იცით თუ არა

სარეცხი საპნის 10 უჩვეულო სარგებელი

fun time

12:00 ორშ. 22 ნოემბერი, 2021 წელი

სარეცხი საპნის
სასარგებლო თვისებები

14
დაკოპირებულია

ალბათ, შეგინიშნავთ სარეცხ საპონზე სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლები - 72%, 70%, 65%. ეს ცხიმოვანი მჟავების შემცველობაა. რაც უფრო მაღალია აღნიშნული მაჩვენებელი მით უფრო კარგად უმკლავდება საპონი ჭუჭყს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის...

სარეცხი საპონი არ არის ალერგიული, არ სპობს კანის მიკროფლორას, ძლიერი ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური თვისებები აქვს. ჯერ კიდევ ჩვენმა ბებიებმა იცოდნენ, რომ სარეცხი საპონი დამწვრობის დროს შეუცვლელი დამხმარეა, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ქვემოთ წარმოგიდგენთ სარეცხი საპნის 10 ჯადოსნურ თვისებას, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ.

1️⃣ სარეცხი საპონი ვირუსების წინააღმდეგ:

როცა ქალაქში გრიპების პერიოდია, სარეცხი საპონი ააქაფეთ წყალში, მასში დაასველეთ ბამბის ტამპონი და ცხვირის ორივე ნესტო შიგნიდან გაიწმინდეთ. ამით თავს დაიცავთ მიკრობებისა და ვირუსების ორგანიზმში მოხვედრისგან.

2️⃣ სარეცხი საპონი ფეხის სოკოს წინააღმდეგ:

სარეცხი საპონი ეფექტურად ებრძვის ფეხის სოკოვან დაავადებას. კარგად წაუსვით საპონი ჯაგრისს და დაზიანებული ადგილი დაიმუშავეთ. პროცედურის დასრულების შემდეგ საპონი ჩამოიბანეთ და დაზიანებული ადგილი იოდით დაიმუშავეთ.

3️⃣ სარეცხი საპონი ეპილაციის შემდეგ:

სასარგებლო რჩევა ქალბატონებისთვის - სარეცხი საპონი დაგიცხრობთ ეპილაციის შემდეგ გაღიზიანებულ და შეშუპებულ კანს. კარგად აიქაფეთ საპონი სახეზე და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

4️⃣ სარეცხი საპონი დეზინფექციისთვის:

სარეცხი საპონი კარგი საშუალებაა კბილის ჯაგრისის დეზინფექციისთვის - ამ მიზნით კბილის ჯაგრისი მთელი ღამით დატოვეთ საპნიან ხსნარში. ასეთი პროცედურა კვირაში ერთხელ ჩაატარეთ.

5️⃣ სარეცხი საპონი სახეზე გამონაყარის შემთხვევაში:

სახეზე გამონაყარის გაჩენის შემთხვევაში, სარეცხი საპონი გახეხეთ, დაასხით რამდენიმე წვეთი წყალი და ააქაფეთ. ერთი სუფრის კოვზი ქაფი და 1 ჩაის კოვზი წმინდა მარილი კარგად აურიეთ და გამონაყარზე წაისვით. ცოტა ხანს გაიჩერეთ და ჯერ ცხელი, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად უნდა გაარკვიოთ გამონაყარის მიზეზი და ამისთვის ექიმს უნდა მიმართოთ.

6️⃣ სარეცხი საპონი დამსკდარი ქუსლებისთვის:

სარეცხ საპონს დამსკდარ ქუსლებთან და გაუხეშებულ კანთან ბრძოლაც შეუძლია: 2 ლიტრ ცხელ წყალს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი მარილი და ამდენივე გახეხილი საპონი. გააჩერეთ ფეხები წყალში 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაიმშრალეთ და მალამო წაისვით.

7️⃣ სარეცხი საპონი დამწვრობისთვის:

თუ შემთხვევით მდუღარე წყალი გადაისხით, დამდუღრულ ადგილზე კარგად წაისვით სარეცხი საპონი, აიქაფეთ და აცადეთ გაშრობა. ამით თავიდან აიცილებთ დამწვრობის შემდეგ ბუშტუკების გაჩენას.

8️⃣ სარეცხი საპონი ყვავილებისთვის:

სარეცხი საპნის ხსნარი კარგად ებრძვის მცენარისა და ყვავილის მავნებლებს. 300 გრამი საპონი გახეხეთ, 10 ლიტრ წყალში გახსენით და ეს ხსნარი მცენარეს შეასხურეთ.

9️⃣ სარეცხი საპონი მათეთრებლად:

თუ თეთრეულს სარეცხ მანქანაში მოთავსებამდე სარეცხ საპონს წაუსვამთ, მათეთრებელი აღარ დაგჭირდებათ. გარდა ამისა, სარეცხი საპონი ჰიპერალერგიულია, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ, გარეცხოთ ბავშვის ტანსაცმელი.

🔟 სარეცხი საპონი ჭურჭლისთვის:

სარეცხი საპნით შესანიშნავად ირეცხება ჭურჭელი - თეფში, ჭიქა, ქვაბი თუ ტაფა. თუ კარგად ვერ გაავლეთ, იცოდეთ, რომ ამ საპნის ქაფის ნარჩენი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

წავიდა ცისარტყელაზე - რატომ მოიხსენ...

წავიდა ცისარტყელაზე -
ფრაზის განმარტება

„ნიშანი ზემოდან“ - რას უნდა ველოდეთ...

რას უნდა ველოდეთ, თუ
კვერცხში ორი გულია

ქვეყნები, სადაც წელიწადის 6 დროა

ქვეყნები, სადაც წელიწადის
6 დროა

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას თათებზე

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას
თათებზე

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi როუტე...

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi
როუტერთან ახლოს

რატომ არ შეიძლება ზღვის წყლით ხანძრ...

რატომ არ შეიძლება ზღვის
წყლით ხანძრის ჩაქრობა?

რატომ ეშინიათ ძლიერ ზვიგენებს დელფი...

რატომ ეშინიათ ძლიერ
ზვიგენებს დელფინების?

რატომ ყივიან მამლები?

რატომ ყივიან მამლები?

მცენარეული ყველი, რომელიც ცხოველურზ...

მცენარეული ყველი