იცით თუ არა

უცნაური ნოსტრადამუსი - 5 ფაქტი დიდი წინასწარმეტყველის ცხოვრებიდან

fun time

14:00 ოთხ. 20 აპრილი, 2022 წელი

ნოსტრადამუსი

14
დაკოპირებულია

ის რენესანსის ეპოქის პოეტი და ექიმი, ამასთან კაცობრიობის არსებობის მანძილზე ყველაზე ცნობილი და იდუმალი წინასწარმეტყველია. მისი ნამდვილი სახელი მიშელ დე ნოტრდამია. გთავაზობთ ნოსტრადამუსის პიროვნებასთან დაკავშირებულ რამდენიმე საინტერესო ფაქტს.

1. ნოსტრადამუსის ერთადერთი პორტრეტი არსებობს და ის წინასწარმეტყველის ვაჟის ცეზარის შექმნილია.

2. ნოსტრადამუსი უზარმაზარი ქონების მფლობელი იყო. 21-ე საუკუნეში რომ ეცხოვრა, ის „ფორბსის“ სიის სათავეში იქნებოდა, მაგრამ როგორ მოახერხა გამდიდრება, არავინ იცის. წინასწარმეტყველი ამ საიდუმლოს ოჯახის წევრებსაც კი არ უმხელდა.

თუმცა საინტერესოა ერთი ფაქტი:
ნოსტრადამუსი თავის ნაწერებში ხშირად ახსენებდა საიდუმლო საზოგადოებას, რომლის წევრები როზენკრეისელები და ტამპლიერები იყვნენ. მათი მიზანი იდეალური სახელმწიფოს შექმნა იყო. იმ დროს ნოსტრადამუსი ტამპლიერთა ორდენის ხელმძღვანელთან მეგობრობდა, რომელიც 1547 წელს სიკვდილით დასაჯეს. სწორედ ამ ამბების შემდეგ გამდიდრებულა წინასწწარმეტყველი.

იმის გარდა, რომ პროვანსში სასტუმროს ფლობდა, ნოსტრადამუსის ალმანახებს სოლიდური და სტაბილური შემოსავალი მოჰქონდა. წინასწარმეტყველი საქველმოქმედო საქმიანობასაც კი ეწეოდა და ახალგაზრდა ინჟინერ ადამ დე კრაპონს აფინანსებსდა, რომელმაც კროს სტეპი სამოთხის ველად აქცია.

3. ნოსტრადამუსის კატრენების გაშიფვრა ძალიან რთულია, რადგან ისინი სხვადასხვა ენაზეა დაწერილი: მათ შორის ძველ ფრანგულ, ლათინურ, პროვანსულ, ძველ ებრაულ და არაბულ ენაზეც კი.

წინასწარმეტყელების გასაშიფრად მკვლევარებს უკვე ნათარგმნი ტექსტებით ხელმძღვანელობა უწევთ, რადგან ტექსტების დამოუკიდებლად თარგმნა შეუძლებელია. თანამედროვე მსოფლიოში ძველი ფრანგული ენის ექსპერტები თითებზე ჩამოსათვლელია. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ანაგრამები, არქაიზმები და შემოკლებული სიტყვები, რომლებსაც ნოსტრადამუსმა თავის ნაწერებში იყენებდა.

4. ნოსტრადამუსის ცხოვრების ერთ-ერთმა მკვლევარმა აღმოაჩინა, რომ წინასწარმეტყველს საფრანგეთის საზღვრებს მიღმა, მთელ ევროპაში იცნობდნენ და... სძულდათ. მას აკრიტიკებდნენ ინტელექტუალები, უბრალო ადამიანები, ასტროლოგები, სასულიერო პირები, პოლიტიკოსები და მეცნიერები.

ნოსტრადამუსს აბრალებდნენ შარლატანობას, ეშმაკეულთან კავშირს, ადამიანების გონების გახრწნას და ალკოჰოლიზმსაც კი. ერთხელ კინაღამ მეამბოხე გლეხების მსხვერპლი გახდა - ისინი წინასწარმეტყველს ფარულ ლუთერანობაში ადანაშაულებდნენ.

5. ნოსტრადამუსის ცხოვრებაზე არანაკლებ უცნაური იყო მისი გარდაცვალება. 1566 წლის 17 ივნისს ნოსტრადამუსმა ანდერძი შეადგინა, 2 ივლის კი გარდაიცვალა.

ანდერძის თანახმად, ნოსტრადამუსი სალონის კორდელიეს ეკლესიის კედელში, ვერტიკალურ მდგომარეობაში დაკრძალეს. ამ ფაქტს თავად ნოსტრადამუსის სიტყვებით ხსნიდნენ, რომელიც თავის შეურაცხმყოფელებს მიმართავდა: „მომშორდით ნაძირალებო! თქვენ ვერასოდეს შეძლებთ ფეხი დამაბიჯოთ, ვერც ახლა და ვერც ჩემი სიკვდილის შემდეგ.“



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული