იცით თუ არა

ზინგერის საიდუმლო - რატომ იხდიდნენ საკერავ მანქანაში უზარმაზარ თანხას?

funtime

13:00 ოთხ. 3 თებერვალი

„ზინგერი“ და თაღლითური
სქემა 90-იანებში
14
დაკოპირებულია

„შევიძენ საკერავ მანქანა „ზინგერს“ - გახსოვთ ეს განცხადება, რომელიც, დაახლოებით 20 წლის წინათ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს მოედო? თანაც მყიდველი მზად იყო, სასურველ ნივთში უზარმაზარი თანხა გადაეხადა, ამიტომ გაჩნდა ლოგიკური კითხვა: რატომ ღირდა ასეთი ძვირი?

ზინგერის საიდუმლოსთან დაკავშირებით, მაშინვე რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებული ვერსია გაჩნდა:

1. ერთი ვერსიით - ზინგერის საკერავი მანქანები, თიტქოს, ოქროსგან არის დამზადებული.
ოქტომბრის რევოლუციის დღეებში და მას შემდეგ, რუსეთის ინტელიგენცია და დიდგვაროვანთა ოჯახები მასობრივად წავიდნენ ემიგრაციაში. ამ დროს, საზღვარზე ოქროსა და ძვირფასეულობის გატანა ძალიან ძნელი იყო და უმეტეს შემთხვევაში კონფისკაციით მთავრდებოდა, ამიტომ ემიგრანტებმა ოქროსგან საკერავი მანქანების ჩამოსხმა და საზღვარზე გადატანა დაიწყეს. ეს ვერსია მალე იქნა უარყოფილი, რადგან ევროპაში გატანილი მანქანების საბჭოთა კავშირში ძებნა აბსურდული იყო.

2. მეორე ვერსიით, ზინგერის ნაწილები პლატინას შეიცავდა, რაც ზოგიერთ დეტალს განსაკუთრებულ სიმტკიცეს ანიჭებდა.
პირველის მსგავსად, ეს ვერსიაც აბსურდულად მიიჩნიეს, რადგან საკერავი მანქანის მანქანის გასაყიდი ფასი იმდენად მაღალი არასოდეს ყოფილა, რომ მისი წარმოებისთვის ძვირფასი მეტალები გამოეყენებინათ.

3. 2009 წელს საუდის არაბეთიდან ახალი ვერსია გავრცელდა - ზინგერის დეტალები ვერცხლისწყალს შეიცავს, რომელიც ბირთვული იარაღის დამზადებაში გამოიყენება.
ამ ვერსიის გავრცელების შემდეგ, საქმეში პოლიციის ჩართვა გახდა აუცილებელი, რადგან ძალიან გახშირდა იმ სამკერვალო ფაბრიკების ძარცვის შემთხვევები, სადაც ზინგერს გამოიყენებდნენ.

4. კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, გარკვეული ნომრის მქონე მანქანისთვის მწარმოებელი ჯილდოს იხდიდა.
1998 წელს კომპანია ZINGER -მა, თითქოსდა, კონკურსი გამოაცხადა - ეძებდნენ მანქანის სერიულ ნომერს, რომელშიც მწარმოებელი მილიონ დოლარს იხდიდა. ვარაუდობდნენ, რომ ამ ნომრის მქონე მანქანა მე-19 საუკუნის ბოლოს იყო გამოშვებული. არადა, სწორედ იმ პერიოდში კომპანია გაკოტრების პირას იმყოფებოდა და ასეთი თანხის გადახდას, უბრალოდ, ვერ შეძლებდა.

მართლაც, 2000 წელს, კომპანია ZINGER გაკოტრებულად გამოცხადდა და საკერავ მანქანასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ნელ-ნელა ჩაცხრა.

ეს თაღლითების გარკვეული ჯგუფის მიერ კარგად ორგანიზებული აფერა იყო.
ერთი სარწმუნო ვერსიით, მათ აი, ასეთ სქემა ჰქონდათ:

თაღლითები ზინგერს პატრონს, რომელიც იმედოვნებდა, რომ მისი მანქანის მექანიზმი პლატინას შეიცავდა და ამით გამდიდრებას შეძლებდა, სთხოვდნენ, მანქანის ერთ-ერთი დეტალი - კერძოდ, ამძრავი ლილვი გაებურღა და ანათალი კონვერტით გარკვეულ მისამართზე გაეგზავნა ანალიზისთვის, თანაც კონვერტში ანალიზის თანხაც უნდა ჩაედო - რუსეთში ეს იყო 300-500 რუბლი. ცხადია, ამ ფულს უკან არავინ დაუბრუნებდა და მანქანის გამყიდველებიც აორთქლდებოდნენ.

ამ ფოტოზე კი სწორედ ის ამძრავი ლილვია, რომელიც, თითქოსდა პლატინის უნდა ყოფილიყო. როგორ ფიქრობთ - ჰგავს პლატინას?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რას აღნიშნავს ციფრები ცნობილი ბრენდ...

ციფრები ცნობილი
ბრენდების დასახელებებში

ატმის სამშობლო ჩინეთია - ამას ახალი...

ატამი

ადამიანი, რომელიც კუჭის, მსხვილი ნა...

ხუან დუალი

რით განსხვავდება არქტიკა ანტარქტიდი...

არქტიკა VS ანტარქტიდა

რამდენს იწონის მილიონი დოლარი?

რამდენს იწონის მილიონი

რატომ არის ინდოელებისთვის ძროხა წმი...

რატომ არის ძროხა წმინდა
ცხოველი ინდოეთში

რატომ ეშვება დროშა გლოვის ნიშნად?

დაშვებული დროშა -
ბრიტანული ტრადიცია

თუკი ამ ნიშნებიდან ერთი მაინც გაქვთ...

ექსტრასენსული უნარები

ბუშტულებიანი ცელოფანი კონდიციონერის...

ბუშტულებიანი ცელოფანი
ფანჯრებზე