შეიძლება თუ არა, ამფიბიის მსგავსად, ადამიანმაც შეძლოს დაზიანებული გულის „გადაპროგრამება“?
16:00 სამ. 25 მაისი, 2021 წელი
ამფიბიების უმრავლესობას რეგენერაციის საოცარი უნარი აქვს. საფრთხის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ, მსხვერპლად კუდი ან კიდურები გაიღონ. ტრიტონები ხშირად თვალებსა და შინაგან ორგანოებსაც კი ელევიან, შემდეგ კი მათ მშვიდად აღიდგენენ. ამ პროცესებზე დაკვირვებით მეცნიერებმა გამოკვლევები ჩაატარეს...
საინტერესოა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ორგანოს დაზიანების დროსაც კი, როგორიც გულია, ტრიტონი წარმოუდგენელი სისწრაფით ახდენს უჯრედების აღდგენას და გულის „გადაპროგრამებას“.
ზემოხსენებულ პროცესებზე დაკვირვებით მეცნიერებმა გამოკვლევები ჩაატარეს:
კვლევისთვის აიღეს სხვადასხვა სახეობის ტრიტონის ჩამოყალიბებული ემბრიონი, თითოეული მათგანი შუაზე გაჭრეს და მეორე სახეობის ემბრიონთან შეაერთეს.
ექსპერიმენტმა გასაოცარი შედეგი გამოიღო: რამდენიმე საათის შემდეგ, ნაწიბურები შეხორცდა და ემბრიონებმა ზრდა გააგრძელეს. თუმცა ამ „ფრანკენშტეინებს“ შეხორცების ადგილზე დამატებითი კიდურები გამოეზარდათ❗
ამჟამად მეცნიერები აქტიურად იკვლევენ ტრიტონების ფენომენს, რათა იმ ადამიანებისთვის, ვისაც გული და სხვა ორგანოების აქვთ დაზიანებული, ახალი უჯრედული თერაპია შექმნან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან