Testlands Support Project-ის „წითელი“ და „თეთრი“ გუნდების ფეხბურთელებმა 102 საათის განმავლობაში შეუსვენებლად ითამაშეს.

თითოეული გუნდის განაცხადში 18-18 ფეხბურთელი იყო შეყვანილი.

ხანგრძლივი და დაძაბული ბრძოლა ანგარიშით 910:725 დასრულდა და გამარჯვება „წითლებს“ დარჩათ.
საერთო ჯამში, თამაშის მიმდინარეობისას, 1635 გოლი იქნა გატანილი. საშუალოდ, ეს არის დღეში - 320, საათში - 13 და ყოველ ხუთ წუთში თითო გატანილი გოლი.

თამაშის მთელი შემოსავალი (25 000 ფუნტი) ქველმოქმედებაზე დაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ყველაზე ხანგრძლივი მატჩი 2013 წელს მანჩესტერში ჩატარდა და 101 საათი მიმდინარეობდა.

წყარო: www.mirror.co.uk


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მამაკაცებს ქალებზე ცუდი სმენა აქვთ?...

მამაკაცებს ქალებზე ცუდი
სმენა აქვთ?

თუ სახლში შენიშნეთ, გაუფრთხილდით —...

რატომ არ უნდა მოკლათ
მრავალფეხა

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.