იცით თუ არა

შავი პარასკევი: ისტორია და საინტერესო ფაქტები

fun time

18:04 შაბ. 20 ნოემბერი, 2021 წელი

შავი პარასკევის ისტორია

14
დაკოპირებულია

დღე, რომელიც მთელ მსოფლიოში Black Friday სახელითაა ცნობილი, უამრავ ადამიანს საშუალებას აძლევს, რომ საოცნებო ნივთი იაფად შეიძინოს და საახალწლო მზადება  დაიწყოს...

„შავი პარასკევის“ მასიური გაყიდვები მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დროს - ნოემბრის მეოთხე პარასკევს იწყება. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ამ დღეს დიდი ტრადიცია აქვს და უამრავ საინტერესო ამბავს შეიცავს.

შავი პარასკევის ისტორია

დავიწყოთ იმით, რომ „შავი პარასკევის“ ტრადიცია აშშ-ში, მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბდა. თარიღი შემთხვევით არ შეურჩევიათ - ეს მადლიერების დღის (რომელიც აღინიშნება ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს) მომდევნო დღეა. სწორედ ამ დღეს, საზეიმო აღლუმებზე გამოდიოდნენ თოვლის ბაბუები და ადამიანებს მოახლოებულ დღესასწაულამდე გრანდიოზული ფასდაკლებების შესახებ ამცნობდნენ.

რა თქმა უნდა, ზეიმის დამთავრებისთანავე ყველა სავაჭრო ცენტრებისკენ გარბოდა და ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდებოდა - აღლუმებსაც და სანტა-კლაუსებსაც სავაჭრო ცენტრების მფლობელები აფინანსებდნენ და ასეთი განცხადებები წინასწარ შეთანხმებული იყო.

რატომ შავი პარასკევი?

ტერმინი „შავი პარასკევი“ სამოციან წლებში დამკვიდრდა - ფილადელფიის პოლიციამ შენიშნა, რომ ფასდაკლების დღეს ყველგან ქაოსი და არეულობა სუფევდა: ქუჩებში უზარმაზარი საცობები, სავაჭრო ცენტრებთან უსასრულო რიგები, უამრავი ინციდენტი და უბედური შემთხვევაა. სწორედ ასეთ არცთუ ისე სასიამოვნო ემოციებს იწვევდა პარასკევის ფასდაკლება პოლიციელებში.

თუმცა სიტყვა „შავი“ სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელებს არ მოეწონათ და მის შეცვლას მთელი მონდომებით ცდილობდნენ. „შავი პარასკევის“ ნაცვლად, საზოგადოებას „დიდი პარასკევი“ შესთავაზეს და იდეის განხორციელებისთვის სარეკლამო სააგენტოც კი დაიქირავეს.

ვაჭრების მცდელობის მიუხედავად, სხვა შტატებში „შავი პარასკევი“ გავრცელდა, ამიტომ სახელისთვის განსხვავებული მნიშვნელობის მინიჭება გადაწყვიტეს.
ვაჭრები ამტკიცებდნენ, რომ მოგების თვალსაზრისით, ეს დღე მათთვის მართლაც შავია. დროთა განმავლობაში სახელთან დაკავშირებული უხერხულობა ყველას დაავიწყდა და ახლა „შავი პარასკევის“ ფასდაკლებებით ყველა მხარე ბედნიერია.

საინტერესო ფაქტები „შავი პარასკევის“ ირგვლივ

◼️ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ შავი პარასკევის ფასდაკლება სავაჭრო ცენტრებისთვის ყველაზე დატვირთული დღე არ არის - მას შობის წინა შაბათი უსწრებს!

◼️ იმ ქვეყნებში, სადაც შავი პარასკევი განსაკუთრებით პოპულარულია, ადამიანები რიგებში, საშუალოდ, 2,5 საათს ატარებენ.

◼️ უცნაურად ჟღერს, მაგრამ ხშირად შავი პარასკევი ყველაზე დატვირთული დღეა სანტექნიკოსებისთვის – მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში ხალხის დიდი ნაკადის გამო სისტემა ხშირად იტვირთება და ზოჯერ ექსცესებიც ხდება.

◼️ საუკეთესო შეთავაზებები რომ არ დაკარგონ, ბევრი ადამიანი შავი პარასკევის ღამეს მაღაზიების წინ, კარვებში ატარებს.

◼️ ზოგიერთ შტატში შავი პარასკევი ოფიციალური დასვენების დღეა - თანამშრომლების უმეტესობა მაინც იპოვის მიზეზს სამსახურის გასაცდენად.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი