იცით თუ არა

უბისის „საიდუმლო სერობა“ - ჰუმანური, ემოციური, რენესანსული ევროპაზე საუკუნით ადრე

fun time

16:00 შაბ. 11 ნოემბერი, 2023 წელი

უბისას „საიდუმო სერობა“

14
დაკოპირებულია

უბისის სამონასტრო კომპლექსი – ქართული ხუროთმოძღვრების ეს უნიკალური ძეგლი IX-XII საუკუნეებს განეკუთვნება და მდებარეობს იმერეთში, ხარაგაულის რაიონში, მდ. ძირულას ნაპირზე, სოფელ უბისას ჩრდილო-აღმოსავლეთით. 

სახელი უბისა

სოფლის სახელთან დაკავშირებით რამდენიმე ლეგენდა არსებობს: სოფელს მაღალი მთები აქვს გარშემორტყმული, თვითონ კი მათ შორის ჩამალული უბეს წააგავსო.

მეორე ლეგენდა სოფლის სახელის წარმოშობას თამარ მეფეს უკავშირებს - თამარი თურმე ხშირად სტუმრობდა უბისას. მეფეს მოსასვენებელი ოთახი მაღალ კოშკში ჰქონია. ერთხელ უბის წიგნაკი ჩამოვარდნია და ვერ უპოვიათ. ამბობენ, რომ სოფლისთვის სახელი უბისა თამარ მეფეს უწოდებია.

უბისას მონასტერი

უბისას მონასტერი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს: წმინდა გიორგის სახელობის მთავარ ეკლესიას კოშკს („უბისის სვეტი“), კარიბჭეს და ახალი გალავანს.

მშენებლობას საფუძველი IX საუკუნეში ჩაეყარა და ეს ამბავი გრიგოლ ხანძთელის სახელთანაა დაკავშირებული. სწორედ მას შეურჩევია მონასტრის ადგილად უბისა.

1141 წელს, საქართველოს მეფე დემეტრე I-ის დროს, მონასტერი გაუნახლებიათ, ხოლო XIV ს-ში, გიორგი ბრწყინვალეს დროს, მთავარი ტაძარი ამ უნიკალური ფრესკებით შეიმკო!

ლოცვის გარდა, უბისას მონასტერი საუკუნეები ემსახურებოდა კულტურის და განათლების გავრცელებას. აქ სანთლების შუქზე იწერებოდა ხატები და გადაიწერებოდა წიგნები, კეთდებოდა ჭედური ფრესკები.

უბისას ფრესკები

უბისას ფრესკები ცალკე საოცრებაა: წმინდანთა სახეებში იკონოგრაფიული მანერა ცხოვრებისეულით არის შეცვლილი; უბისა ჰუმანური, ემოციური, რენესანსულია...

მათ შორის კი განსაკუთრებით გამორჩეულია საიდუმლო სერობისა და წმინდა გიორგის ფრესკები. ისტორიული ცნობით, კედლის მხატვრობა იმ დროის გამოჩენილ მხატვარს დამიანესა და მის მოწაფეს გერასიმეს ეკუთვნით. მხატვრის სახელი „საიდუმლო სერობის" ფრესკაზეა მიწერილია.

უბისას საიდუმლო სერობა - უკანასკნელი ვახშამი ქრისტეს კაცად ყოფნისას!

„საიდუმლო სერობის" ფრესკაზეა სუფრა გაწყობილია ქრისტიანულად: ლარნაკები თევზით, სურები წითელი ღვინით, ოთხად ჯვრად დასერილი პურები (სავარაუდოდ, სეფისკვერები);

უბისას თევზი წმინდა ქართულ კალმახს ჰგავს (ლეონარდოსთან არის გველთევზა).

ქართველ ხატმწერ დამიანეს სუფრასთან ჯდომის და სმა-ჭამის წესები პალესტინაში, I საუკუნის წესების მიხედვით აქვს გადმოცემული. ლეონარდოს სერობის პესონაჟები სკამზე სხედან, უბისას ფრესკაზე კი ქრისტე და მისი მოწაფეები - დიდ ბალიშებზე.

დაბოლოს:

ლეონარდოს ფრესკაზე იუდა არ ზის ქრისტეს გვერდით. უბისაში კი იუდა ქისტეს გვერდით ზის - ისევე, როგორც მიღებული იყო პალესტინაში პირველ საუკუნეში, როცა ვახშმის დროსსაყვარელი სტუმარი იჯდა მთავარი პეროსნის გვერით;

მეტიც, იუდა მაგიდაზეა გადმოწოლილი და ბარძიმს ეხება ხელით.

მხატვრებმა დამიანემ და გერასიმემ სახარება გააცოცხლეს;

კაცობრიობის ყველაზე მთავარი კითხვა სერობაზე დაისვა:

- ვინ არის გამცემი?

და მთავარი პასუხია:

- ვისაც პინაკში ჩაწებულ ლუკმას მივაწვდი!!!

მაგიდაზე გადაწოლილი იუდა და იუდას ბეჭზე ქრისტეს ხელი - ამ საოცარ განაბულ ჟესტში იკითხება სახარების ყველაზე დიდი საიდუმლო - იუდა გამცემია!

ესეც საინტერესოა:

არქეოლოგებმა გადაწყვიტეს, საიდუმლო სერობის მენიუ აღედგინათ

ვინ იყო ლეონარდო და ვინჩი: წმინდანი თუ ადამიანი, ვინც სული ეშმაკს მიჰყიდა?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გავიალი - ნიანგის ერთადერთი სახეობა...

გავიალი - ნიანგის
ერთადერთი სახეობა,
რომელიც ადამიანს არ ერჩის

წინასწარმეტყველური სიზმრები - ვინ,...

საინტერესო ფაქტები
სიზმრის შესახებ

შეიძლება თუ არა საზამთროს კურკის გა...

საზამთრო

როგორი იძია შური „როლს-როისზე“ ინდო...

მაჰარაჯა, როლს-როისი

არასოდეს ჩახვიდეთ თუ მელოტი ხართ -...

მელოტი კაცი

ესპანეთში ზღვაში მოშარდვისთვის ჯარი...

ზღვა ესპანეთში

ერთადერთი ადგილი მსოფლიოში, სადაც კ...

ვის კბენს კოღო?

ყველაზე მიუწვდომელი ქალაქი დედამიწა...

ქალაქი მექა

კარგი მეხსიერება აქვს და ლუდი უყვარ...

გიგანტური აქატინას
შესახებ