იცით თუ არა

სიყვარული ერთხელ და სამუდამოდ - არწივის თვისებები, რომლებიც მის მეფობას განაპირობებს

fun time

16:57 კვი. 3 დეკემბერი, 2023 წელი

არწივის თვისებები

14
დაკოპირებულია

არწივი მრავალ კულტურაში გამბედაობის, სიამაყის და სიმამაცის სიმბოლოდ იქცა. დიახ, ბუნებაში, არწივი ფრინველთა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წარმომადგენელია და ერთადერთი, ვინც მას რეალურ საფრთხეს უქმნის, ადამიანია, რომელიც არწივებს მათი ჩვეული ჰაბიტატებიდან „გადასახლებას“ აიძულებს. თუმცა, დედამიწაზე ჯერ კიდევ ბევრი ადგილია, სადაც არწივები უხვად გვხვდება.

არწივი გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში იშვიათია - უკანასკნელი მონაცემებით არ აღემატება 20 წყვილს. შედარებით მეტია შუა აზიაში, ალტაის მხარეში.

დიდებული აგებულებისა და შესახედაობისაა, ზომით არც ისე დიდია - არწივის გაშლილი ფრთების სიგრძე 2,4 მეტრამდეა, სხეულის სიგრძე - 90 სანტიმეტრამდე.
ბრჭყალები და ნისკარტი ხანჯალივით ბასრი აქვს.
თვალები ნაკვერჩხალივით უნათებს და გაგრძნობინებთ, რომ ის მტაცებელია.

სასწაული სანახავია მისი თავისუფალი ირაო ცის კამარაზე. შეუძლებელია, ყველაფერი აღფრთოვანებას და პატივისცემით არ იწვევდეს...
მაგრამ გარდა შესახედაობისა, მას არწივის თვისებები მართლაც რომ გამორჩეულია. ხასიათი კი მეფური აქვს, კერძოდ კი:

◼️ არწივი მიწიდან აფრენისას 190-240 კმ სიჩქარეს ავითარებს. თუ პოტენციურ მსხვერპლს ხედავს, შეუძლია დაშვებისას საათში 320 კილომეტრამდე იფრინოს.

◼️ არწივების ფრენის სიმაღლე 5-7 კილომეტრამდეა. ყველა თვითმფრინავს არ შეუძლია ასეთ სიმაღლეზე ასვლა.

◼️ ფრთების განსაკუთრებული აგებულების წყალობით, არწივებს შეუძლიათ მშვიდად ფრენა ქარიშხლის დროსაც კი.

◼️ გამოთქმა „არწივის მზერა“ ეფუძნება რეალურ ფაქტებს - ამ მტაცებელი ფრინველის მზერა 11,5 კილომეტრს სწვდება; შეუძლია, კურდღელი 3 კმ-ზე მეტი სიმაღლიდან დაინახოს, არწივის პერიფერიული ხედვის არე კი 270 გრადუსია!

◼️ არწივის შეუძლია, თითოეულ თვალით ერთდროულად ორ სხვადასხვა ობიექტზე ფოკუსირდეს.

◼️ არწივი დამოუკიდებლად ნადირობას 3 თვის ასაკში იწყებს, თუმცა სრულ სიმწიფეს 4-5 წლისთვის აღწევს.

სრულყოფილი აეროდინამიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არწივებისთვის, ასე რომ, თუ ფრინველს ერთი ფრთიდან ბუმბულს დაკარგავს, იგივე ბუმბული მეორიდანაც ჩამოვარდება.

◼️ არწივის ბუმბულის წონა ორჯერ მეტია ჩონჩხის წონაზე.

◼️ არწივები ერთხელ და სამუდამოდ პოულობენ მეწყვილეს! მეცნიერებმა აღმოაჩინეს წყვილი, რომელიც ერთად 35 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა.

◼️ არწივებს შეუძლიათ ფრენისას შეწყვილება!

◼️ მამრები ხშირად ეხმარებიან არწივებს კვერცხების გამოჩეკვაში - რამდენიმე დღის კვერცხებს აჯდება და დედა არწივს საშუალებას აძლევს, ფრთები გაშალოს, საკვების საშოვარზე გაფრინდეს.

◼️ არწივები ბუდეს აშენებენ მაქსიმალურ სიმაღლეზე, რათა დაიცვან მართვეები. არწივის ბუდე ფრინველებს შორის ყველაზე დიდია.

◼️ თუ ბუდეში ორი წიწილა იჩეკება, უფრო ძლიერი 2 თვის განმავლობაში ეცდება ძმის ან დის მოშორებას. თუ ის გადარჩება, მაშინ ისინი იწყებენ მშვიდობიან ცხოვრებას ერთმანეთის გვერდით.

დაბოლოს:

👉 ანტიკურ ხანაში არწივი გამარჯვებისა და იღბლის სიმბოლო იყო, ხოლო ეგვიპტესა და ჩინეთში - მზის სიმბოლო.

👉 ბევრ რელიგიაში არწივი დიდი ხნის განმავლობაში ღვთაებრივ ფრინველად მიიჩნეოდა.

👉 აცტეკების მმართველები თავიანთ კოსტიუმებს არწივის ბუმბულით ამშვენებდნენ, რათა ღვთაებებთან სიახლოვე ჰქონოდათ.

ასევე დაგაინტერესებთ:

მონოგამია ცხოველთა და ფრინცელთა სამყაროში - სიცოცხლეში მხოლოდ ერთი მეწყვილე


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ დავკიდოთ ხატები სახლში

როგორ დავკიდოთ ხატები
სახლში

როგორ გამოიყურებოდა სანტა კლაუსის პ...

სანტა კლაუსის პროტოტიპი

რატომ ლაპარაკობენ თუთიყუშები?

თუთიყუშის ლაპარაკი

ნაძვის ხის მატარებელი - ერთი საშობა...

ნაძვის ხის მატარებელი

სად მიდის ტყვია ჰაერში სროლის შემდე...

სად მიდის ტყვია ჰაერში
სროლის შემდეგ?

როდის შეიძლება ნიადაგი გაუვარგისდეს...

სიცოცხლისთვის უვარგისი
მიწა

რას გულისხმობდა რომაელი პოეტი, როდე...

დეციმუს იუნიუს იუვენალი

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აქვთ კ...

მეცნიერებმა გაარკვიეს,
რატომ აქვთ კატებს
ვერტიკალური გუგები