იცით თუ არა

თაფლის ჭიანჭველების საოცარი ცხოვრება

fun time

12:56 სამ. 29 ივნისი, 2021 წელი

თაფლის ჭიანჭველა

14
დაკოპირებულია

ჭიანჭველების ეს უცნაური სახეობა აშშ-ს დასავლეთ ნაწილში, მექსიკის უდაბნოსა და ავსტრალიაში ბინადრობს. მათი გაბერილი მუცლები ქარვისფერი სითხითაა სავსე და ფორმითა და სიდიდით ყურძნის მარცვალს მოგვაგონებს. სხვათა შორის, ამ ჭიანჭველების თაფლი ადგილობრივი აბორიგენი მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნუგბარია.

***

ფუტკრებისგან განსხვავებით, რომლებიც თაფლს ფიჭაში აგროვებენ, თაფლის ჭიანჭველები ნექტარს ცოცხალ სხეულში - კერძოდ კი, ელასტიკურ მუცელში იმარაგებენ.

წელიწადის იმ თვეებში, როცა სხვა საჭმელი არ მოიპოვება, ჭიანჭველების კოლონია თაფლის ამ ცოცხალი „კასრებიდან“ იკლავს შიმშილს. მშიერი ჭიანჭველა ანტენებით ეხება დიდმუცლიანი ჭიანჭველის ანტენებს და სიგნალს გადასცემს. გაბერილი ჭიანჭველა აღებს პირს და „კასრიდან“ თაფლს ანთხევს.


სიცოცხლის განმავლობაში, რომელიც სულ რამდენიმე თვეს გრძელდება, თაფლიანი ჭიანჭველები რამდენჯერმე ივსებიან და იცლებიან.

ხშირად „თაფლის კასრები“ იმდენად გადავსებულია, რომ ამ ჭიანჭველებს მოძრაობა აღარ შეუძლიათ, იძულებულნი არიან, ჭიანჭველების სახლის ზედა ნაწილზე დაეკიდონ და უძრავად იყვნენ, სანამ მათ მადლიანი მშიერი მოძმე არ დაცლის.

***

თაფლის ჭიანჭველები იკვებებიან თაფლის ცვრით, რომლითაც მათ მცენარის ბუგრი ამარაგებს ან მცენარეების წვენით, რომელიც დიდი რაოდენობით გლუკოზას შეიცავს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული